"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტზე შტურმი განაახლეს

"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტზე შტურმი განაახლეს

აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტზე შტურმი განაახლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხანდელი შედარებით მშვიდი ღამის შემდეგ, "ბოევიკებმა" დღეს დილიდან განაახლეს შტურმი დონეცკის აეროპორტზე, არის დაჭრილები უკრაინული მხარის მხრიდან. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის იური ბირიუკოვის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის ინფორმაცია დაღუპული უკრაინელი სამხედროების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, წუხანდელი ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ექვსი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 18 კი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა