მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი
მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი

მო­დელ­მა თათა ქენ­ქა­ძემ ნიშ­ნო­ბის დღე­ე­ბი მალ­დი­ვი­ზე გა­ა­ტა­რა და ახა­ლი ლა­მა­ზი ბუდე ვა­კე­ში მო­ი­წყო. ბედ­ნი­ერ წყვილს შინ ვეს­ტუმ­რეთ.

თათა:

- ერ­თმა­ნე­თი 6 წლის წინ გა­ვი­ცა­ნით. ჩემი გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის მე­ზო­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი მე­გო­ბა­რი ლა­შას კლა­სე­ლი იყო და სწო­რედ მის ერთ-ერთ და­ბა­დე­ბის დღე­ზე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. დღემ­დე არ ვა­ღი­ა­რებ­დი, მაგ­რამ თქვენ გა­მო­გი­ტყდე­ბით, რომ პირ­ვე­ლად მე მივ­წე­რე (იცი­ნის). ლაშა ჯერ ინ­გლის­ში, მერე - ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და - ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რის­გან ვი­ცო­დი. ამ ადა­მი­ა­ნით და­ვინ­ტე­რეს­დი და მივ­წე­რე. თუმ­ცა, შეხ­ვედ­რა­ზე არ ვთან­ხმდე­ბო­დი, ვაწ­ვა­ლებ­დი. თან, თვი­თონ ვუ­გეგ­მავ­დი: დღეს არა, ხვალ გნა­ხავ-მეთ­ქი, მერე გა­და­უ­დე­ბელ საქ­მე­ებს ვი­მი­ზე­ზებ­დი და არ მივ­დი­ო­დი (იცი­ნი­ან). ერთი წლის შემ­დეგ კი შევ­ხვდი.

- ლაშა, არ ბრაზ­დე­ბო­დი, თათა ასე რომ გე­თა­მა­შე­ბო­და?

- ვბრაზ­დე­ბო­დი, მაგ­რამ წყე­ნა მალე მა­ვი­წყდე­ბა. მაქ­სი­მუმ, 5-10 წუთი ვბუ­ზღუ­ნებ­დი ალ­ბათ.

თათა:

- ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ დღე­ზე დიდ­ხანს არ გავ­ბუ­ტულ­ვართ და ეს ლა­შას დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ლაშა:

- მე თბი­ლი, რბი­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს, ეს კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავად­მყო­ფია (იცი­ნი­ან). მა­გა­ლი­თად, ტან­საც­მე­ლე­ბის ყიდ­ვის მა­ნი­ა­კი ანუ შო­პოჰო­ლი­კია. ყო­ველ­დღე რა­ღაც რომ არ იყი­დოს, არ შე­უძ­ლია. ასეთ დროს ჩხუ­ბობს, ბრა­ზობს.

თათა:

- "ბესთ მო­დე­ლი" რომ გავ­ხდი, ლა­შამ დე­და­მი­სი გა­მაც­ნო... დე­დი­სერ­თა ვარ, მშობ­ლე­ბი რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ და არ მოს­წონ­დათ ლაშა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მიშ­ლიდ­ნენ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი

მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი

მოდელმა თათა ქენქაძემ ნიშნობის დღეები მალდივიზე გაატარა და ახალი ლამაზი ბუდე ვაკეში მოიწყო. ბედნიერ წყვილს შინ ვესტუმრეთ.

თათა:

- ერთმანეთი 6 წლის წინ გავიცანით. ჩემი გამზრდელი ბებიის მეზობელი და შესაბამისად, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ლაშას კლასელი იყო და სწორედ მის ერთ-ერთ დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. დღემდე არ ვაღიარებდი, მაგრამ თქვენ გამოგიტყდებით, რომ პირველად მე მივწერე (იცინის). ლაშა ჯერ ინგლისში, მერე - ამერიკაში სწავლობდა - ეს ყველაფერი მეგობრისგან ვიცოდი. ამ ადამიანით დავინტერესდი და მივწერე. თუმცა, შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი, ვაწვალებდი. თან, თვითონ ვუგეგმავდი: დღეს არა, ხვალ გნახავ-მეთქი, მერე გადაუდებელ საქმეებს ვიმიზეზებდი და არ მივდიოდი (იცინიან). ერთი წლის შემდეგ კი შევხვდი.

- ლაშა, არ ბრაზდებოდი, თათა ასე რომ გეთამაშებოდა?

- ვბრაზდებოდი, მაგრამ წყენა მალე მავიწყდება. მაქსიმუმ, 5-10 წუთი ვბუზღუნებდი ალბათ.

თათა:

- ექვსი წლის განმავლობაში ერთ დღეზე დიდხანს არ გავბუტულვართ და ეს ლაშას დამსახურებაა.

ლაშა:

- მე თბილი, რბილი ხასიათი მაქვს, ეს კი ჩვეულებრივი ავადმყოფია (იცინიან). მაგალითად, ტანსაცმელების ყიდვის მანიაკი ანუ შოპოჰოლიკია. ყოველდღე რაღაც რომ არ იყიდოს, არ შეუძლია. ასეთ დროს ჩხუბობს, ბრაზობს.

თათა:

- "ბესთ მოდელი" რომ გავხდი, ლაშამ დედამისი გამაცნო... დედისერთა ვარ, მშობლები რაღაც სხვანაირად მიფრთხილდებოდნენ და არ მოსწონდათ ლაშა, მასთან ურთიერთობას მიშლიდნენ.

განაგრძეთ კითხვა

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"