ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ჩინეთში, მდინარე იანგძიში საბუქსირო გემის ჩაძირვის შედეგად. "ბიბისის" ინფორმაციით, გემზე სულ 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სინგაპურის, ინდოეთის, მალაიზიისა და იაპონიის მოქალაქეებიც. გავრცელებული ცნობებით, მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ერთი ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ასევე შეძლეს ჩაძირული გემის ამოყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა