ვერძი
გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული და კრიტიკული. მოერიდეთ უსიამოვნებებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.
კურო
გაუფრთხილდით კუჭს. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების ჭამას. აგრეთვე, ალკოჰოლური და ენერგიის მომტანი სასმელების სმას.
ტყუპი
სამსახურის საქმეები ორშაბათიდან გაადადეთ. დღეს დაისვენეთ, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანს. ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
კირჩხიბი
აკონტროლეთ ქცევა და ემოციები, რათა არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ნუ იქნებით მათ მიმართ ზედმეტად მომთხოვნი.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. ვახშამზე დაპატიჟეთ მეგობრები და ნათესავები. გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება.
ქალწული
სამსახურის საქმეები გვერდზე გადადეთ და მთელი დღე საყვარელ ადამიანს მიუძღვენით. საღამოს შეეხმიანეთ მივიწყებულ მეგობრებს.
სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; ახალი ნაცნობობისა და ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში. უმნიშვნელო უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ყველაფერი წარმავალია.
მორიელი
კარგი დღეა მშენებლობის, რემონტის დასაწყებად და ინტერიერის შესაცვლელად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.
მშვილდოსანი
შეეხმიანეთ მეგობრებსა და ნათესავებს. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.
განაგრძეთ კითხვა