ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო რუსულ სამხედრო ბაზაზე რჩება

ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო რუსულ სამხედრო ბაზაზე რჩება

სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ვალერი პერმიაკოვი რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება და საზოგადოებრივი დამცველი ჰყავს. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ადვოკატთა პალატის პრესსპიკერმა, აიკ აკოფიანმა განაცხადა, თუმცა უფლებადამცველის ვინაობის დასახელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ამასთან, დეპუტატ მართუნ გრიგორიანის ინფორმაციით, ავეტისიანის ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული რუსი სამხედრო ამ დრომდე გიუმრიში იმყოფება. გრიგორიანის თქმით, მან პირადად ნახა ვალერი პერმიაკოვი 102-ე სამხედრო ბაზაზე.

რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს. როგორც რუსულმა, ისე სომხურმა მხარემ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პერმიაკოვის საქმეს რუსული მხარე განიხილავს. ამ გადაწყვეტილებამ და ეჭვმიტანილის დაუკავებლობამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეებმა პროტესტი რუსეთის საკონსულოსთან გამოხატეს. აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა, რომლის დროსაც 15-მდე ადამიანი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე

"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის