დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს განუცდია "ცხვირის გაჭედვით" გამოწვეული დისკომფორტი და დამეთანხმებით, მისი დიდხანს ატანა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ყველას როდი აქვს ცხვირით თავისუფლად სუნთქვის "ფუფუნება". ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას ყველაზე ხშირად ძგიდის გამრუდება უშლის ხელს.
ცხვირის ძგიდის გამრუდებით გამოწვეულ პრობლემებზე გამოგვიგზავნეთ კითხვები და მიიღეთ პასუხები და რჩევები ექიმ-ოტორინოლარინგოლოგისგან.
მკითხველი:
რამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ძგიდის დეფორმაცია?
- ცხვირს აქვს რამდენიმე ფუნქცია, ერთერთი არის სასუნთქი ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის. განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც ცხვირით სუნთქვის გაძნელება არის, ეს უკვე მანიშნებელია იმისა, რომ ბავშვთან "რაღაც ვერ არის ნორმალურად" . ამიტომ აუცილებელია მისი კორექცია, რათა ბავშვს შეუქცევადი მოვლენები არ განუვითარდეს. პატარა ბავშვების 90%-ში აღინიშნება ეგრეთწოდებული პოლიპები. მედიცინური ტერმინიოლოგიით ეს არის ადენოიდური ჰიპერთროპი, რომელიც იზრდება არა ცხვირში, როგორც დიდებში, არამედ ცხვირხახაში. ერთდროულად ხდება თუ გლანდის პრობლემაც არის ამის მოცილება.
ადენოიდები იზრდება გარდატეხის ასაკამდე, გარდატეხის ასაკის მერე რეგენერაციას განიცდის ორგანიზმში და ლაგდება. თუმცა გარდატეხის ასაკამდე აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ბავშვის პირღიაობამ, ხვრინვამ შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა. ზედა ყბა წინ გამოიწიოს, ქვედა უკან შეიწიოს და დაიწყოს შეუქცევადი პროცესი. ამიტომაცაა რომ შემდგომასი ბავშვებს სჭირდება ყბა სახის კორექცია. სტომატოლოგებთან ხშირად სიარული. მშობლებს მივმართავ, რომ ამას მიაქციონ ყურადღება. ხშირია შემთხვევა როცა მოდიან შორსწასული ფორმებით, თანკბილვა უკვე დარღვეულია და უკვე დაგვიანებულია ჩარევა. ჩვენ ვცდილობთ პირველ რიგში კონსერვატორული მკურნალობით მივაღწიოთ შედეგს, მხოლოდ ამის შემდეგ მივდივართ ოპერაციამდე.
გარდა იმ პრობლემებისა, რაც ადემოიდებთან არის დაკავშირებული, შეიძლება შექმნას პრობლემა ყურებზე, იმიტომ რომ ზუსტად იმ ადგილას სადაც ეს პოლიპები იზრდება არის ყურის ხვრელი, რომელიც აკავშირებს შუა ყურს ცხვირ-ხახასთან. ადენოიდების გაზრდამ და ყურადღების არ მიქცევამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ყურსაც(გამოიწვევს ეს სმენის დაქვეითებას, ანთებას, გამონადენს და ა.შ).
ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნახევარს გამოყოფს ძგიდის სტრუქტურა, ეს ძგიდე არის ხრტილოვან-ძვლოვანი სტრუქტურა. ანუ, ხრტილიც არის მასში და ძვალიც. როდესაც ეს ძგიდე მრუდდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტრამვული გამრუდება. ხშირად პაციენტები ვერ იხსენებენ ტრამვა როდის მიიღეს. შესაძლებელია ეს ტრამვა მათ მიიღეს დაბადების მომენტისას. (ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც კი არის შესაძლებელი, რომ ინდივიდმა ტრამვა მიიღოს). არის კიდევ სხვა ფაქტორები: მაგალითად ბავშვი ველოსიპედით სეირნობისას ჩამოვარდა, მშობელმა ვერ დაინახა, მიიღო ტრამვა... და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ ცხვირის ძგიდის გამრუდების 100 % არის ტრამვული. გენეტიკური არ არსებობს.
მკითხველი:
რამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირით სუნთქვის გაძნელება?
-ცხვირით სუნთქვის გაძნელება ძალიან ფართო მცნება არის არის და გამოძვეულია ბევრი ფაქტორით. ერთერთი არის ძგიდე, ასევე ნიჟარები, 6 ნიჟარა გვაქვს ჩვენ ცხვირში, სამი ერტ მხარეს, სამი მეორე მხარეს. ძირითადად პრობლემას ქმნის სუნთქვისთვის ქვედა ნიჟარები. რომლებიც ხშირად არის პრობლემატური და ამის დიაგნოსტირება შეგვიძლია ჩვენ. როგორც ენდოსკოპიით, ასევე სპეციალური ფუნქციური გამოკვლევით. ჩვენს კლინიკასი არის აპარატურა, რომელიც ზუსტად ადგენს ობიექტურად პრობლემებს. ის რასაც პაციენტი მიყვება და მე რასაც ვუყურებ ეს არის მხოლოდ სიბიექტური მონაცემები, (პაციენტის ჩივილები და ჩემი სუბიექტური გამოკვლევა). მაგრამ ზუსტად რომ ვიცოდეთ სუნთქვა რა პრობლემას ქმნის ამისთვის გვაქვს სპეციალური აპარატი, რომელიც ადგენს ცხვირის ფუნქციურ დიაგნოზს. ამას ეხება სწორედ ჩემი სადისერტაციო თემა, გერმანიაში გვაქვს ასობით კვლევა ჩატარებული და საქართველოში ვაგრძელებტ ბოლო სამი წელია. როდესაც ოპერაციებს ვატარებდით ამ ახალი აპარატის გარეშე, შეიძლებოდა ოპერაციით სხვა მიზეზი გამოგესწორებინა, მაგრამ ძირითადი მიზეზი შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ამიტომ ეს აპარატი ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს.
მკითხველი:
რა სახის ოპერაცია ტარდება ცხვირის ძგიდის გამრუდების შემთხვევაში, როგორი რეაბილიტაციის პერიოდი, რამდენ ხანს გრძელდება ის?
-არსებობს ცხვირის ძგიდის ფიზიოლოგიური გამრუდება, რომელსაც ოპერაცია არ სჭირდება და არსებობს პათოლოგიური, რომელსაც ოპერაცია სჭირდება. აუცილებალია ჩვენ შევძლოთ ამის დადგენა. აი, სწორედ ამ დიაგნოზს გავძლევს ჩვენ ეს ოპერაცია, არის თუ არა ქირურგიული ჩარევა საჭირო. პაციენტს ოპერაცია ტყუილად რომ არ გავუკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია დიგნოსტიკა. კლინიკური გამოკვლევა გვაზლევს სრულფასოვან ანალიზს გავძლევს იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებით ჩავატაროთ ოპერაციები. არსებობს ოპერაციები ლაზერული მეთოდით (ანუ უტამპონო მეტოდი) და არსებობს კონვერციონალური მეთოდით (პატარა ტამპონებით). ჩვენ პაციენტებში ვიყენებთ ძალიან პატარა ტამპონებს. ყველაზე რთული მოსაზრება რაც არის პაციენტებში, ეს არის ტამპონი, ოპერაციის შედეგზე მეტად გვეკითხებიან: "ტამპონებზე რა მეშველება?". ყველას ახსოვს ის მეტრიანი ტამპონები, რაც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. ჩვენს შემთხვევაში არის მინიმალური ტამპონი, რომელიც საერთოდ არ არის მტკივნეული.
ქირურგიული მეტოდები განსხვავებულია, ამაზე ძალიან შორს წავალთ. მარტივად გეტყვით, რომ არის ლაზერული მეთოდი, რომელსაც ცალმხრივი გამრუდების დროს ვაკეთებთ და ნაკლებად ტრამვულია. არის ჩვეულებრივი მეთოდები , რომესაც ვაკეთებთ ძლიერი გამრუდების დროს. ნიჟარებზეც არსებობს შეივერული, ლაზერული და სხვადსხვა მიდგომა, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. არ შეიზლება ვთქვათ, რომ ერთ კონტიგენტს მხოლოდ ლაზერით გავაკეთებ, მეორე კონტიგენტს შეივერით და ა.შ. ყველა პაციენტს ინდივიდუალურად სჭირდება მიდგომა. ოპერაციები კეთდება ძალიან დიდი ხანია. თუმცა არსებობს მრავალი მეთოდი. ჩვენი მეთოდი განსხვავდება სხვა მეთოდებისაგან.
ჩვენ ამ ოპერაციას ვაკეთებთ "შეივერის" სპეციალური აპარატით. "ბრიტვის" პრინციპით სრულიად სეგვიძლია ადენოიდების ქსოვილების მოცილება. რა პლუსი აქვს ამას? - როცა ბავშვებში ჩვეულებრივი ინსტრუმენტით იღებ, დიდი ალბათობაა, რომ ეს ადენოიდები ისევ გაიზარდოს. რეციდივირების ალბათობა გააჩნია. ამ შემთხვევაში კი უფრო ნაკლები ალბათობაა. მართალია 100% გარანტიას ვერავინ ვერ ვიძლევით, ვერც ჩვენ და ვერც სხვა მეთოდები, მაგრამ აქ ალბათობა არის 1%, რომ შეიძლება ისევე მოხდეს მისი გაზრდა. ჩვენ ამას ვაფრთხილებთ მშობლებს.
მკითხველი:
სამი წლის გოგონას აქვს ძგიდის გამრუდება. საერთოდ ვერ სუნთქავს ცხვირით. თუ არის გამოსავალი რომ შემსუბუქდეს სასუნთქი გზების პრობლემა, სანამ ოპერაცია გაუკეთდება?
-სამწუხაროდ ბავშვები ხშირად ეცემიან, რაც იწვევს ტრამვას და ეს ტრამვა იწვევს ძგიდის გამრუდებას. რაც არასასიამოვნოა. მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, რომ ის მოსაზრება რომ ხელის ხლება გარდატეხის ასაკამდე არ შეიძლება ეს რადიკალურად შეცვალეს გერმანელებმა. მათ ჩაატარეს კვლევები, აიღეს 50 ტყუპის ცალი. მათ შორის ერთერთს ჰქონდა ტრამვა მიღებული ცხვირზე და მეორეს არანაირი ტრამვა არ ჰქონდა. დააკვირდნენ როგორ ვითარდებოდა სცვირის ძვლები წლების განმავლობაში. დაადგინეს, რომ არანაირად არ მოქმედებს ქალას ძვლების ცვლა ცხვირის ძვლების ზრდასთან.
გარეთა პლასტიკას არც შეეხება ჩვენ ვცდილობთ გარდატეხის ასაკამდე არ გავაკეთოთ. ესთეთიური თვალსაზრისით რომ გამოვთვალოთ. რაც შეეხება შიგნით, ცხვირის სუნთქვის კორექციას, არაფრით არ შეიძლება ბავშვს თუ ხუთი წლის ასაკში ძგიდე აქვს გამრუდებული, ან შვიდი წლის ასაკში,ან გარდატეხის ასაკამდე 14 წლამდე ჩვენ ვაწამოთ ეს ბავშვი. აუცილებლად უნდა დაისვას ზისტი დიაგნოზი, საჭიროა თუ არა ოპერაციული ჩარევა და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ ასაკობრივი პრობლემა.
მკითხველი:
ვარ შუახნის მამაკაცი. 5-6 წლის წინ გაცივების გამო ინტენსიურად ვიყენებდი "ნაფტიზინს". ვგრძნობდი, რომ გამიჭირდა ცხვირით სუნთქვა. ამჟამად ვიყენებ სხვადსხვა წვეთებს და სპრეებს. არაქირურგიული გზით როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
-"ნაფტიზინი" შეიძლება ვიხმაროთ მაქსიმუმ ერთი კვირა. ვინაიდან ის იწვევს შეუქცევად პროცესებს. მიჩვევას, გადაგვარებას ცხვირის ლორწოვანის და ა.შ. ამიტომ აუცილებელია ეს პაციენტი მივიდეს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, გაიაროს კონსულტაცია და გაერკვეს. თუ პაციენტს ძგიდის გამრუდება არ აქვს და ოპერაცია არ სჭირდება, მხოლოდ ლორწოვანის პრობლემაა, არსებობს ალტერნატიული მედიკამენტები, რომლებიც ჩაანაცვლებენ ამ "ნაფტიზინს" და ეს პაციენტი გადაეჩვევა ამ პრეპარატის და მიიღებს იმას, რაც მთელი ცხოვრება რომ გამოიყენოს, ზიანს არ მიაყენებს. "ნაფტიზინი", "ქსიმელინი" , "გალაზოლინი", "ნაზოლი" ასეთი პრეპარატები რომლებიც შეიცავს შიგთავსთა შემავიწროებელ ნივთიერებებს, არაფრით მათი დიდი ხნით გამოყენება არ შეიძლება. მაქსიმუმ ერთი კვირა. ეს იქნება ჩემი რჩევა. განსაკუთრებით ბავშვებში.
მკითხველი:
ვარ 20 წლის. ბავშვობაში დავეცი და ძგიდე გამიმრუდდა. თავიდან არაფერი მეტყობოდა. მაგრამ ახლა სუნთქვაში მიშლის ხელს. მაინტერესებს სახელმწიფო დაზღვევა თუ აფინანსებს ძგიდის ოპერაციას?
-სახელმწიფო დაღვევა კარგად მუშაობს ჩვენს კლინიკაში. რა თქმა უნდა აფინანსებს, ოღონდ ნაწილობრივ. არ ეგონოს პაციენტს რომ 70% სრულად ფინანსდება. ჩვენი კლინიკა არის კერძო. გვაქვს ძვირადღირებული აპარატურა და შესაბამისად, სხვა კლინიკებთან შედარებით შეიძლება ჩვენთან ცოტათი ძვირი იყოს ეს ოპერაცია. თუმცა არის იაფად ღირებული ოპერაციები და საშუალო ღირებულების, ანუ ყველა კონტიგენტს ვემსახურებით ჩვენ.
მკითხველი:
სად უნდა დაისვენოს ყურისა და სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანებმა?
- სასურველია რა თქმა უნდა სუფთა ჰაერზე. ყურის პრობლემების მქონე პაციენტებს არ ვურჩევ დასვენებას მაღალმთიან რეგიონებში.
ცხვირის ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს ვურჩევ მოერიდონ ნესტიან ჰავას.ნესტიანი ჰავა ამწვავებს ამ ალერგიას და აქედან გამომდინარე საჭიროა არა ალპური ზონა, უფრო ჟანგბადით გაჯერებული გარემო, სადაც ეს პრობლემები მოეხსნებათ ჩვენს პაციენტებს. დაისვენონ იქ სადაც ტერიტორია ეკოლოგიურად ნაკლებად არის დაბინძურებული.