პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოკერია, თარგამაძე, გაბაშვილი და სხვები სტუდენტებს აიარაღებდნენ საომრად - სანდრო ბრეგაძე 90-იანებს იხსენებს
ბოკერია, თარგამაძე, გაბაშვილი და სხვები სტუდენტებს აიარაღებდნენ საომრად - სანდრო ბრეგაძე 90-იანებს იხსენებს

დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სან­დრო ბრე­გა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს პოსტს, რო­მელ­შიც 90-იანი წლე­ბის და­სა­წყისს იხ­სე­ნებს.

"ახალ­გაზ­რდო­ბი­დან ერთი ამ­ბა­ვი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო. 19 წლის ვარ, 1991 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სია. კი­ტო­ვა­ნი თბი­ლი­სის ზღვა­ზეა, პუტ­ჩის­ტე­ბი ყო­ველ­დღე მი­ტინგს მარ­თა­ვენ და მთავ­რო­ბის სახ­ლის­კენ მო­ი­წე­ვენ. რუს­თა­ველ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდნენ წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი ბან­დი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მა­ტე­ბით არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი, ბო­კე­რია, გივი თარ­გა­მა­ძე, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი და სხვე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებს აია­რა­ღე­ბენ სა­ომ­რად. წი­თე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია ბრდღვი­ნავს და მოკ­ლედ, ჰა­ერ­ში დენ­თის სუნი ტრი­ა­ლებს. ყო­ველ ღამე უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ში ვართ კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად.

ერთ სა­ღა­მოს ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა და­მი­ძა­ხა. რა­ღაც სა­კი­თხი აინ­ტე­რე­სებ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­უბ­რის ბო­ლოს ვკი­თხე - რას ფიქ­რობთ, ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი რომ დაძ­რწის უკვე რუს­თა­ველ­ზე, რას მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ? ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა ისე­თი სი­ტყვე­ბით მი­პა­სუ­ხა, რო­მე­ლი სი­ტყვე­ბიც არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა - სან­დრო, გე­ნაც­ვა­ლე, მათი არ მე­ში­ნია და ად­ვი­ლად და­ვა­მარ­ცხებთ, მთა­ვა­რი საფრ­თხე ის მტე­რია, რო­მე­ლიც შიგ­ნით გვყავს შე­მოგ­ზავ­ნი­ლიო და ხელი უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს ეზოს­კენ გა­იშ­ვი­რა! სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რია ხში­რად მე­ორ­დე­ბა. დღე­საც გა­რე­შე მტე­რი(ნა­ცე­ბი) სა­ში­ში არაა, აი ში­ნა­უ­რი მტე­რი კი ძალ­ზედ სა­ში­შია!!!!!!!", - წერს სან­დრო ბრე­გა­ძე.

sponsored by ContentRoom

ბოკერია, თარგამაძე, გაბაშვილი და სხვები სტუდენტებს აიარაღებდნენ საომრად - სანდრო ბრეგაძე 90-იანებს იხსენებს

ბოკერია, თარგამაძე, გაბაშვილი და სხვები სტუდენტებს აიარაღებდნენ საომრად - სანდრო ბრეგაძე 90-იანებს იხსენებს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისს იხსენებს.

"ახალგაზრდობიდან ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. 19 წლის ვარ, 1991 წლის დეკემბრის დასაწყისია. კიტოვანი თბილისის ზღვაზეა, პუტჩისტები ყოველდღე მიტინგს მართავენ და მთავრობის სახლისკენ მოიწევენ. რუსთაველზე უკვე გამოჩნდნენ წვერმოშვებული ბანდიტები, რომლებიც ავტომატებით არიან შეიარაღებულნი,  ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი და სხვები უნივერსიტეტში სტუდენტებს აიარაღებენ საომრად. წითელი ინტელიგენცია ბრდღვინავს და მოკლედ, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. ყოველ ღამე უზენაესი საბჭოს შენობაში ვართ კანონიერი ხელისუფლების სხვა მხარდამჭერებთან ერთად.

ერთ საღამოს ბატონმა ზვიადმა დამიძახა. რაღაც საკითხი აინტერესებდა უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საუბრის ბოლოს ვკითხე - რას ფიქრობთ, ეს შეიარაღებული ხალხი რომ დაძრწის უკვე რუსთაველზე, რას მოიმოქმედებენ? ბატონმა ზვიადმა ისეთი სიტყვებით მიპასუხა, რომელი სიტყვებიც არასოდეს დამავიწყდება - სანდრო, გენაცვალე, მათი არ მეშინია და ადვილად დავამარცხებთ, მთავარი საფრთხე ის მტერია, რომელიც შიგნით გვყავს შემოგზავნილიო და ხელი უზენაესი საბჭოს ეზოსკენ გაიშვირა! სამწუხაროდ, ისტორია ხშირად მეორდება. დღესაც გარეშე მტერი(ნაცები) საშიში არაა, აი შინაური მტერი კი ძალზედ საშიშია!!!!!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს