პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღაშფოთა "მანდარინებმა" აფხაზეთიდან დევნილი ესტონელები - ლატვიაში მცხოვრები ქართველის მწვავე კრიტიკა ურუშაძეს
რატომ აღაშფოთა "მანდარინებმა" აფხაზეთიდან დევნილი ესტონელები - ლატვიაში მცხოვრები ქართველის მწვავე კრიტიკა ურუშაძეს

ერიგ გრი­გო­რია ლატ­ვი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც "ოს­კარ­ზე" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მის, "მან­და­რი­ნე­ბის" გან­სხვა­ვე­ბულ მხა­რე­ზე წერს, რი­თიც, მისი თქმით, ეს­ტო­ნე­ლე­ბის "მან­და­რი­ნე­ბი­სად­მი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გად­მოგ­ვცემს.

ვრცელ პოს­ტში, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა სა­კუ­თარ ბლოგ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ნათ­ქვა­მია, რომ ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი არ ემ­ყა­რე­ბა რე­ა­ლურ ფაქ­ტებს, რა­მაც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ეს­ტო­ნე­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. გთა­ვა­ზობთ ერიგ გრი­გო­ლი­ას პოს­ტის ქარ­თულ თარ­გმანს.

"ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მი და გან­სა­კუთ­რე­ბით კინო - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უფრო ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ვიდ­რე მე­დია. სკეპ­ტი­კო­სი ადა­მი­ა­ნი მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, მაგ­რამ არაც­ნო­ბი­ე­რად მო­ექ­ცეს რე­ჟი­სო­რის ან რო­მა­ნის ავ­ტო­რის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ქვეშ.

დღეს კი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ბრწყინ­ვა­ლე მა­გა­ლი­თის სა­ხით შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­გიდ­გი­ნოთ "ოს­კარ­ზე" წარ­დგე­ნი­ლი ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი ფილ­მი "მან­და­რი­ნე­ბი". ეს უდა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი 1992/93 წლე­ბის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს ეხე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ური­გო არ იქ­ნე­ბო­და, რომ არა ბოლო ეპი­ზო­დი, სა­დაც მო­ხუ­ცი ეს­ტო­ნე­ლი ფილ­მის გმირს სა­კუ­თა­რი შვი­ლის საფ­ლავს უჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და და მათ­ვე მოკ­ლეს. თუმ­ცა, ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია, რომ ომის დროს ეს­ტო­ნე­ლებს არა­თუ არ აუ­წე­ვი­ათ ია­რა­ღი ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თი­ა­ნო­ბას უჭერ­დნენ მხარს, რის გა­მოც, რუ­სე­თის ჯა­რებ­მა ისი­ნი აფხა­ზე­თი­დან გა­ა­ძე­ვეს.

ფაქ­ტმა აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ეს­ტო­ნე­ლე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­ზეც ევო ფელტმა უპა­სუ­ხა, რომ ამ სა­კი­თხში ქარ­თველ კო­ლე­გას, ზაზა ურუ­შა­ძეს ენდო, რო­მელ­საც, რო­გორც ქარ­თველს, უკეთ უნდა სცოდ­ნო­და აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, მა­ყუ­რე­ბელ­თა კი­თხვებს ურუ­შა­ძემ უცე­ნუზ­რო ლექ­სი­კით უპა­სუ­ხა. ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც "ფან­ტა­ზი­ის­კენ" არის მიდ­რე­კი­ლი და არა "პრო­პა­გან­დის­კენ". ფილ­მი კი პრო­პა­გან­დის­ტუ­რი გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი - რად­გან აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ეს­ტო­ნე­ლე­ბის პა­ტა­რა ჯგუ­ფი ხმას ვე­რა­ვის მი­აწ­ვდენს, თუმ­ცა, ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, რომ აფხა­ზე­თის ომში "ქარ­თვე­ლე­ბი ეს­ტო­ნე­ლებს კლავ­დნენ".

"ოს­კარ­ზე" ორი ქარ­თუ­ლი ფილ­მი იყო წარ­დგე­ნი­ლი და ორი­ვე აფხა­ზე­თის ომის თე­მა­ტი­კა­ზე. ორი­ვე ფილმმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით იყო წარ­დგე­ნი­ლი, ხოლო მე­ო­რე ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი პრო­დუქ­ცია "მან­და­რი­ნე­ბი" - ეს­ტო­ნე­თის.

"სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" ცოტა ხნის წინ აჩ­ვე­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში, რის შემ­დე­გაც მას კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლი და­ა­ტყდა თავს. ფილ­მი შე­ა­ფა­სეს, რო­გორც ან­ტი­ქარ­თუ­ლი.

"მან­და­რი­ნე­ბი" სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში არ უჩე­ვე­ნე­ბი­ათ, ამი­ტომ მას­ზე მხო­ლოდ ის სა­უბ­რობ­და, ვი­საც მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფილ­მი ტე­ლე­არხ "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­უშ­ვეს. კრი­ტი­კა არ იყო, ან იმის გამო, რომ ვერ გა­ი­გეს რამ­დე­ნი­მე პა­სა­ჟი ფილ­მი­დან, ან იმი­ტომ, რომ ყვე­ლამ უკვე ხელი ჩა­იქ­ნია.

სწო­რედ ამ ქარ­თულ-ეს­ტო­ნურ "შე­დევ­რზე" მინ­და გე­სა­უბ­როთ, რო­მელ­შიც კარ­გად ჩანს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის მცდე­ლო­ბა, გა­ა­კე­თოს ის, რისი კე­თე­ბის უნა­რიც არ შეს­წევს და წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს.

ფილ­მი 2014 წლის და­სა­წყის­ში აჩ­ვე­ნეს ეს­ტო­ნეთ­სა და ლატ­ვი­ა­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ფილ­მი არც თუ ისე ცუ­დია, გა­და­ღე­ბის ხა­რის­ხი, მსა­ხი­ო­ბე­ბის თა­მა­ში და რაც მთა­ვა­რია, ფილ­მის ხა­სი­ათს მღელ­ვა­რე­ბა­ში მო­ყავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. თუმ­ცა, რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნებ­თან შე­უ­სა­ტყვი­სო­ბის გამო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბა­თილ­დე­ბა. 

ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ო­ცა­რი ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის რე­აქ­ცია იყო, რო­მელ­მაც ისე­ვე არ იცო­და ომზე არა­ფე­რი, რო­გორც უცხო­ე­ლებ­მა. ის, რომ ეს­ტო­ნე­ლე­ბი არ იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში, ქარ­თვე­ლებ­მა არც კი და­ი­ჯე­რეს: "ხომ არ მო­ი­ტყუ­ე­ბო­და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი" - ასე­თი იყო მათი პა­სუ­ხი.

ფილ­მი ჩვე­ნე­ბას თვი­თონ რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძეც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე შემ­დეგ­ნა­ი­რად უპა­სუ­ხა: "მე არ ვი­ღებ ისეთ ან­გა­ჟი­რე­ბულ ფილ­მებს, რო­გორც ლენი ჰარ­ლი­ნის "აგ­ვის­ტოს 5 დღეა". თუმ­ცა, უც­ნო­ბია, რა შუ­ა­შია ფილ­მი აგ­ვის­ტოს ომზე, რო­დე­საც ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­ჟი­სო­რი და­ინ­ტე­რეს­და მა­ინც ომის დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით, რისი თქმაც მან­და­რი­ნებ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა, სა­დაც რე­ჟი­სორ­მა არა­ფე­რი იცის 1992/93 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე აფხა­ზე­თის ომზე.

გა­სა­გე­ბია, რომ ფილ­მი არ არის დო­კუ­მენ­ტუ­რი და მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ "მან­და­რი­ნე­ბის" ზო­გი­ერთ პა­საჟს ნამ­დვი­ლად ვერ უწო­დებ "უცოდ­ველს". მა­გა­ლი­თად, ფილ­მის და­სას­რუ­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლი და ჩე­ჩე­ნი სა­ერ­თო მტრის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის - არ არის ეს იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი?

ფილმში აფხა­ზე­ბი და­დე­ბი­თად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლე­ბი მა­შინ, როცა ქარ­თვე­ლი აგ­რე­სო­რი და თით­ქმის, ოკუ­პან­ტია! უც­ნა­რია, ეს ხომ ქარ­თვე­ლის გა­და­ღე­ბუ­ლია!

ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ივო, რო­მე­ლიც ომში მოკ­ლულ ქარ­თველს სა­კუ­თა­რი, ქარ­თვე­ლე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი ვა­ჟის გვერ­დით კრძა­ლავს, თით­ქოს ეუბ­ნე­ბა ჩე­ჩენ აჰ­მედს: კავ­კა­სი­ე­ლებ­მა შე­წყვი­ტეთ ვე­ლუ­რო­ბა და ის­წავ­ლეთ პა­ტი­ე­ბა.

რო­გო­რი ჰუ­მა­ნუ­რია?!

მაგ­რამ ერთი რამ ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რე­ჟი­სორ-სცე­ნა­რის­ტმა: ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცია შე­უ­რაცმყო­ფე­ლია აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ეს­ტო­ნე­ლე­ბის­თვის, სხვა რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თვი­თონ ქარ­თვე­ლებ­ზე.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ურუ­შა­ძეს­თვის და მათ­თვის, ვინც არ იცის: იმ ომში ქარ­თვე­ლე­ბი არ კლავ­დნენ ეს­ტო­ნე­ლებს და ეს­ტო­ნე­ლებს არ აუ­ღი­ათ ია­რა­ღი ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ხალ­ხე­ბი­დან ეს­ტო­ნე­ლებს ყვე­ლა­ზე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა სწო­რედ ქარ­თვე­ლებ­თან ჰქონ­დათ.

აფხა­ზეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბამ გა­მო­ყო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რათა ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტი­დან, ეთ­ნი­კუ­რი ეს­ტო­ნე­ლე­ბის უსაფრ­თხო ზო­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნა მომ­ხდა­რი­ყო. სა­ხელ­მწი­ფომ ლტოლ­ვი­ლებს მი­წე­ბი და სახ­ლე­ბი მის­ცა და ეს­ტო­ნე­თის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ახლა დევ­ნი­ლი ეს­ტო­ნე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, 90-იან წლებ­ში მათ "კავ­კა­სი­ე­ლი ეს­ტო­ნე­ლე­ბის ერ­თო­ბა" და­ა­ფუძ­ნეს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რმა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა და კონ­ტაქ­ტი ამ ადა­მი­ა­ნებს არ გა­უ­წყვე­ტი­ათ.

რუ­სე­თის წყა­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი ომში ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და მოხ­და. ათა­სო­ბით ქარ­თველ­მა ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა და ლტოლ­ვი­ლად იქცა. ბევ­რმა თავ­შე­სა­ფა­რი ეს­ტო­ნეთ­ში იპო­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­დან დევ­ნი­ლი ეს­ტო­ნე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი უკვე 21 წე­ლია ეს­ტო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ყო­ვე­ლი წლის 15 მარტს ისი­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და კონ­ცერ­ტებს მარ­თა­ვენ. თით­ქოს ყვე­ლა ადაპ­ტირ­და, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს, ისე­ვე, რო­გორც ეს­ტო­ნე­ლებს, ენატ­რე­ბათ თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი, სო­ხუ­მი, გაგ­რა და შავი ზღვა.

მო­დით ვნა­ხოთ, რას ფიქ­რო­ბენ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თვი­თონ აფხა­ზე­თის ეს­ტო­ნე­ლე­ბი:

"ჩვენ ეს­ტო­ნე­ლებს ეს ფილ­მი არ მოგ­ვწონს! იქ სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, რაც ჩვენ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ივო და მისი მე­ზო­ბე­ლი მარ­გუ­სი სა­ერ­თოდ არ გვა­ნან აფხა­ზე­თის ეს­ტო­ნე­ლებს. ისი­ნი უფრო სე­ზო­ნურ მუ­შებს გვა­ნან, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მან­და­რი­ნე­ბის საკ­რე­ფად ქი­რა­ობ­და.

"ეს­ტონ­კის" და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც გულ­რიფშში მდე­ბა­რე­ობს, ყვე­ლას ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ან ბე­ლე­ტა­ჟი­ა­ნი კა­პი­ტა­ლუ­რი სახ­ლე­ბი ჰქონ­და".

(მ.ტრუ­მა­ნი)

და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იცის ურუ­შა­ძემ! უც­ნა­უ­რია ...

ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზე­მოთ ით­ქვა, პა­ტა­რა გაკ­ვე­თი­ლად მა­ინც იქ­ცე­ვა სცე­ნა­რის­ტე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ეთ­ნი­კურ თე­მებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, ეთ­ნი­კურ კონ­ფლიქ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. გაკ­ვე­თი­ლი გვას­წავ­ლის, რამ­დე­ნად ფრთხი­ლად და სი­ზუს­ტით უნდა ვი­მუ­შა­ოთ ამ თე­მა­ზე და თუკი ავ­ტო­რი არ ფლობს მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არც კი უნდა იფიქ­როს ფილ­მის გა­და­ღე­ბა.

"მან­და­რი­ნე­ბის" შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს სიც­რუ­ეს­თან, რაც მავ­ნეა! პირ­ველ რიგ­ში, ამ ტყუ­ი­ლის ავ­ტო­რის­თვის, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მა­ყუ­რე­ბელ­ზე და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში, მსხვერ­პლია!

ერიგ გრი­გო­ლია

რიგა, ლატ­ვია".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია baltvilks.livejournal.com-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

რატომ აღაშფოთა "მანდარინებმა" აფხაზეთიდან დევნილი ესტონელები - ლატვიაში მცხოვრები ქართველის მწვავე კრიტიკა ურუშაძეს

რატომ აღაშფოთა "მანდარინებმა" აფხაზეთიდან დევნილი ესტონელები - ლატვიაში მცხოვრები ქართველის მწვავე კრიტიკა ურუშაძეს

ერიგ გრიგორია ლატვიაში მცხოვრები ეთნიკურად ქართველია, რომელიც "ოსკარზე" ნომინირებული ფილმის, "მანდარინების" განსხვავებულ მხარეზე წერს, რითიც, მისი თქმით, ესტონელების "მანდარინებისადმი" დამოკიდებულებას გადმოგვცემს.

ვრცელ პოსტში, რომელიც ავტორმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ფილმის სიუჟეტი არ ემყარება რეალურ ფაქტებს, რამაც აფხაზეთიდან დევნილი ესტონელების აღშფოთება გამოიწვია. გთავაზობთ ერიგ გრიგოლიას პოსტის ქართულ თარგმანს.

"ხელოვნების ნაწარმი და განსაკუთრებით კინო - საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე მედია. სკეპტიკოსი ადამიანი მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების მიმართ შეიძლება არ იყოს ნდობით აღჭურვილი, მაგრამ არაცნობიერად მოექცეს რეჟისორის ან რომანის ავტორის მანიპულაციის ქვეშ.

დღეს კი მანიპულაციის ბრწყინვალე მაგალითის სახით შეგვიძლია წარმოგიდგინოთ "ოსკარზე" წარდგენილი ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები". ეს უდაოდ საინტერესო ფილმი 1992/93 წლების რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ყველაფერი ურიგო არ იქნებოდა, რომ არა ბოლო ეპიზოდი, სადაც მოხუცი ესტონელი ფილმის გმირს საკუთარი შვილის საფლავს უჩვენებს, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და მათვე მოკლეს. თუმცა, ისტორიული ფაქტია, რომ ომის დროს ესტონელებს არათუ არ აუწევიათ იარაღი ქართველების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას უჭერდნენ მხარს, რის გამოც, რუსეთის ჯარებმა ისინი აფხაზეთიდან გააძევეს.

ფაქტმა აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შეშფოთება გამოიწვია, რაზეც ევო ფელტმა უპასუხა, რომ ამ საკითხში ქართველ კოლეგას, ზაზა ურუშაძეს ენდო, რომელსაც, როგორც ქართველს, უკეთ უნდა სცოდნოდა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, მაყურებელთა კითხვებს ურუშაძემ უცენუზრო ლექსიკით უპასუხა. ფილმის რეჟისორმა განაცხადა, რომ ის ხელოვანი ადამიანია, რომელიც "ფანტაზიისკენ" არის მიდრეკილი და არა "პროპაგანდისკენ". ფილმი კი პროპაგანდისტური გამოვიდა, რომელიც სწორედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული - რადგან აფხაზეთიდან დევნილი ესტონელების პატარა ჯგუფი ხმას ვერავის მიაწვდენს, თუმცა, ყველას ეცოდინება, რომ აფხაზეთის ომში "ქართველები ესტონელებს კლავდნენ".

"ოსკარზე" ორი ქართული ფილმი იყო წარდგენილი და ორივე აფხაზეთის ომის თემატიკაზე. ორივე ფილმმა საზოგადოების მხრიდან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანი, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" საქართველოს სახელით იყო წარდგენილი, ხოლო მეორე ქართულ-ესტონური პროდუქცია "მანდარინები" - ესტონეთის.

"სიმინდის კუნძული" ცოტა ხნის წინ აჩვენეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, რის შემდეგაც მას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ფილმი შეაფასეს, როგორც ანტიქართული.

"მანდარინები" საკანონმდებლო ორგანოში არ უჩევენებიათ, ამიტომ მასზე მხოლოდ ის საუბრობდა, ვისაც მისი ნახვის საშუალება მიეცა. აღსანიშნავია, რომ ფილმი ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე გაუშვეს. კრიტიკა არ იყო, ან იმის გამო, რომ ვერ გაიგეს რამდენიმე პასაჟი ფილმიდან, ან იმიტომ, რომ ყველამ უკვე ხელი ჩაიქნია.

სწორედ ამ ქართულ-ესტონურ "შედევრზე" მინდა გესაუბროთ, რომელშიც კარგად ჩანს ქართველი რეჟისორის მცდელობა, გააკეთოს ის, რისი კეთების უნარიც არ შესწევს და წარმოდგენაც არ აქვს.

ფილმი 2014 წლის დასაწყისში აჩვენეს ესტონეთსა და ლატვიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ესთეტიკური თვალსაზრისით, ფილმი არც თუ ისე ცუდია, გადაღების ხარისხი, მსახიობების თამაში და რაც მთავარია, ფილმის ხასიათს მღელვარებაში მოყავს მაყურებელი. თუმცა, რეალურ მოვლენებთან შეუსატყვისობის გამო, ეს ყველაფერი ბათილდება. 

ფილმის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით საოცარი ქართული აუდიტორიის რეაქცია იყო, რომელმაც ისევე არ იცოდა ომზე არაფერი, როგორც უცხოელებმა. ის, რომ ესტონელები არ იღებდნენ მონაწილეობას ქართველების წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო ვითარებაში, ქართველებმა არც კი დაიჯერეს: "ხომ არ მოიტყუებოდა ცნობილი რეჟისორი" - ასეთი იყო მათი პასუხი.

ფილმი ჩვენებას თვითონ რეჟისორი ზაზა ურუშაძეც ესწრებოდა, რომელმაც წაყენებულ ბრალდებებზე შემდეგნაირად უპასუხა: "მე არ ვიღებ ისეთ ანგაჟირებულ ფილმებს, როგორც ლენი ჰარლინის "აგვისტოს 5 დღეა". თუმცა, უცნობია, რა შუაშია ფილმი აგვისტოს ომზე, როდესაც ამ შემთხვევაში რეჟისორი დაინტერესდა მაინც ომის დროს მიმდინარე მოვლენებით, რისი თქმაც მანდარინებზე არ შეიძლება, სადაც რეჟისორმა არაფერი იცის 1992/93 წლებში მიმდინარე აფხაზეთის ომზე.

გასაგებია, რომ ფილმი არ არის დოკუმენტური და მხოლოდ მხატვრული ღირებულება აქვს, მაგრამ "მანდარინების" ზოგიერთ პასაჟს ნამდვილად ვერ უწოდებ "უცოდველს". მაგალითად, ფილმის დასასრული, სადაც ქართველი და ჩეჩენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის - არ არის ეს იდეოლოგიური მომენტი?

ფილმში აფხაზები დადებითად არიან წარმოჩენილები მაშინ, როცა ქართველი აგრესორი და თითქმის, ოკუპანტია! უცნარია, ეს ხომ ქართველის გადაღებულია!

ფილმის მთავარი გმირი ივო, რომელიც ომში მოკლულ ქართველს საკუთარი, ქართველების მიერ მოკლული ვაჟის გვერდით კრძალავს, თითქოს ეუბნება ჩეჩენ აჰმედს: კავკასიელებმა შეწყვიტეთ ველურობა და ისწავლეთ პატიება.

როგორი ჰუმანურია?!

მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა რეჟისორ-სცენარისტმა: ასეთი დეზინფორმაცია შეურაცმყოფელია აფხაზეთიდან დევნილი ესტონელებისთვის, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თვითონ ქართველებზე.

სპეციალურად ურუშაძესთვის და მათთვის, ვინც არ იცის: იმ ომში ქართველები არ კლავდნენ ესტონელებს და ესტონელებს არ აუღიათ იარაღი ქართველების წინააღმდეგ. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხებიდან ესტონელებს ყველაზე ახლო ურთიერთობა სწორედ ქართველებთან ჰქონდათ.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ესტონეთის მთავრობამ გამოყო თვითმფრინავები, რათა ბაბუშერას აეროპორტიდან, ეთნიკური ესტონელების უსაფრთხო ზონაში გადაყვანა მომხდარიყო. სახელმწიფომ ლტოლვილებს მიწები და სახლები მისცა და ესტონეთის ზოგიერთ რაიონში, სადაც ახლა დევნილი ესტონელები ცხოვრობენ, 90-იან წლებში მათ "კავკასიელი ესტონელების ერთობა" დააფუძნეს. ამ წლების განმავლობაში ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ქართველებთან მეგობრობა და კონტაქტი ამ ადამიანებს არ გაუწყვეტიათ.

რუსეთის წყალობით დაწყებული ომში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოხდა. ათასობით ქართველმა ამ დროს ყველაფერი დაკარგა და ლტოლვილად იქცა. ბევრმა თავშესაფარი ესტონეთში იპოვა. საქართველოდან დევნილი ესტონელები და ქართველები უკვე 21 წელია ესტონეთში იმყოფებიან. ყოველი წლის 15 მარტს ისინი ღონისძიებებსა და კონცერტებს მართავენ. თითქოს ყველა ადაპტირდა, მაგრამ ქართველებს, ისევე, როგორც ესტონელებს, ენატრებათ თავიანთი სახლები, სოხუმი, გაგრა და შავი ზღვა.

მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე თვითონ აფხაზეთის ესტონელები:

"ჩვენ ესტონელებს ეს ფილმი არ მოგვწონს! იქ სრული დეზინფორმაციაა, რაც ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. ფილმის მთავარი გმირი ივო და მისი მეზობელი მარგუსი საერთოდ არ გვანან აფხაზეთის ესტონელებს. ისინი უფრო სეზონურ მუშებს გვანან, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მანდარინების საკრეფად ქირაობდა.

"ესტონკის" დასახლებაში, რომელიც გულრიფშში მდებარეობს, ყველას ორსართულიანი ან ბელეტაჟიანი კაპიტალური სახლები ჰქონდა".

(მ.ტრუმანი)

და ეს ყველაფერი არ იცის ურუშაძემ! უცნაურია ...

ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, პატარა გაკვეთილად მაინც იქცევა სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის, რომლებიც ეთნიკურ თემებზე და განსაკუთრებით, ეთნიკურ კონფლიქტებზე მუშაობენ. გაკვეთილი გვასწავლის, რამდენად ფრთხილად და სიზუსტით უნდა ვიმუშაოთ ამ თემაზე და თუკი ავტორი არ ფლობს მაქსიმალურ ინფორმაციას, არც კი უნდა იფიქროს ფილმის გადაღება.

"მანდარინების" შემთხვევაში საქმე გვაქვს სიცრუესთან, რაც მავნეა! პირველ რიგში, ამ ტყუილის ავტორისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მაყურებელზე და მთელ საზოგადოებაზე. მაყურებელი ამ შემთხვევაში, მსხვერპლია!

ერიგ გრიგოლია

რიგა, ლატვია".

მომზადებულია baltvilks.livejournal.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს