მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი სიკვდილს ებრძვის"
"ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი სიკვდილს ებრძვის"

"ეს მთრვა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ხან ვის მი­ად­გე­ბი­ან, ხან - ვის. ზოგს საჭ­მე­ლი უნდა, ზოგი პირ­და­პირ არაყს ითხოვს."

სომ­ხე­თის ქა­ლაქ გი­უმ­რი­ში, რუს­მა ჯა­რის­კაც­მა ავე­ტი­სი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის 6 წევ­რი, მათ შო­რის 2 წლის გო­გო­ნა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღით და­ცხრი­ლა. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა 6 თვის ჩვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ერე­ვა­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ექი­მე­ბი მის მდგო­მა­რე­ო­ბას უმ­ძი­მე­სად აფა­სე­ბენ... ჩვენ გი­ურ­მის მა­ცხოვ­რე­ბელ რო­ბერტ მარ­ტი­რო­სი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა... მისი თქმით, გი­უმ­რის რუ­სულ ბა­ზა­ზე მომ­სა­ხუ­რე რი­გი­თი 18 წლის ვა­ლე­რი პერ­მი­ა­კოვ­მა მას შემ­დეგ, რაც ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა, ავ­ტო­მა­ტი და სამ­ხედ­რო ფორ­მა ად­გილ­ზე და­ტო­ვა, ქა­ლაქ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მლით გა­ვი­და და მი­ი­მა­ლა. ის სომ­ხეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდარ­მა ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია, ქა­ლაქ­ში დრო­ე­ბით და­ხუ­რეს სკო­ლე­ბი და ბა­ღე­ბი. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წილ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი არ წყდე­ბა...

რო­ბერტ მარ­ტი­რო­სი­ა­ნი:

- მთე­ლი ქა­ლა­ქი და ქვე­ყა­ნა შოკ­შია... რო­გორც ირ­კვე­ვა, ის რუსი ჯა­რის­კა­ცი თვით­ნე­ბუ­რად გა­მო­ვი­და თა­ვის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან და ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ქა­ლაქ­ში გა­სე­ირ­ნე­ო­ბა გა­და­წყვი­ტა. შემ­დეგ კი, დი­ლის 6 სა­ა­თის­თვის ამ სა­ცო­დავ ოჯახს მი­ად­გა. ისი­ნი, ე.წ იტა­ლი­უ­რი ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ, კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნე­ბია, - ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი გა­მო­სუ­ლა და ჯა­რის­კაცს უთხო­ვია, - წყალს თუ და­მა­ლე­ვი­ნებ­თო... რო­დე­საც მას­პინ­ძე­ლი წყლის გა­მო­სა­ტა­ნად მიტ­რი­ალ­და, ეს სახ­ლში შე­ვარ­დნი­ლა და ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნია... ღა­რი­ბი ოჯა­ხი იყო და ვიწ­როდ ცხოვ­რობ­დნენ ის სა­ცო­და­ვე­ბი, ეტყო­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ერთ ოთახ­ში ეძი­ნა, მოკ­ლედ, ავ­ტო­მა­ტის ჯერი ლო­გინ­ში მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნებ­ზე მი­უშ­ვია. 6 და­უ­ხო­ცავს და მეშ­ვი­დე, 6 თვის ბავ­შვზეც ავ­ტო­მა­ტი გა­და­ა­ტა­რა... ავ­ტო­მა­ტით და­ცხრი­ლუ­ლი ექ­ვსი თვის ჩვი­ლი ისევ სიკ­ვდილს ებ­რძვის. სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო კად­რე­ბი, ერთ-ერთს საბ­ნის გა­და­ფა­რე­ბა მო­უს­წრია, ნა­ხე­ვარ­ზე ჰქონ­და წა­ფა­რე­ბუ­ლი...

- ამ სი­სას­ტი­კის მო­ტი­ვი რა იყო, ძარ­ცვა?

- ავე­ტი­სი­ა­ნე­ბის სახ­ლი­დან 2 ათა­სი დრა­მი აქვს წა­ღე­ბუ­ლი. დრო­ის გა­ტა­რე­ბა მინ­და და ფული არ მქონ­დაო, უთ­ქვამს... ეს ოჯა­ხი, რო­გორც გი­თხა­რით, ძა­ლი­ან ხელ­მომ­ჭირ­ნედ ცხოვ­რობს. ავე­ტი­სი­ა­ნე­ბის მა­მა­კა­ცე­ბი ზა­ფხუ­ლო­ბით რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში მი­დი­ოდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ, რათა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ყო­ფი თან­ხა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ. არ ვიცი, რო­გორ მი­აგ­ნო, მოკ­ლედ, რაც იპო­ვა, წა­უ­ღია. სა­ნამ მე­ზობ­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ, სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, გა­იქ­ცა...

6 თვის პა­ტა­რა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ექი­მე­ბი სა­ი­მე­დოს ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ. ასე­თი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და და რუ­სე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ნორ­მა­ლუ­რად არც კი გა­ა­შუ­ქეს. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზის 102-ე ნა­წი­ლი, ქა­ლაქ გი­უმ­რი­შია და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც საკ­მა­ოდ ხში­რია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მოს­კოვ­ში დრო­ე­ბით მცხოვ­რებ­მა სო­მეხ­მა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით შე­ვარ­და მან­ქა­ნით ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, უნდა გე­ნე­ხათ, მა­შინ რა ის­ტე­რი­კა­ში იყ­ვნენ რუ­სუ­ლი თუ ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, - ამით იწყე­ბო­და და სრულ­დე­ბო­და ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა. კი ბა­ტო­ნო, ტრა­გე­დი­აა და სა­ში­ნე­ლე­ბაა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ ამ გა­რე­წარ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ხო­ცა მთე­ლი ოჯა­ხი და რომ არა ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, კრინ­ტსაც არ დაძ­რავ­დნენ.

- რა ხდე­ბა ახლა გი­უმ­რი­ში?

- რუ­სე­თის 102-ე სამ­ხედ­რო ნა­წილ­თან მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. ხალ­ხი ითხოვს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ად­გი­ლობ­რივ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­სა­მარ­თლოს. ისი­ნი კი ამ­ბო­ბენ, რომ მას სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლო მი­ხე­დავს. ჩვენ გვინ­და მკვლე­ლი შე­სა­ბა­მი­სად, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ი­სა­ჯოს, რათა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ გან­მე­ორ­დეს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი სიკვდილს ებრძვის"

"ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი სიკვდილს ებრძვის"

"ეს მთრვალი ჯარისკაცები, ხან ვის მიადგებიან, ხან - ვის. ზოგს საჭმელი უნდა, ზოგი პირდაპირ არაყს ითხოვს."

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა, ავტომატური იარაღით დაცხრილა. სასწაულებრივად გადარჩა 6 თვის ჩვილი, რომელიც ამჟამად ერევანის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას უმძიმესად აფასებენ... ჩვენ გიურმის მაცხოვრებელ რობერტ მარტიროსიანს დავუკავშირდით, რომელიც შემთხვევის შესახებ გვიყვება... მისი თქმით, გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე რიგითი 18 წლის ვალერი პერმიაკოვმა მას შემდეგ, რაც ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ავტომატი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, ქალაქში სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა და მიიმალა. ის სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს.

მომხდარმა ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია, ქალაქში დროებით დახურეს სკოლები და ბაღები. რუსეთის სამხედრო ნაწილთან საპროტესტო აქციები არ წყდება...

რობერტ მარტიროსიანი:

- მთელი ქალაქი და ქვეყანა შოკშია... როგორც ირკვევა, ის რუსი ჯარისკაცი თვითნებურად გამოვიდა თავის სამხედრო ნაწილიდან და ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა ქალაქში გასეირნეობა გადაწყვიტა. შემდეგ კი, დილის 6 საათისთვის ამ საცოდავ ოჯახს მიადგა. ისინი, ე.წ იტალიური ტიპის დასახლებაში ცხოვრობდნენ, კარზე დაუკაკუნებია, - ოჯახის ერთ-ერთი წევრი გამოსულა და ჯარისკაცს უთხოვია, - წყალს თუ დამალევინებთო... როდესაც მასპინძელი წყლის გამოსატანად მიტრიალდა, ეს სახლში შევარდნილა და ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნია... ღარიბი ოჯახი იყო და ვიწროდ ცხოვრობდნენ ის საცოდავები, ეტყობა რამდენიმე ადამიანს ერთ ოთახში ეძინა, მოკლედ, ავტომატის ჯერი ლოგინში მძინარე ადამიანებზე მიუშვია. 6 დაუხოცავს და მეშვიდე, 6 თვის ბავშვზეც ავტომატი გადაატარა... ავტომატით დაცხრილული ექვსი თვის ჩვილი ისევ სიკვდილს ებრძვის. საშინელი სანახავი იყო კადრები, ერთ-ერთს საბნის გადაფარება მოუსწრია, ნახევარზე ჰქონდა წაფარებული...

- ამ სისასტიკის მოტივი რა იყო, ძარცვა?

- ავეტისიანების სახლიდან 2 ათასი დრამი აქვს წაღებული. დროის გატარება მინდა და ფული არ მქონდაო, უთქვამს... ეს ოჯახი, როგორც გითხარით, ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობს. ავეტისიანების მამაკაცები ზაფხულობით რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მიდიოდნენ სამუშაოდ, რათა წლის განმავლობაში სამყოფი თანხა შეეგროვებინათ. არ ვიცი, როგორ მიაგნო, მოკლედ, რაც იპოვა, წაუღია. სანამ მეზობლები გამოცვივდნენ, სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს, გაიქცა...

6 თვის პატარა საბედნიეროდ, ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაშია. ექიმები საიმედოს ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ. ასეთი უბედურება მოხდა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ნორმალურად არც კი გააშუქეს. რუსეთის სამხედრო ბაზის 102-ე ნაწილი, ქალაქ გიუმრიშია და ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია. რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში დროებით მცხოვრებმა სომეხმა, რომელიც შემთხვევით შევარდა მანქანით ერთ-ერთ დაწესებულებაში და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, უნდა გენეხათ, მაშინ რა ისტერიკაში იყვნენ რუსული თუ ჩვენი ტელევიზიები, - ამით იწყებოდა და სრულდებოდა ყველა საინფორმაციო გამოშვება. კი ბატონო, ტრაგედიაა და საშინელებაა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ამ გარეწარმა მიზანმიმართულად დახოცა მთელი ოჯახი და რომ არა ასეთი აქტიურობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, კრინტსაც არ დაძრავდნენ.

- რა ხდება ახლა გიუმრიში?

- რუსეთის 102-ე სამხედრო ნაწილთან მრავალათასიანი აქციები იმართება. ხალხი ითხოვს, რომ ეჭვმიტანილი ადგილობრივმა სასამართლომ გაასამართლოს. ისინი კი ამბობენ, რომ მას სამხედრო სასამართლო მიხედავს. ჩვენ გვინდა მკვლელი შესაბამისად, სამაგალითოდ დაისაჯოს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია