უკრაინაში დააკავეს 19 წლის გოგონა სნაიპერი, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამსახურის 10 ძალოვანი ჰყავს მოკლული. სნაიპერმა, რომლის მეტსახელიც ”ექსტაზი” გახლავთ, აღიარა უკრაინელი ძალოვნების მკვლელობა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამსახურის მეთაურის მრჩეველმა მარკიან ლუბკივსკიმ.
”ოფიციალურად ვადასტურებ, რომ უკრაინის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული სნაიპერი მეტსახელად ”ექსტაზი” კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიულმა ჯგუფმა დააკავა. მან აღიარა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობა”, - წერს ლუბკივსკი.
აგრეთვე ლუბკივსკიმ აღნიშნა, რომ დაკავებული შედიოდა ”ალექსეის” და ”მაქსიმ ტერსკის” საბრძოლო ფრთის ქვედანაყოფში. ”ექსტაზის” მთავარი დავალება იყო უკრაინელი ძალოვნების განადგურება მაიორსკის დასახლებასთან. არსებული ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ექსტაზმა ათი სამხედრო მოსამსახურე მოკლა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.