პარიზთან ახლოს, ფოსტის შენობაში შეჭრილ თავდამსხმელს სულ მცირე სამი მძევალი ჰყავს აყვანილი. ფრანგული მედიის ცნობით, უცნობმა მამაკაცმა ქალაქ კოლომბოს პოლიციაში დარეკა და ფოსტაში მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელი "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით არის შეიარაღებული. ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია უცნობია.