პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის წინაშე მლოცველი უნაყოფო ქალები შვილებს გააჩენენ, კიბოთი დაავადებულები განიკურნებიან" - სასწაულმოქმედ ხატზე ჯვარცმული ქრისტეს სახე გამოისახა
"მის წინაშე მლოცველი უნაყოფო ქალები შვილებს გააჩენენ, კიბოთი დაავადებულები განიკურნებიან" - სასწაულმოქმედ ხატზე ჯვარცმული ქრისტეს სახე გამოისახა

წმინ­და სე­რა­ფი­მე სა­რო­ვე­ლის სამ­შობ­ლო­დან - კურსკის ოლ­ქის ჟე­ლეზ­ნა­გორსკის ეპარ­ქი­ი­დან, არ­ქი­ე­პის­კო­პო­სის თა­ნა­შემ­წე იური შიშ­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტის - "მო­ა­ლერ­სეს" ერთ-ერთი ასლი ჩა­მო­აბ­რძა­ნეს.

მცი­რე დე­ლე­გა­ცია რუ­სე­თი­დან ბორ­ჯომ-ბა­კუ­რი­ა­ნის მიტ­რო­პო­ლიტ სე­რა­ფი­მეს მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და. - პირ­ველ რიგ­ში, ისიც სე­რა­ფი­მეა და მის ეპარ­ქი­ა­ში კი წმინ­და სე­რა­ფი­მე სა­რო­ვე­ლის მო­ნას­ტე­რი არ­სე­ბობს, მე კი მო­ნათ­ვლის შემ­დეგ გი­ორ­გი მი­წო­დეს და მარ­თლაც, სხვა რა უნდა ერ­ქვას ადა­მი­ანს, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვთის­მშობ­ლის ხატს ჩა­მო­აბ­რძა­ნებ­სო, - ღი­მი­ლით მი­თხრა იური შიშ­კოვ­მა. - ღვთის­მშო­ბე­ლი ყო­ველ­თვის წმინ­და­ნებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს და ამ­ჯე­რად მას­თან ერ­თად ჩა­მო­ვაბ­რძა­ნეთ წმინ­და გი­ორ­გი ძლე­ვა­შე­მო­სი­ლის პა­ტა­რა ხა­ტიც, მისი სიწ­მინ­დი­თო.

რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი ვე­რა­ზე, წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის ტა­ძარ­ში იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და მის მო­სა­ლო­ცად ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და. მეც სწო­რედ იქ მო­ვი­ლო­ცე ხატი, რო­მელ­მაც იქვე ხი­ლუ­ლი სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძალა გვიჩ­ვე­ნა: ში­გა­და­შიგ ნათ­დე­ბო­და და გა­ოგ­ნე­ბულს გვტო­ვებ­და ტა­ძარ­ში მყოფთ.

იური შიშ­კო­ვი:

- ეს წმინ­და მამა სე­რა­ფი­მე სა­რო­ვე­ლის უსაყ­ვარ­ლე­სი ხა­ტია, "მო­ა­ლერ­სე" ჰქვია. წმინ­და მამა სე­რა­ფი­მე ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ბოლო - მე­ო­თხე ად­გი­ლის - დი­ვე­ე­ვოს დე­და­თა სა­ვა­ნის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლავთ. მსოფ­ლი­ო­ში ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ოთხი ად­გი­ლია: ერთი ქვე­ყა­ნა - ივე­რია (სა­ქარ­თვე­ლო), ათო­ნის მთა - სა­ბერ­ძნეთ­ში, კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რა - უკ­რა­ი­ნა­ში და დი­ვე­ე­ვო - რუ­სეთ­ში. 1930-იან წლებ­ში დი­ვე­ე­ვოს მო­ნას­ტე­რი და­ან­გრი­ეს, თუმ­ცა მო­ნაზვნებ­მა ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი გა­და­არ­ჩი­ნეს და მო­ნაც­ვლე­ო­ბით ინა­ხავ­დნენ. რო­დე­საც მისი უკა­ნას­კნე­ლი მცვე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ხატი რუ­სე­თის პატ­რი­არქ ალექ­სან­დრეს გა­დას­ცეს. ამ უკა­ნას­კნელ­მა თა­ვის­თან და­ი­ტო­ვა და მას შემ­დეგ, რო­გორც უდი­დე­სი სიწ­მინ­დე, რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს კა­რის ეკ­ლე­სი­ა­ში ინა­ხე­ბა. ჩვენ მიერ ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ხატი სწო­რედ იმ ხა­ტის ერთ-ერთი ას­ლია. იგი 16 წლის წინ რუ­სე­თის ბრი­ანსკის ოლ­ქის სო­ფელ ლო­კოტ­ში, ერთ ღვთის­მო­სავ ოჯახ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სხვა­თა შო­რის, ეს ად­გი­ლი გახ­ლავთ რუ­სე­თის უკა­ნას­კნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის, ნი­კო­ლოზ მე­ო­რის უმ­ცრო­სი ძმი­სა და დიდი მთავ­რის - მი­ხე­ილ რო­მა­ნო­ვის ყო­ფი­ლი მა­მუ­ლი.

ამ კონ­კრე­ტუ­ლი ხა­ტის ის­ტო­რია ასე­თია: 16 წლის წინ, ლო­კო­ტის მცხოვ­რებ­მა ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა სოფ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით ვა­და­გა­სუ­ლი კა­ლენ­და­რი შე­ი­ძი­ნა. გამ­ყიდ­ვე­ლი მას გა­დაგ­დე­ბას უპი­რებ­და და ღვთის­მშო­ბე­ლი რომ არ წა­ე­ბილ­წათ, ღვთის­მო­სავ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ამოჭ­რა და შინ, კე­დელ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­კან­ცე­ლა­რიო სკო­ჩით მი­აკ­რა. რა­ღაც ხნის შემ­დეგ ხა­ტი­დან მი­რო­ნი გად­მო­დინ­და. ეს ამ­ბა­ვი მა­შინ­ვე აც­ნო­ბეს ად­გი­ლობ­რივ ეპარ­ქი­ას. რო­დე­საც ხატი კედ­ლი­დან ჩა­მოხ­სნეს, და­ი­ნა­ხეს, რომ ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მის უკა­ნა მხა­რე­საც გა­და­სუ­ლი­ყო. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ხატი სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და და იგი ფსკო­ვის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში წა­აბ­რძა­ნეს. მის წი­ნა­შე მო­ხუ­ცი გერ­მა­გე­ნი ლო­ცუ­ლობ­და, რო­მელ­მაც თქვა: ამ ხატს უფალ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი მი­ა­ნი­ჭა, რი­თაც ის ბევრ ადა­მი­ანს მი­ი­ზი­დავს - მას­ზე მლოც­ვე­ლი უნა­ყო­ფო ქა­ლე­ბი ჯან­მრთელ შვი­ლებს გა­ა­ჩე­ნენ; კი­ბო­თი და სხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი გა­ნი­კურ­ნე­ბი­ან, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლებს - ცო­ცხლებს ან მკვდრებს იპოვ­ნი­ან; ხატს თი­თო­ე­უ­ლი რწმე­ნით მლოც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გზი­სა და ბე­დის შეც­ვლის ძა­ლაც კი შეს­წევ­სო...

იხი­ლეთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მის წინაშე მლოცველი უნაყოფო ქალები შვილებს გააჩენენ, კიბოთი დაავადებულები განიკურნებიან" - სასწაულმოქმედ ხატზე ჯვარცმული ქრისტეს სახე გამოისახა

"მის წინაშე მლოცველი უნაყოფო ქალები შვილებს გააჩენენ, კიბოთი დაავადებულები განიკურნებიან" - სასწაულმოქმედ ხატზე ჯვარცმული ქრისტეს სახე გამოისახა

წმინდა სერაფიმე საროველის სამშობლოდან - კურსკის ოლქის ჟელეზნაგორსკის ეპარქიიდან, არქიეპისკოპოსის თანაშემწე იური შიშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის - "მოალერსეს" ერთ-ერთი ასლი ჩამოაბრძანეს.

მცირე დელეგაცია რუსეთიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწვევით ჩამოვიდა. - პირველ რიგში, ისიც სერაფიმეა და მის ეპარქიაში კი წმინდა სერაფიმე საროველის მონასტერი არსებობს, მე კი მონათვლის შემდეგ გიორგი მიწოდეს და მართლაც, სხვა რა უნდა ერქვას ადამიანს, ვინც საქართველოში ღვთისმშობლის ხატს ჩამოაბრძანებსო, - ღიმილით მითხრა იური შიშკოვმა. - ღვთისმშობელი ყოველთვის წმინდანებთან ერთად მოგზაურობს და ამჯერად მასთან ერთად ჩამოვაბრძანეთ წმინდა გიორგი ძლევაშემოსილის პატარა ხატიც, მისი სიწმინდითო.

რამდენიმე დღის განმავლობაში სასწაულმოქმედი ხატი ვერაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში იყო დაბრძანებული და მის მოსალოცად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდიოდა. მეც სწორედ იქ მოვილოცე ხატი, რომელმაც იქვე ხილული სასწაულმოქმედი ძალა გვიჩვენა: შიგადაშიგ ნათდებოდა და გაოგნებულს გვტოვებდა ტაძარში მყოფთ.

იური შიშკოვი:

- ეს წმინდა მამა სერაფიმე საროველის უსაყვარლესი ხატია, "მოალერსე" ჰქვია. წმინდა მამა სერაფიმე ღვთისმშობლის წილხვედრი ბოლო - მეოთხე ადგილის - დივეევოს დედათა სავანის დამაარსებელი გახლავთ. მსოფლიოში ღვთისმშობლის წილხვედრი ოთხი ადგილია: ერთი ქვეყანა - ივერია (საქართველო), ათონის მთა - საბერძნეთში, კიევ-პეჩორის ლავრა - უკრაინაში და დივეევო - რუსეთში. 1930-იან წლებში დივეევოს მონასტერი დაანგრიეს, თუმცა მონაზვნებმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გადაარჩინეს და მონაცვლეობით ინახავდნენ. როდესაც მისი უკანასკნელი მცველი გარდაიცვალა, ხატი რუსეთის პატრიარქ ალექსანდრეს გადასცეს. ამ უკანასკნელმა თავისთან დაიტოვა და მას შემდეგ, როგორც უდიდესი სიწმინდე, რუსეთის საპატრიარქოს კარის ეკლესიაში ინახება. ჩვენ მიერ ჩამობრძანებული ხატი სწორედ იმ ხატის ერთ-ერთი ასლია. იგი 16 წლის წინ რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლოკოტში, ერთ ღვთისმოსავ ოჯახში აღმოაჩინეს. სხვათა შორის, ეს ადგილი გახლავთ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის უმცროსი ძმისა და დიდი მთავრის - მიხეილ რომანოვის ყოფილი მამული.

ამ კონკრეტული ხატის ისტორია ასეთია: 16 წლის წინ, ლოკოტის მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა სოფლის მაღაზიაში ღვთისმშობლის გამოსახულებით ვადაგასული კალენდარი შეიძინა. გამყიდველი მას გადაგდებას უპირებდა და ღვთისმშობელი რომ არ წაებილწათ, ღვთისმოსავმა ქალბატონმა გამოსახულება ამოჭრა და შინ, კედელზე ჩვეულებრივი საკანცელარიო სკოჩით მიაკრა. რაღაც ხნის შემდეგ ხატიდან მირონი გადმოდინდა. ეს ამბავი მაშინვე აცნობეს ადგილობრივ ეპარქიას. როდესაც ხატი კედლიდან ჩამოხსნეს, დაინახეს, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება მის უკანა მხარესაც გადასულიყო. აქედან მოყოლებული, ხატი სასწაულებს ახდენდა და იგი ფსკოვის დედათა მონასტერში წააბრძანეს. მის წინაშე მოხუცი გერმაგენი ლოცულობდა, რომელმაც თქვა: ამ ხატს უფალმა განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა, რითაც ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს - მასზე მლოცველი უნაყოფო ქალები ჯანმრთელ შვილებს გააჩენენ; კიბოთი და სხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებულები განიკურნებიან, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს - ცოცხლებს ან მკვდრებს იპოვნიან; ხატს თითოეული რწმენით მლოცველი ადამიანის ცხოვრების გზისა და ბედის შეცვლის ძალაც კი შესწევსო...

იხილეთ სრული ინფორმაცია სასწაულმოქმედი ხატის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია