ძლიერი წვიმისა და უამინდობის მიუხედავად, ფილიპინების ქალაქ ტაკლობანში რომის პაპმა ფრანცისკმა ღია ცის ქვეშ მესა აღავლინა. "ბიბისის" ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა მესაზე დასასწრებად. ფილიპინებზე მყოფი რომის პაპი ტაკლობანის იმ პროვინციებსაც ეწვია, რომელიც 2013 წელს ტაიფუნ "ჰაიატის" შედეგად თითქმის განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში რომის პაპის მესას 6 მილიონამდე ადამიანი დაესწრება.