მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ექს-პრეზიდენტის მანქანას ყიდის? - "რაც მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი უფრო მოიმატებს"
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ექს-პრეზიდენტის მანქანას ყიდის? - "რაც მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი უფრო მოიმატებს"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ სა­იტ­ზე გა­მოჩ­ნდა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 32 000 დო­ლა­რად ექს-პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ნა­ქო­ნი მერ­სე­დე­სი იყი­დე­ბა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორს (რო­მელ­მაც გვა­რის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა) და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

სოსო:

- მას შემ­დეგ, რაც ეს გან­ცხა­დე­ბა გან­თავ­სდა, 1 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­მი­რე­კა. ეს მან­ქა­ნა ჩემი მე­გობ­რის სა­კუთ­რე­ბაა. ის დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს და მთხო­ვა, რომ გა­მე­ყი­და და მა­გი­ტომ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ჩემი ნო­მე­რი, თო­რემ მან­ქა­ნა ჩემს სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

- ბევ­რია ყიდ­ვის მსურ­ვე­ლი?

- კი. ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა ყიდ­ვის სურ­ვი­ლი. ზოგს პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვი­სა უნდა, ზოგ­მაც და­მი­რე­კა, რომ მუ­ზე­უმს აკე­თებს და იმის­თვის უნდა ეს მან­ქა­ნა. ჯერ­ჯე­რო­ბით რე­ა­ლუ­რი მყიდ­ვე­ლი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

- რის გა­მოა ამ­ხე­ლა ინე­ტერსი, მან­ქა­ნაა კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თუ იმის გამო, რომ ამ მან­ქა­ნით, თქვე­ნი თქმით, ექს-პრე­ზი­დენ­ტი სარ­გებ­ლობ­და?

- ალ­ბათ უფრო მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რად­გან 1985 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნაა და არის იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ისე, რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ მან­ქა­ნის ფასი კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.

- ექს-პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი­დან ხომ არ დაგ­კავ­ში­რე­ბი­ან?

- არა, არა­ვის და­უ­რე­კავს.

- თქვენ მე­გო­ბარ­თან რო­გორ მოხ­ვდა ეს მან­ქა­ნა?

- ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ვი­ღა­ცი­სა­გან იყი­და, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ სხვის­გან აქვს ნა­ყი­დი, ხოლო იმას­თან რო­გორ მოხ­ვდა, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

- თქვე­ნი მე­გო­ბა­რი თუ იყე­ნებ­და ამ მან­ქა­ნას გადსა­ად­გი­ლებ­ლად?

- ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. ეს მან­ქა­ნა დიდი ხა­ნია გა­ჩე­რე­ბუ­ლია და მეც არ ვი­ყე­ნებ სა­სი­ა­რუ­ლოდ. ვინც იყი­დის, ვერ გე­ტყვით, სა­სი­ა­რუ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნებს, თუ რე­ლიქ­ვი­ად შე­ი­ნა­ხავს. ვის რა უდევს თავ­ში, ძნე­ლია ამის თქმა.

- რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შტრი­ხი თუ აქვს ამ მანქნას?

- კი, ძა­ლი­ან ბევ­რი გას­ნა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბა აქვს მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ამ დროს გა­მო­სულ მან­ქა­ნებს არ აქვთ. მაგ: მან­ქა­ნას აქვს ჯავ­შა­ნი, რაც შე­სა­ბა­მი­სად ზრდის ფასს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც უარ­ყო, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას ეკუთ­ვნო­და [მეტი].

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ექს-პრეზიდენტის მანქანას ყიდის? - "რაც მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი უფრო მოიმატებს"

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ექს-პრეზიდენტის მანქანას ყიდის? - "რაც მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი უფრო მოიმატებს"

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომლის მიხედვით, 32 000 დოლარად ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნაქონი მერსედესი იყიდება. ჩვენ დავუკავშირდით განცხადების ავტორს (რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა) და კომენტარი ვთხოვეთ:

სოსო:

- მას შემდეგ, რაც ეს განცხადება განთავსდა, 1 000-ზე მეტმა ადამიანმა დამირეკა. ეს მანქანა ჩემი მეგობრის საკუთრებაა. ის დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს და მთხოვა, რომ გამეყიდა და მაგიტომ არის მითითებული ჩემი ნომერი, თორემ მანქანა ჩემს საკუთრებას არ წარმოადგენს.

- ბევრია ყიდვის მსურველი?

- კი. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ყიდვის სურვილი. ზოგს პირადი მოხმარებისთვისა უნდა, ზოგმაც დამირეკა, რომ მუზეუმს აკეთებს და იმისთვის უნდა ეს მანქანა. ჯერჯერობით რეალური მყიდველი არ გამოჩენილა.

- რის გამოა ამხელა ინეტერსი, მანქანაა კარგ მდგომარეობაში, თუ იმის გამო, რომ ამ მანქანით, თქვენი თქმით, ექს-პრეზიდენტი სარგებლობდა?

- ალბათ უფრო მანქანის მდგომარეობის გამო, რადგან 1985 წელს გამოშვებული მანქანაა და არის იდეალურ მდგომარეობაში. ისე, რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ მანქანის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

- ექს-პრეზიდენტის ოჯახიდან ხომ არ დაგკავშირებიან?

- არა, არავის დაურეკავს.

- თქვენ მეგობართან როგორ მოხვდა ეს მანქანა?

- ჩემმა მეგობარმა ვიღაცისაგან იყიდა, რომელსაც თავის მხრივ სხვისგან აქვს ნაყიდი, ხოლო იმასთან როგორ მოხვდა, ნამდვილად არ ვიცი.

- თქვენი მეგობარი თუ იყენებდა ამ მანქანას გადსაადგილებლად?

- ძალიან იშვიათად. ეს მანქანა დიდი ხანია გაჩერებულია და მეც არ ვიყენებ სასიარულოდ. ვინც იყიდის, ვერ გეტყვით, სასიარულოდ გამოიყენებს, თუ რელიქვიად შეინახავს. ვის რა უდევს თავში, ძნელია ამის თქმა.

- რაიმე განსაკუთრებული შტრიხი თუ აქვს ამ მანქნას?

- კი, ძალიან ბევრი გასნაკუთრებული ნიშან-თვისება აქვს მანქანას, რომელიც ამ დროს გამოსულ მანქანებს არ აქვთ. მაგ: მანქანას აქვს ჯავშანი, რაც შესაბამისად ზრდის ფასს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებას ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გამოეხმაურა, რომელმაც უარყო, რომ ინტერნეტში გასაყიდად გამოტანილი "მერსედესის" მარკის ავტომობილი პრეზიდენტ გამსახურდიას ეკუთვნოდა [მეტი].

იხილეთ ფოტოგალერეა

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია