პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა - 5 ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე
რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა - 5 ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე

ეს Mazda 2 ზუს­ტად 9 წელი მემ­სა­ხუ­რა და უკვე დროა, რომ გავ­ყი­დო. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმი­სათ­ვის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ყიდ­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი ვნა­ხოთ? წარ­წე­რი­ა­ნი ფურ­ცლის უკა­ნა მი­ნა­ზე დაკ­ვრა და გა­ზეთ­ში გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია. დღეს მან­ქა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ინ­ტერ­ნე­ტით იყი­დე­ბა. რო­გორ მი­ვი­ღოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი? გა­გაც­ნობთ ხუთ ნა­ბიჯს.

1. მო­ამ­ზა­დეთ გა­სა­ყი­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი

ძარა: ავ­ტო­მო­ბი­ლის სი­სუფ­თა­ვეს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მან­ქა­ნა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნდა გა­რე­ცხოთ

სი­სუფ­თა­ვის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა! ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, თვა­ლი ყი­დუ­ლობ­სო... გა­რე­ცხეთ გა­სა­ყი­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი და გა­უ­კე­თეთ მას პო­ლი­რე­ბა. ძარა უნდა ბრწყი­ნავ­დეს, რად­გან პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ხში­რად გა­დამ­წყვე­ტია. შემ­დეგ გაწ­მინ­დეთ ინ­ტე­რი­ე­რი, ჩა­უ­ტა­რეთ ქიმ­წმენ­და სა­ვარ­ძლებს, შა­ლი­თებს და ხა­ლი­ჩებს. ასე­ვე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნდა გაწ­მინ­დოთ ძრა­ვა და მისი მი­და­მო­ე­ბიც. კა­პო­ტქვეშ ფოთ­ლის ნაგ­ლე­ჯიც კი არ უნდა იყოს. არ და­გა­ვი­წყდეთ სა­ბარ­გუ­ლის გა­სუფ­თა­ვე­ბაც. ვი­საც ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და­ე­ზა­რე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 100-150 ლა­რად (გა­აჩ­ნია ჭუ­ჭყს) ავ­ტო­მო­ბილს გა­უკ­რი­ა­ლე­ბენ, პო­ლი­რე­ბის ფასი კი ყველ­გან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია.

სა­ლო­ნი: ინ­ტე­რი­ე­რის სი­სუფ­თა­ვეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მან­ქა­ნა­ში უნდა იყოს იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე და არ უნდა იყოს ცუდი სუნი

2. ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა

ინ­ტერ­ნეტ­ში ათა­სო­ბით გან­ცხა­დე­ბას ნა­ხავთ, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბია ისე­თი, რო­გო­რიც უნდა იყოს. ავ­ტო­მო­ბი­ლი ფონ­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი უნდა იყოს. უმ­ჯო­ბე­სია, კარგ ამინ­დში და დღის შუქ­ზე გა­და­ღე­ბა. კარ­გად და­აკ­ვირ­დით: შე­იძ­ლე­ბა, მან­ქა­ნა მარ­ცხნი­დან უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ვიდ­რე მარ­ჯვნი­დან. არ და­გა­ვი­წყდეთ დე­ტა­ლე­ბის ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭდ­ვა: გა­და­ი­ღეთ კოკპი­ტი, სა­ლო­ნი, სა­ვარ­ძლე­ბი. გა­და­უ­ღეთ ფოტო ყვე­ლა­ფერს, რა­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის კარგ ატ­რი­ბუ­ტად მი­იჩ­ნევთ. უმ­ჯო­ბე­სია, გა­და­ი­ღოთ ზედ­მე­ტად ბევ­რი, ვიდ­რე ცოტა ფოტო. აღ­ბეჭ­დეთ ნა­კაწ­რე­ბიც - პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი ასეთ გუ­ლახ­დი­ლო­ბას ყო­ველ­ვის აფა­სებს. ეს ნდო­ბას იწ­ვევს, თქვენ კი, რო­გორც გამ­ყიდ­ველს, ნდო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გჭირ­დე­ბათ!

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა - 5 ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე

რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა - 5 ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე

ეს Mazda 2 ზუსტად 9 წელი მემსახურა და უკვე დროა, რომ გავყიდო. როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ ავტომობილის გაყიდვით მაქსიმალური სარგებელი ვნახოთ? წარწერიანი ფურცლის უკანა მინაზე დაკვრა და გაზეთში განცხადების გამოქვეყნება მოძველებული საშუალებებია. დღეს მანქანების უმეტესობა ინტერნეტით იყიდება. როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი? გაგაცნობთ ხუთ ნაბიჯს.

1. მოამზადეთ გასაყიდი ავტომობილი

ძარა: ავტომობილის სისუფთავეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მანქანა საფუძვლიანად უნდა გარეცხოთ

სისუფთავის გარეშე არაფერი გამოვა! ხომ გაგიგონიათ, თვალი ყიდულობსო... გარეცხეთ გასაყიდი ავტომობილი და გაუკეთეთ მას პოლირება. ძარა უნდა ბრწყინავდეს, რადგან პირველი შთაბეჭდილება ხშირად გადამწყვეტია. შემდეგ გაწმინდეთ ინტერიერი, ჩაუტარეთ ქიმწმენდა სავარძლებს, შალითებს და ხალიჩებს. ასევე საფუძვლიანად უნდა გაწმინდოთ ძრავა და მისი მიდამოებიც. კაპოტქვეშ ფოთლის ნაგლეჯიც კი არ უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ საბარგულის გასუფთავებაც. ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება დაეზარება, დაახლოებით 100-150 ლარად (გააჩნია ჭუჭყს) ავტომობილს გაუკრიალებენ, პოლირების ფასი კი ყველგან სხვადასხვანაირია.

სალონი: ინტერიერის სისუფთავეც მნიშვნელოვანია. მანქანაში უნდა იყოს იდეალური სისუფთავე და არ უნდა იყოს ცუდი სუნი

2. ფოტოების გადაღება

ინტერნეტში ათასობით განცხადებას ნახავთ, მაგრამ მხოლოდ ერთეულების ფოტოებია ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ავტომობილი ფონზე გამოკვეთილი უნდა იყოს. უმჯობესია, კარგ ამინდში და დღის შუქზე გადაღება. კარგად დააკვირდით: შეიძლება, მანქანა მარცხნიდან უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე მარჯვნიდან. არ დაგავიწყდეთ დეტალების ფოტოებზე აღბეჭდვა: გადაიღეთ კოკპიტი, სალონი, სავარძლები. გადაუღეთ ფოტო ყველაფერს, რასაც მნიშვნელოვნად და თქვენი ავტომობილის კარგ ატრიბუტად მიიჩნევთ. უმჯობესია, გადაიღოთ ზედმეტად ბევრი, ვიდრე ცოტა ფოტო. აღბეჭდეთ ნაკაწრებიც - პოტენციური მყიდველი ასეთ გულახდილობას ყოველვის აფასებს. ეს ნდობას იწვევს, თქვენ კი, როგორც გამყიდველს, ნდობა ყველაზე მეტად გჭირდებათ!

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია