პარიზთან ახლოს, ფოსტაში შეჭრილ შეიარაღებულ მამაკაცს ორი მძევალი ჰყავს აყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს-პრესი" ავრცელებს. ამ დროისთვის ფოსტა უკვე პოლიციის ალყაშია. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, მამაკაცს, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი, ფსიქიკური პრობლემები აქვს და პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეების გამო არის გაღიზიანებული. წინასწარი ინფორმაციით, ფოსტაში მომხდარი ინციდენტი გასულ კვირას, პარიზში მომხდარ ტერაქტთან კავშირში არ არის.