სომხეთის ქალაქ გიუმრიში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, დაახლოებით, 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო "ნიუსარმენია" იუწყება. დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია. მომიტინგეები, რომლებმაც გუშინ საღამოს პროტესტი რუსეთის საკონსულოსთან გამოხატეს, სომხეთისთვის იმ რუსი სამხედრო მოსამსახურის გადაცემას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.