სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სა­სა­მარ­თლომ ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის ბრალ­დე­ბულს 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 109-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ფრი­დონ არჩვა­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ფრი­დონ არჩვა­ძეს 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2014 წლის 22 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ფრი­დონ არჩვა­ძემ ყო­ფილ მე­უღ­ლეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მოკ­ვლის მიზ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ხმლით მო­აჭ­რა თი­თი­სა და ყუ­რის ნა­წი­ლე­ბი, გა­და­უჭ­რა მუხ­ლი, ჩა­უმტვრია კო­ჭის ძვა­ლი და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში, მათ შო­რის თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ფრი­დონ არჩვა­ძე 25 აპ­რილს და­კა­ვეს, მას აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე

ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ფრიდონ არჩვაძე დამნაშავედ ცნო. ფრიდონ არჩვაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობისა და შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით განსაკუთრებული სისასტიკით, ხმლით მოაჭრა თითისა და ყურის ნაწილები, გადაუჭრა მუხლი, ჩაუმტვრია კოჭის ძვალი და სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. სამართალდამცავებმა ფრიდონ არჩვაძე 25 აპრილს დაკავეს, მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ