"ოსკარის" ნომინანტი რუსი რეჟისორის ფილმი "ლევიათანი" მურმანსკის ოლქში აკრძალეს

"ოსკარის" ნომინანტი რუსი რეჟისორის ფილმი "ლევიათანი" მურმანსკის ოლქში აკრძალეს

მურმანსკის ოლქში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის სკანდალური ფილმის "ლევიათანის" ჩვენება აკრძალა. "აკრძალვის გადაწყვეტილება გუბერნატორმა მარინა ვასილევნა კოვტუნმა მიიღო. გუბერნატორი უკმაყოფილო დარჩა, თუ როგორ არის ფილმში ნაჩვენები ჩრდილოეთის ხალხის ცხოვრება", - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო FlashNord.

გარდა ამისა, კინოს ჩვენებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია, მურმანსკის ოლქის ყველა კინოთეატრს მიუვიდა. ”ალბათ უარი უნდა ვთქვათ ფილმის გაშვებაზე, არავის სურს ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდეს”,- აცხადებს ერთ-ერთი კინოთეატრის მფლობელი.

თავის მხრივ, გუბერნატორის პრესმდივანმა დენის პუშინმა უარყო ხმები კინოთეატრებში ფილმის აკრძალვასთან დაკავშირებით.

"განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ფილმისგან არ დამრჩა. ჩვენ აქ ყველანი ლოთები ვართ და საკუთარ ნაგავსაყრელში ვცხოვრობთ. ესთეტიკური თვალსაზრისით, მე წინააღმდეგი ვარ ამ ფილმის ჩვენების, საერთოდ არ ვიცი, ვინ უნდა უყუროს ამ ფილმს", - განაცხადა ტერიბერკის დასახლების (სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა) ხელმძღვანელმა ტატიანა ტრუბილინამ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება