პარტნიორები:

    დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

    დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

    დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

    "საკონსულომ მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე არის გარდაცვლილი. დავუკავშირდით ოჯახს, შევთავაზეთ, სჭირდებოდათ თუ არა დახმარება გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ არ არის საჭირო და ისინი თავად მიხედავენ ამ საქმეს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    ამასთან, უწყებაში არ აქვთ ინფორმაცია გადმოასვენეს თუ არა გარდაცვლილი საქართველოში.

    გარდაცვლილი შალვა ბუხაიძეა. მისი დაღუპვის შესახებ საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია 6 იანვარს შევიდა. გარდაცვალების სავარაუდო ადგილად დონეცსკი დასახელდა.

    ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

    დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

    ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია