პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Charlie Hebdo-ს ტრაგედია და მსოფლიოს ანტიტერორისტული რეზონანსი - როგორ იცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას სხვადასხვა ქვეყანაში
Charlie Hebdo-ს ტრაგედია და მსოფლიოს ანტიტერორისტული რეზონანსი - როგორ იცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას სხვადასხვა ქვეყანაში

მიმ­დი­ნა­რე წლის 7 იან­ვარს, პა­რიზ­ში "შარ­ლი ებ­დოს" რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმას, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოჰ­ყვა. 13 იან­ვარს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ვიდ ქე­მე­რონ­მა ქვეყ­ნის ელი­ტუ­რი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყოფ­ში SAS (Special Air Service) გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ფრან­გი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სამ­ხედ­რო­ე­ბი პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად ერ­თობ­ლივ სწავ­ლე­ბებს გა­მარ­თა­ვენ.

რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ბრი­ტა­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­ლა­მის­ტი ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტე­ბის შე­საძ­ლო მო­წყო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. თა­ვის გა­მოს­ვლა­ში MI5-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ენ­დრიუ პარ­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი "ალ-ქა­ი­დას" წევ­რე­ბი იე­რი­შის მი­ტა­ნას ბრი­ტა­ნე­თის სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე აპი­რე­ბენ.

SAS-ის ფუნ­ქცი­ებ­ში შე­დის სპეც-ოპე­რა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბის­თვის.

"შარ­ლი ებ­დოს" რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, რომ­ლის დრო­საც და­ი­ღუ­პა 12 და და­იჭ­რა 11 ადა­მი­ა­ნი, და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბეჭდ­ვით გა­მო­ცე­მა­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში. 11 იან­ვარს ჰამ­ბურ­გში სა­ტი­რუ­ლი გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ის დაწ­ვა სცა­დეს. გა­ზეთ Hamburger Morgenpost-ის რე­დაქ­ცი­ას ქვე­ბი და­უ­ში­ნეს და ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი სა­გა­ნი შე­აგ­დეს. ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად ორი ოთა­ხი და­იწ­ვა. ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცია მალე მო­ხერ­ხდა. გა­მო­ცე­მა Hamburger Morgenpost-მა Charlie Hebdo-დან წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი გად­მო­ბეჭ­და.

იმა­ვე დღეს ბრი­უ­სელ­ში, ანო­ნი­მუ­რი ზა­რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ზეთ Le Soir-ის რე­დაქ­ცი­ი­დან თა­ნამ­შრო­მელ­თა ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რი­სას უც­ნობ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფეთ­ქე­ბის მუ­ქა­რას სე­რი­ო­ზუ­ლად მო­კი­დე­ბოდ­ნენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ზე­თის ოფის­ში ბომ­ბი აფეთ­ქდე­ბო­და. მან­ვე მო­ი­თხო­ვა, რე­დაქ­ცი­ამ შე­წყვი­ტოს "შარ­ლი ებ­დოს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გა­შუ­ქე­ბა.

ბეჭდ­ვი­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა თავ­დას­ხმებ­მა და მუ­ქა­რებ­მა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში შიში გა­მო­იწ­ვია. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და გერ­მა­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში. უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ ზო­მებს სხვა ქვეყ­ნებ­მაც მი­მარ­თეს.

ეს პრაქ­ტი­კა მთელს მსოფ­ლი­ო­შია მი­ღე­ბუ­ლი. აე­რო­პორ­ტებ­ში, სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სად­გუ­რებ­ზე აძ­ლი­ე­რე­ბენ დაც­ვას. კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი პი­რე­ბი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტებს იცა­ვენ. მოწ­მდე­ბა ყვე­ლა სა­ეჭ­ვო პი­როვ­ნე­ბა, ავ­ტო­მან­ქა­ნა, უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ბარ­გი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტე­ბი ტე­რაქ­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქა­ო­სით სარ­გებ­ლო­ბენ და ამ დროს გან­მე­ო­რე­ბით თავ­დას­ხმებს აწყო­ბენ. უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი სწო­რედ მათ აღ­კვე­თა­ზეა მი­მარ­თუ­ლი. სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად ხში­რად მსგავს ოპე­რა­ცი­ებ­ში სამ­ხედ­რო და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

მუ­შა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე გა­და­დის დაზ­ვერ­ვის, კონ­ტრ-დაზ­ვერ­ვის, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი. გაზ­რდი­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ის­მი­ნე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი და მოწ­მდე­ბა სა­ეჭ­ვო პი­რე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტე­ბი.

უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ნიუ-იორკში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ნა­წი­ლებ­ში გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. ჰა­ერ­ში აშ­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი კი აშშ-ს მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბის თავ­ზე პატ­რუ­ლი­რებ­დნენ.

ის­ლა­მის­ტე­ბის სა­მიზ­ნის ქვეშ ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ სივ­რცეც აღ­მოჩ­ნდა. 13 იან­ვარს ჰა­კე­რებ­მა ფრან­გუ­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ "კარ­ფუ­რის" სა­ი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში - carrefour.com.ge გა­ტე­ხეს. სა­იტ­ზე შეს­ვლი­სას მომ­ხმა­რე­ბელს ასე­თი ტექ­სტი დახ­ვდა "Hacked By Middle East Cyber Army. WE ARE MUSLIMS". შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობ­და ასე­ვე ფრან­გუ­ლი ვებ-გვერ­დი carrefour.fr.

"შარ­ლი ებ­დოს" რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმას საფ­რან­გეთ­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ მა­სი­უ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. 12 იან­ვარს საფ­რან­გე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­მარ­თულ სო­ლი­და­რო­ბის მარშში 3 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ის­ლამ­ზე გა­კე­თე­ბულ კა­რი­კა­ტუ­რებს შე­წი­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "შარ­ლი ებ­დომ" სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს არ უღა­ლა­ტა და ტე­რაქ­ტი­დან ერთი კვი­რის თავ­ზე გა­ყიდ­ვა­ში გა­რე­კან­ზე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის მო­რი­გი კა­რი­კა­ტუ­რით გა­მო­სა­ხუ­ლი ახა­ლი ნო­მე­რი გა­მო­უშ­ვა. კა­რი­კა­ტუ­რა­ზე წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მედს ხელ­ში უჭი­რავს პლა­კა­ტი, წარ­წე­რით - "მე ვარ შარ­ლი". ზედა მხა­რეს კი და­ტა­ნი­ლია წარ­წე­რა "ყვე­ლა­ფე­რი მი­ტე­ვე­ბუ­ლია". ჟურ­ნა­ლის შიდა გვერ­დებ­ზე ის­ლა­მის­ტი ექ­სტრე­მის­ტე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბია. ერთ-ერთ მათ­გან­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ორი ტე­რო­რის­ტი, რომ­ლე­ბიც სა­მო­თხე­ში ხვდე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბი­ან - "სად არის 70 ქალ­წუ­ლი?", უკა­ნა ფონ­ზე კი ჩა­ნან "შარ­ლი ებ­დოს" და­ღუ­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქალ­წუ­ლებ­თან ორ­გი­ას აწყო­ბენ.

ჟურ­ნა­ლი გა­ყიდ­ვა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი 60-ათა­სი­ა­ნი ტი­რა­ჟის ნაც­ვლად, 3-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცა. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბევრ სა­გა­ზე­თო ჯი­ხურ­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი დი­ლის ექ­ვსი სა­ა­თი­დან ჩად­გა რიგ­ში "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნომ­რის სა­ყიდ­ლად.

1969 წელს და­არ­სე­ბუ­ლი "შარ­ლი ებდო" მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, ქრის­ტი­ა­ნულ და ის­ლა­მურ სიწ­მინ­დე­ებ­ზე, მათ შო­რის წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მედ­ზე კა­რი­კა­ტუ­რებს ხში­რად ბეჭ­დავ­და. რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმე­ბი ად­რეც მომ­ხდა­რა. 2011 წელს უც­ნობ­მა პი­რებ­მა შე­ნო­ბის დაწ­ვა მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლით სცა­დეს.

2006 წლის 1-ელ მარ­ტის ნო­მერ­ში და­ბეჭ­დილ "თორ­მე­ტის მა­ნი­ფეს­ტში" რე­დაქ­ცი­ამ ფა­შიზ­მის, ნა­ციზ­მის და სტა­ლი­ნიზ­მის შემ­დეგ ახალ ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მად და დე­მოკ­რა­ტი­ის მთა­ვარ საფრ­თხედ - ის­ლა­მიზ­მი და­ა­სა­ხე­ლა. მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში სტა­ტი­ას დიდი პრო­ტეს­ტი და მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი მოჰ­ყვა.

ტე­რო­რიზ­მი - უდა­ოდ და­საგ­მო­ბია. თუმ­ცა "შარ­ლი ებ­დოს" შემ­თხვე­ვა­ში, მსხვერ­პლის როლ­ში გა­მო­სუ­ლი რე­დაქ­ცი­ის ქმე­დე­ბა, ის­ლა­მის­ტე­ბის წა­ქე­ზე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის ამაღ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას უფრო ჰგავს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

Charlie Hebdo-ს ტრაგედია და მსოფლიოს ანტიტერორისტული რეზონანსი - როგორ იცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას სხვადასხვა ქვეყანაში

Charlie Hebdo-ს ტრაგედია და მსოფლიოს ანტიტერორისტული რეზონანსი - როგორ იცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას სხვადასხვა ქვეყანაში

მიმდინარე წლის 7 იანვარს, პარიზში "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სპეც-სამსახურების მობილიზება მოჰყვა. 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყნის ელიტური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში SAS (Special Air Service) განგაში გამოაცხადა. ოფიციალური ვერსიით, ფრანგი კოლეგების გამოცდილების გათვალისწინებით, სამხედროები პოლიციასთან ერთად ერთობლივ სწავლებებს გამართავენ.

რამდენიმე დღით ადრე ბრიტანეთის უშიშროების სამსახურმა, ქვეყნის ტერიტორიაზე ისლამისტი ტერორისტების მიერ მასშტაბური ტერაქტების შესაძლო მოწყობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. თავის გამოსვლაში MI5-ის ხელმძღვანელმა ენდრიუ პარკერმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე მოქმედი "ალ-ქაიდას" წევრები იერიშის მიტანას ბრიტანეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე აპირებენ.

SAS-ის ფუნქციებში შედის სპეც-ოპერაციების ორგანიზება, ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, პირადი შემადგენლობის მომზადება პარტიზანული მოქმედებისთვის.

"შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც დაიღუპა 12 და დაიჭრა 11 ადამიანი, დაუდგენელმა პირებმა კიდევ რამდენიმე ბეჭდვით გამოცემაზე მიიტანეს იერიში. 11 იანვარს ჰამბურგში სატირული გაზეთის რედაქციის დაწვა სცადეს. გაზეთ Hamburger Morgenpost-ის რედაქციას ქვები დაუშინეს და ცეცხლწაკიდებული საგანი შეაგდეს. ინცინდენტის შედეგად ორი ოთახი დაიწვა. ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხერხდა. გამოცემა Hamburger Morgenpost-მა Charlie Hebdo-დან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გადმობეჭდა.

იმავე დღეს ბრიუსელში, ანონიმური ზარის საფუძველზე გაზეთ Le Soir-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა. სატელეფონო ზარისას უცნობმა პირმა განაცხადა, რომ აფეთქების მუქარას სერიოზულად მოკიდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზეთის ოფისში ბომბი აფეთქდებოდა. მანვე მოითხოვა, რედაქციამ შეწყვიტოს "შარლი ებდოსთან" დაკავშირებული სიახლეების გაშუქება.

ბეჭდვითი გამომცემლობების მიმართ განხორციელებულმა თავდასხმებმა და მუქარებმა ევროპის ქვეყნებში შიში გამოიწვია. სპეცსამსახურების და უშიშროების სამსახურების მობილიზაცია გამოცხადდა გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში. უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს სხვა ქვეყნებმაც მიმართეს.

ეს პრაქტიკა მთელს მსოფლიოშია მიღებული. აეროპორტებში, სარკინიგზო და საავტომობილო სადგურებზე აძლიერებენ დაცვას. კარგად შეიარაღებული და დაცული პირები სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს იცავენ. მოწმდება ყველა საეჭვო პიროვნება, ავტომანქანა, უპატრონოდ დატოვებული ბარგი. არის შემთხვევები, როდესაც ტერორისტები ტერაქტით გამოწვეული ქაოსით სარგებლობენ და ამ დროს განმეორებით თავდასხმებს აწყობენ. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები სწორედ მათ აღკვეთაზეა მიმართული. საპოლიციო დანაყოფებთან ერთად ხშირად მსგავს ოპერაციებში სამხედრო და სპეცდანიშნულების რაზმებიც მონაწილეობენ.

მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის დაზვერვის, კონტრ-დაზვერვის, უშიშროების სამსახურები. გაზრდილი ინტენსივობით ისმინება სატელეფონო საუბრები და მოწმდება საეჭვო პირების ელექტრონული ფოსტები.

უსაფრთხოების ზომების მასშტაბურობა განხორციელებული ტერაქტიდან გამომდინარეობს. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ეროვნული გვარდიის ნაწილებში განგაში გამოცხადდა. ჰაერში აშვებული სამხედრო თვითმფრინავები კი აშშ-ს მსხვილი ქალაქების თავზე პატრულირებდნენ.

ისლამისტების სამიზნის ქვეშ ქართული ინტერნეტ სივრცეც აღმოჩნდა. 13 იანვარს ჰაკერებმა ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელ "კარფურის" საიტი საქართველოში - carrefour.com.ge გატეხეს. საიტზე შესვლისას მომხმარებელს ასეთი ტექსტი დახვდა "Hacked By Middle East Cyber Army. WE ARE MUSLIMS". შეფერხებით მუშაობდა ასევე ფრანგული ვებ-გვერდი carrefour.fr.

"შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმას საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ მასიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. 12 იანვარს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ისლამზე გაკეთებულ კარიკატურებს შეწირული თანამშრომლების მიუხედავად, "შარლი ებდომ" საკუთარ პრინციპებს არ უღალატა და ტერაქტიდან ერთი კვირის თავზე გაყიდვაში გარეკანზე წინასწარმეტყველი მუჰამედის მორიგი კარიკატურით გამოსახული ახალი ნომერი გამოუშვა. კარიკატურაზე წინასწარმეტყველ მუჰამედს ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით - "მე ვარ შარლი". ზედა მხარეს კი დატანილია წარწერა "ყველაფერი მიტევებულია". ჟურნალის შიდა გვერდებზე ისლამისტი ექსტრემისტების კარიკატურებია. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ორი ტერორისტი, რომლებიც სამოთხეში ხვდებიან და ერთმანეთს ეკითხებიან - "სად არის 70 ქალწული?", უკანა ფონზე კი ჩანან "შარლი ებდოს" დაღუპული ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქალწულებთან ორგიას აწყობენ.

ჟურნალი გაყიდვაში ტრადიციული 60-ათასიანი ტირაჟის ნაცვლად, 3-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბევრ საგაზეთო ჯიხურში მომხმარებელი დილის ექვსი საათიდან ჩადგა რიგში "შარლი ებდოს" ახალი ნომრის საყიდლად.

1969 წელს დაარსებული "შარლი ებდო" მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებზე, ქრისტიანულ და ისლამურ სიწმინდეებზე, მათ შორის წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურებს ხშირად ბეჭდავდა. რედაქციაზე თავდასხმები ადრეც მომხდარა. 2011 წელს უცნობმა პირებმა შენობის დაწვა მოლოტოვის კოქტეილით სცადეს.

2006 წლის 1-ელ მარტის ნომერში დაბეჭდილ "თორმეტის მანიფესტში" რედაქციამ ფაშიზმის, ნაციზმის და სტალინიზმის შემდეგ ახალ ტოტალიტარიზმად და დემოკრატიის მთავარ საფრთხედ - ისლამიზმი დაასახელა. მუსულმანურ ქვეყნებში სტატიას დიდი პროტესტი და მასობრივი გამოსვლები მოჰყვა.

ტერორიზმი - უდაოდ დასაგმობია. თუმცა "შარლი ებდოს" შემთხვევაში, მსხვერპლის როლში გამოსული რედაქციის ქმედება, ისლამისტების წაქეზებით მიყენებული ზიანის საკუთარი რეიტინგის ამაღლებისთვის გამოყენებას უფრო ჰგავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა