"დებილი მგონია თავი, როდესაც ამ კითხვას კიდევ ერთხელ მისვამენ" - ხიდაშელი საკადრო ცვლილებებსა და "თავისუფალ დემოკრატებზე"

"დებილი მგონია თავი, როდესაც ამ კითხვას კიდევ ერთხელ მისვამენ" - ხიდაშელი საკადრო ცვლილებებსა და "თავისუფალ დემოკრატებზე"

რაც ამ დროისთვის ვიცით, სრულიად საკმარისია იმის სათქმელად, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება, - აღნიშნული განცხადებას ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელმა გააკეთა.

"პარლამენტის საგაზაფხულო სესია იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებით – დასანიშნია უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე. სხვა რომ არაფერი ხდებოდეს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა? გარდა ამისა, დასანიშნი არიან უზენაესი სასამართლო მოსამართლეები, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ვაკანსიაა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, შესაძლოა ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ეს რაც უკვე ვიცით, სრულიად საკმარისია ვთქვათ, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, საკადრო გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე მყოფ "თავისუფალ დემოკრატებს" შეეხოთ, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ კითხვას პრინციპულად არ უპასუხებს.

"ამ თემაზე პრინციპულად აღარ გავაკეთებ კომენტარს. დებილი მგონია თავი, როდესაც ამ კითხვას კიდევ ერთხელ მისვამენ. უკვე ასჯერ მაქვს პასუხი გაცემული და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაგებული ექნება, ხოლო ვისაც არ უნდა გაიგოს, მაინც ვერ გაიგებს - თუკი ვინმე ასეთ რამეს გეგმავს, კითხვა მას დაუსვით. ჩემი აზრი და პოზიცია ცნობილია ", - აღნიშნა ხიდაშელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა