პარტნიორები:

    მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ

    მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ

    ადრიატიკის ზღვაში, სამგზავრო გემ "ნორმან ატლანტიკზე" კატასტროფის დროს დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სასულიერო პირის ცხედარს თბილისში დღის მეორე ნახვეარში ჩამოასვენებენ.

    მამა ილია კარტოზიას ცხედარი იტალიის ქალაქ ბარიში იყო დასვენებული. ქართველი სასულიერო პირის სულის მოსახსენებელი წირვა ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აღასრულეს.

    ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

    არსებული ინფორმაციით, მამა ილიას ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

    "ინტერპრესნიუსი"

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია