სამტრედიის რაიონის სოფელ გამოჩინებულში გზა და ტრანსპორტი არ არის, სკოლა და ბიბლიოთეკა კი გაუქმებულია. სოფელს ადგილობრივი მოსახლეობა ტოვებს.
"სოფელი, სადაც ერთ დროს 800-მდე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს ფაქტობრივად, დაცლილია. ის სახლები, სადაც ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ, მიტოვებულია და იქ სარეველა ბალახებია ამოსული. თუ გზა არ გაკეთდა, საქართველოს სოფლებს კიდევ ერთი დაცლილი სოფელი შეემატება" - ამბობენ ადგილობრივები.