მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი გოჩა ჭაბუკაიძე და უცნობი ისტორია, თუ როგორ შეცვალა ოთო ნემსაძემ მისი ცხოვრება
"ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი გოჩა ჭაბუკაიძე და უცნობი ისტორია, თუ როგორ შეცვალა ოთო ნემსაძემ მისი ცხოვრება

"ნი­ჭი­ე­რი" დას­რულ­და, თუმ­ცა შოუმ მა­ყუ­რე­ბელს არა­ერ­თი აღ­მო­ჩე­ნა და­უ­ტო­ვა. არა­ვინ იცის, შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ თუ არა ისი­ნი პო­პუ­ლა­რო­ბას სა­მო­მავ­ლოდ, თუმ­ცა იმ სა­ხალ­ხო აღი­ა­რე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც მათ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვეს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­მო­მავ­ლოდ მეტი პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ, ვიდ­რე "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მო­ჩე­ნამ­დე.

მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ კონ­კურ­სან­ტე­ბი მა­ნამ­დე, ვიდ­რე ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, ან რო­გორ აღ­მოჩ­დნენ "ნი­ჭი­ე­რის" შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მომ­ღე­რალ გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძის შო­უ­ში მოხ­ვედ­რა მომ­ღე­რალ ოთო ნემ­სა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"გოჩა გა­ვი­ცა­ნი შემ­თხვე­ვით რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რის ქორ­წილ­ში. მი­ვირ­თმევ­დი შემ­წვარ ქა­თამს და ხე­ლი­დან ბარ­კა­ლი გა­მი­ვარ­და, რომ და­ი­წყო სიმ­ღე­რა. მოვტრი­ალ­დი და შო­კი­რე­ბუ­ლი დავ­რჩი. მივ­ხვდი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­თან მქონ­და საქ­მე. ვიც­ნობ­დი "ნი­ჭი­ე­რის" სამ­ზა­რე­უ­ლო­საც და შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტე, მივ­ხმა­რე­ბო­დი და და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა იმა­ში, რომ ის ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს სცე­ნა­ზე დგო­მას. მგო­ნი, გა­მო­მი­ვი­და – ის "ნი­ჭი­ე­რის" აღ­მო­ჩე­ნაა. უკე­თილ­შო­ბი­ლეს, უწე­სი­ე­რეს, უპა­ტი­ოს­ნეს ადა­მი­ან­თან გვაქვს საქ­მე და ეს ას­მა­გად და­სა­ფა­სე­ბე­ლია", - ამ­ბობს ოთო ნემ­სა­ძე ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" სა­უ­ბარ­ში.

"თბი­ლი­სე­ლებს" თა­ვად გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძეც ესა­უბ­რა. რო­გორც მე­და­ვით­ნე მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, შოუს მსვლე­ლო­ბის დროს მძი­მედ ავად­მყო­ფობ­და.

"რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, იმის მერე ლო­გინს არ მოვ­შო­რე­ბი­ვარ. ლო­გი­ნად ვარ ჩა­ვარ­დნი­ლი, სამ­ჯერ შე­მიბ­რუნ­და ვირუ­სი, მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, ხვე­ლე­ბა. ამი­ტო­მაც მე­ში­ნო­და სა­კუ­თა­რი ტემ­ბრით ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა. თუ ღმერ­თი ინე­ბებს და კი­დევ შევ­ძლებ, ჩემი ტემ­ბრით სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას, იქ ყვე­ლა­ფერს ნორ­მა­ლუ­რად ვაჩ­ვე­ნებ. სა­ნამ სცენ­ზე გა­ვი­დო­დი, ნი­კა­მაც და სხვებ­მაც და­ი­ნა­ხეს, რომ სა­ში­ნე­ლი სპაზ­მე­ბი და­მე­წყო. ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი, ღმერ­თს ვე­ვედ­რე­ბო­დი: ოღონდ სცე­ნა­ზე არ ამი­ტყდეს ხვე­ლა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი და ამან გა­მო­იწ­ვია ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჩემ­ზე იმ­ხე­ლა მად­ლი წა­მო­ვი­და, რომ მივ­ხვდი, გან­საც­დე­ლიც იქ­ნე­ბო­და. აქაც ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბა იყო დიდი: მან ინე­ბა ჩემი ამ­გვა­რი ყოფა იმის გამო, რომ მე­ო­რე, მე­სა­მე დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა, ვერ გა­და­მე­ტა­ნა. თით­ქოს შემ­ბო­ჭა, ლო­გინ­ში ჩა­მაწ­ვი­ნა: აქ გა­ი­ა­რე პო­პუ­ლა­რო­ბაო", - ამ­ბობს გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძე გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი გოჩა ჭაბუკაიძე და უცნობი ისტორია, თუ როგორ შეცვალა ოთო ნემსაძემ მისი ცხოვრება

"ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი გოჩა ჭაბუკაიძე და უცნობი ისტორია, თუ როგორ შეცვალა ოთო ნემსაძემ მისი ცხოვრება

"ნიჭიერი" დასრულდა, თუმცა შოუმ მაყურებელს არაერთი აღმოჩენა დაუტოვა. არავინ იცის, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი პოპულარობას სამომავლოდ, თუმცა იმ სახალხო აღიარების ფონზე, რომელიც მათ სატელევიზიო შოუს წყალობით მოიპოვეს, შეიძლება ითქვას, რომ სამომავლოდ მეტი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე "ნიჭიერში" გამოჩენამდე.

მკითხველისთვის საინტერესოა, თუ რას საქმიანობდნენ კონკურსანტები მანამდე, ვიდრე ტელეეკრანზე გამოჩნდებოდნენ, ან როგორ აღმოჩდნენ "ნიჭიერის" შესარჩევ კონკურსზე. როგორც აღმოჩნდა, მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის შოუში მოხვედრა მომღერალ ოთო ნემსაძის დამსახურებაა.

"გოჩა გავიცანი შემთხვევით რესტორანში, მეგობრის ქორწილში. მივირთმევდი შემწვარ ქათამს და ხელიდან ბარკალი გამივარდა, რომ დაიწყო სიმღერა. მოვტრიალდი და შოკირებული დავრჩი. მივხვდი, ძალიან ნიჭიერ ადამიანთან მქონდა საქმე. ვიცნობდი "ნიჭიერის" სამზარეულოსაც და შესაბამისად, გადავწყვიტე, მივხმარებოდი და დამერწმუნებინა იმაში, რომ ის ნამდვილად იმსახურებს სცენაზე დგომას. მგონი, გამომივიდა – ის "ნიჭიერის" აღმოჩენაა. უკეთილშობილეს, უწესიერეს, უპატიოსნეს ადამიანთან გვაქვს საქმე და ეს ასმაგად დასაფასებელია", - ამბობს ოთო ნემსაძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში.

"თბილისელებს" თავად გოჩა ჭაბუკაიძეც ესაუბრა. როგორც მედავითნე მომღერალი ამბობს, შოუს მსვლელობის დროს მძიმედ ავადმყოფობდა.

"რაც პოპულარული გავხდი, იმის მერე ლოგინს არ მოვშორებივარ. ლოგინად ვარ ჩავარდნილი, სამჯერ შემიბრუნდა ვირუსი, მაღალი სიცხეები, ხველება. ამიტომაც მეშინოდა საკუთარი ტემბრით ხალხის წინაშე გამოსვლა. თუ ღმერთი ინებებს და კიდევ შევძლებ, ჩემი ტემბრით სცენაზე გამოსვლას, იქ ყველაფერს ნორმალურად ვაჩვენებ. სანამ სცენზე გავიდოდი, ნიკამაც და სხვებმაც დაინახეს, რომ საშინელი სპაზმები დამეწყო. ძალიან ცუდად გავხდი, ღმერთს ვევედრებოდი: ოღონდ სცენაზე არ ამიტყდეს ხველა-მეთქი. ძალიან ვღელავდი და ამან გამოიწვია ალბათ ყველაფერი. პირველი გამოსვლის შემდეგ ჩემზე იმხელა მადლი წამოვიდა, რომ მივხვდი, განსაცდელიც იქნებოდა. აქაც ღვთის განგებულება იყო დიდი: მან ინება ჩემი ამგვარი ყოფა იმის გამო, რომ მეორე, მესამე დღეს ძალიან პოპულარული ვიყავი, ადამიანური სისუსტეების გამო შეიძლება, ვერ გადამეტანა. თითქოს შემბოჭა, ლოგინში ჩამაწვინა: აქ გაიარე პოპულარობაო", - ამბობს გოჩა ჭაბუკაიძე გამოცემასთან ინტერვიუში.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?