პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც "ცოცხლობენ"
ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც "ცოცხლობენ"

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა სხე­უ­ლის ნა­წი­ლებ­მა "სი­ცო­ცხლე" სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძეს.

ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი

ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მეც­ნი­ე­რი იყო. მისი გე­ნი­ა­ლუ­რი ტვი­ნი, რო­მე­ლიც ასე წარ­მა­ტე­ბით ხსნი­და მა­თე­მა­ტი­კურ ფორ­მუ­ლებს, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მეც­ნი­ერ­თა შეს­წავ­ლის სა­გა­ნი გახ­და. პა­თო­ლო­გა­ნა­ტომ­მა ტო­მას შტოლც ჰარ­ვიმ, მეც­ნი­ე­რის ტვი­ნი ნა­წი­ლე­ბად დაყო და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მისი შეს­წავ­ლა და­ი­წყო. მეც­ნი­ე­რის ტვი­ნის კვლე­ვის შე­დე­გად, არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი და­ი­წე­რა. გარ­და ამი­სა, ოფ­თალ­მო­ლოგ­მა ჰენ­რი აბ­რამსმა გე­ნი­ო­სის თვა­ლე­ბიც შე­ი­ნა­ხა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ნიუ-იორკში ინა­ხე­ბა.

მატა ჰარი

ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი გერტრუ­და ზელე, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და კურ­ტი­ზა­ნი იყო. მსგავ­სი ვარ­სკვლა­ვე­ბი პა­რიზ­ში არც თუ ისე ცოტა იყო, თუმ­ცა, მატა ჰა­რიმ პო­პუ­ლა­რო­ბა იმ ხმე­ბის გამო მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც მის ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ას­თან კავ­შირ­ზე მი­უ­თი­თებ­და. მო­ცეკ­ვა­ვე პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს ჩა­ცხრი­ლეს, ხოლო მისი სხე­უ­ლი ანა­ტო­მი­ურ თე­ატრს გა­დას­ცეს. მატა ჰა­რის ბალ­ზა­მი­რე­ბუ­ლი თავი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და პა­რი­ზის ანა­ტო­მი­ის მუ­ზე­უმ­ში. ამ დრო­ის­თვის მატა ჰა­რის სხე­უ­ლი­სა და თა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი მუ­ზე­უ­მის გა­დას­ვლის დროს, 1954 წელს მო­ი­პა­რეს.

ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი

ფრან­გი იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი 52 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­კუ­თარ ან­დერ­ძში, ბო­ნა­პარ­ტმა მისი სხე­უ­ლის გაკ­ვე­თის და შეს­წავ­ლის უფ­ლე­ბა მის­ცა ექი­მებს. გაკ­ვე­თის დროს, ერთ-ერ­თმა ექიმ­მა იმ­პე­რა­ტორს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო მო­აჭ­რა და კორ­სი­კელ მღვდელს აჩუ­ქა, რო­მელ­მაც სა­ჩუ­ქა­რი ევ­რო­პა­ში ჩა­ი­ტა­ნა. ამ­ჟა­მად, იმ­პე­რა­ტო­რის პე­ნი­სი, ვინ­მე ევან ლა­ტი­მერს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც იგი 1977 წელს აუქ­ცი­ონ­ზე სამი ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ნი­კო­ლო პა­გა­ნი­ნი

"ისე უკ­რავს, თით­ქოს რა­ი­მე ბო­რო­ტი სული ჩა­უ­სახ­ლდა" - ასე ამ­ბობ­დნენ ცნო­ბილ იტა­ლი­ელ მე­ვი­ო­ლი­ნო­ზე მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი და ნი­კო­ლოც არ ცდი­ლობ­და ამის უარ­ყო­ფას. შავი პი­ა­რი ხომ მის პო­პუ­ლა­რო­ბას კი­დევ უფრო ზრდი­და. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ პა­გა­ნი­ნის შვილს უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, მა­მის სხე­უ­ლი ნი­ცის ქრის­ტი­ა­ნულ სა­საფ­ლა­ო­ზე და­ეკ­რძა­ლა. პა­გა­ნი­ნის შვი­ლი მა­მის სხე­ულს ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე ატა­რებ­და. იგი რამ­დენ­ჯერ­მე სა­ი­დუმ­ლოდ დაკ­რძა­ლეს იტა­ლი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში. გე­ნი­ო­სის სხე­ულ­მა მოს­ვე­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი­დან მხო­ლოდ 56 წლის შემ­დეგ შეძ­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც "ცოცხლობენ"

ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც "ცოცხლობენ"

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას ცნობილი ადამიანების შესახებ, რომელთა სხეულის ნაწილებმა "სიცოცხლე" სიკვდილის შემდეგაც განაგრძეს.

ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი გასული საუკუნის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი იყო. მისი გენიალური ტვინი, რომელიც ასე წარმატებით ხსნიდა მათემატიკურ ფორმულებს, სიკვდილის შემდეგ მეცნიერთა შესწავლის საგანი გახდა. პათოლოგანატომმა ტომას შტოლც ჰარვიმ, მეცნიერის ტვინი ნაწილებად დაყო და ლაბორატორიაში მისი შესწავლა დაიწყო. მეცნიერის ტვინის კვლევის შედეგად, არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა. გარდა ამისა, ოფთალმოლოგმა ჰენრი აბრამსმა გენიოსის თვალებიც შეინახა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ინახება.

მატა ჰარი

ნამდვილი სახელი გერტრუდა ზელე, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისის ცნობილი მოცეკვავე და კურტიზანი იყო. მსგავსი ვარსკვლავები პარიზში არც თუ ისე ცოტა იყო, თუმცა, მატა ჰარიმ პოპულარობა იმ ხმების გამო მოიპოვა, რომელიც მის ფაშისტურ გერმანიასთან კავშირზე მიუთითებდა. მოცეკვავე პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაცხრილეს, ხოლო მისი სხეული ანატომიურ თეატრს გადასცეს. მატა ჰარის ბალზამირებული თავი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა პარიზის ანატომიის მუზეუმში. ამ დროისთვის მატა ჰარის სხეულისა და თავის ადგილსამყოფელი უცნობია. სავარაუდოდ, ისინი მუზეუმის გადასვლის დროს, 1954 წელს მოიპარეს.

ნაპოლეონ ბონაპარტი

ფრანგი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკუთარ ანდერძში, ბონაპარტმა მისი სხეულის გაკვეთის და შესწავლის უფლება მისცა ექიმებს. გაკვეთის დროს, ერთ-ერთმა ექიმმა იმპერატორს სასქესო ორგანო მოაჭრა და კორსიკელ მღვდელს აჩუქა, რომელმაც საჩუქარი ევროპაში ჩაიტანა. ამჟამად, იმპერატორის პენისი, ვინმე ევან ლატიმერს ეკუთვნის, რომელმაც იგი 1977 წელს აუქციონზე სამი ათას დოლარად შეიძინა.

ნიკოლო პაგანინი

"ისე უკრავს, თითქოს რაიმე ბოროტი სული ჩაუსახლდა" - ასე ამბობდნენ ცნობილ იტალიელ მევიოლინოზე მისი თანამედროვეები და ნიკოლოც არ ცდილობდა ამის უარყოფას. შავი პიარი ხომ მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდიდა. თუმცა, საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პაგანინის შვილს უფლება არ მისცეს, მამის სხეული ნიცის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაეკრძალა. პაგანინის შვილი მამის სხეულს ერთი ადგილიდან მეორეზე ატარებდა. იგი რამდენჯერმე საიდუმლოდ დაკრძალეს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში. გენიოსის სხეულმა მოსვენება სიკვდილიდან მხოლოდ 56 წლის შემდეგ შეძლო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს