პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე ვარ ლეგენდა - ისტორიაში შესული მარტოხელა მოგზაურები
მე ვარ ლეგენდა - ისტორიაში შესული მარტოხელა მოგზაურები

მარ­ტო­ხე­ლა მოგ­ზა­უ­რე­ბი და უც­ნო­ბი გმი­რე­ბი. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ოფი­სის კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ვარ­ძე­ლი იალ­ქნე­ბის ხმა­ურ­ში, ფან­ჯრის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი პე­ი­ზა­ჟი კი - პო­ლა­რულ ცი­ალ­ზე გაც­ვა­ლეს. ამ არა­ორ­დი­ნა­რულ­მა და გა­ბე­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად აირ­ჩი­ეს.

თო­მას სტი­ვენ­სი

1884 წლის 22 აპ­რილს სან-ფრან­ცის­კო­ე­ლი მუშა თო­მას სტი­ვენ­სი სა­კუ­თარ ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­და და უც­ნო­ბი სამ­ყა­როს აღ­მო­სა­ჩე­ნად გა­ე­შუ­რა. სულ მალე სტი­ვენ­სი და მისი ორ­თვლი­ა­ნი მე­წყვი­ლე, რომ­ლის წინა ბორ­ბა­ლი უკა­ნა­ზე 5-ჯერ დიდი იყო, ის­ტო­რი­ა­ში შე­ვიდ­ნენ. მოგ­ზა­ურ­მა მო­ი­ა­რა ჩრდი­ლო ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ნა­ხე­ვა­რი, ეს­ტუმ­რა ინ­გლისს, საფ­რან­გეთს, გერ­მა­ნი­ას, ავ­სტრი­ას, უნ­გრეთს, სერ­ბეთს, ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთს. მცი­რე შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სტი­ვენ­სმა და მის­მა ვე­ლო­სი­პედ­მა მო­ი­ა­რეს სომ­ხე­თი, ირა­ნი, ერა­ყი. ზამ­თა­რი მან თე­ი­რან­ში გა­ა­ტა­რა. ციმ­ბირ­ში შეს­ვლა­ზე უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი ვე­ლო­სი­პე­დის­ტი კას­პი­ის ზღვით ინ­დო­ეთ­ში მოხ­ვდა. მისი ველო-მოგ­ზა­უ­რო­ბა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო 1886 წლის 17 დე­კემ­ბერს იო­კო­ჰა­მა­ში დას­რულ­და. მან ვე­ლო­სი­პე­დით 30,000 კმ გა­ი­ა­რა. საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი მოგ­ზა­უ­რი სან-ფრან­ცის­კო­ში დაბ­რუნ­და და სა­კუ­თარ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე წიგ­ნი და­წე­რა.

რო­ბერტ ნოქს-ჯონ­სო­ნი

თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ამ მა­ძი­ე­ბელს წყა­ლი და ზღვა ბავ­შო­ბი­დან იზი­დავ­და. სა­კუ­თა­რი ხე­ლით პირ­ვე­ლი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა მან 5 წლის ასაკ­ში ააგო. თუმ­ცა მუ­ყა­ოს ტი­ვის "სი­ცო­ცხლე" ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. სამ­ხედ­რო ფლოტ­ში სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მისი სიყ­ვა­რუ­ლი ზღვის მი­მართ გაძ­ლი­ერ­და. სა­კუ­თა­რი იახ­ტით - "სუ­ა­ჰი­ლი", ის დე­და­მი­წის გარ­შე­მო სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ემ­გზავ­რა. ჯონ­სონ­თან ერ­თად სტარ­ტი კი­დევ 8 იალ­ქნი­ან­მა გემ­მა აიღო. მაგ­რამ ფი­ნი­შამ­დე მხო­ლოდ მან მი­აღ­წია. რე­გა­ტის წე­სე­ბი მარ­ტი­ვი იყო. იახ­ტებს ეკ­რძა­ლე­ბო­დათ პორ­ტებ­ში შეს­ვლა, საკ­ვე­ბი მა­რა­გის შევ­სე­ბა და რე­მონ­ტი. 312 დღის შემ­დეგ "სუ­ა­ჰი­ლის" კა­პი­ტან­მა მი­ზანს მი­აღ­წია. ის­ტო­რი­ა­ში რო­ბერტ ჯონ­სო­ნი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც დე­და­მი­წის გარ­შე­მო შე­უ­ჩე­რებ­ლივ იცუ­რა.

რო­ბერტ გარ­სა­ი­დი

რო­ბერტ გარ­სა­იდს ანუ "მორ­ბე­ნალ ადა­მი­ანს" საქ­ვეყ­ნო დი­დე­ბა მის­მა ფე­ხებ­მა მო­უ­ტა­ნეს. კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ის პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც დე­და­მი­წის გარ­შე­მო ფე­ხით ირ­ბი­ნა. 1997 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს ბრი­ტა­ნელ­მა გერ­სა­იდ­მა ინ­დურ ნიუ დე­ლი­დან სტარ­ტი აიღო, რომ 2003 წლის 13 ივ­ნისს ისევ ამ ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მან პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ჩე­რე­ბის გა­რე­შე ექ­ვსი წელი ირ­ბი­ნა და ექ­ვსი კონ­ტი­ნენ­ტის 29 ქვე­ყა­ნა გა­ირ­ბი­ნა. 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფო­რესტ გამპმა" თით­ქმის 48,000 კმ გა­ირ­ბი­ნა და 50-ზე მეტი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა. უც­ნა­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მისი გა­ნუყ­რე­ლი მეგ­ზუ­რი ჯი­ბის კომ­პი­უ­ტე­რი იყო, რო­მელ­ზეც ის თა­ვის ნა­ბი­ჯებს არე­გის­ტრი­რებ­და. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­მა გარ­სა­ი­დის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ სამი წლის შემ­დეგ და­ა­ერ­გის­ტრი­რა.

ფი­ო­დორ კო­ნი­უ­ხო­ვი

რუს­მა ფი­ო­დორ კო­ნი­უ­ხოვ­მა თავი ზღვებ­სა და ოკე­ა­ნე­ებ­ში მარ­ტო­ხე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბით გა­ით­ქვა. მის ან­გა­რიშ­ზეა 5 მოგ­ზა­უ­რო­ბა დე­და­მი­წის გარ­შე­მო, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის 17 გა­დაკ­ვე­თა, 50-ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი სა­ზღვაო ექ­სპე­დი­ცია. ნიჩ­ბი­ა­ნი ნა­ვით ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის მარ­ტო გა­და­ცურ­ვას მან 46 დღე და 4 სა­ა­თი მო­ან­დო­მა და ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

სტიფ ფო­სე­ტი

ამ ექ­სცენ­ტრი­ულ ამე­რი­კელ მი­ლი­ო­ნერს დიდი ხნით ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა არ შე­ეძ­ლო. მსოფ­ლი­ომ მის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა რე­კორ­დე­ბის დამ­ყა­რე­ბით შე­ი­ტყო. 61 წლის ასაკ­ში ის თვითმფრი­ნავ Virgin Atlantic Global Flyer-ის კა­ბი­ნა­ში ჩაჯ­და და მარ­ტომ დე­და­მი­წას შე­მო­უფ­რი­ნა. ფრე­ნა 67 სა­ათს 2 წუთ­სა და 38 წამს გაგ­რძელ­და. ის­ტო­რი­ა­ში ეს დე­და­მი­წის გარ­შე­მო პირ­ვე­ლი ფრე­ნა იყო, რო­მე­ლიც დაჯ­დო­მი­სა და საწ­ვა­ვით გა­წყო­ბის გა­რე­შე შეს­რულ­და. ფო­სე­ტი მიღ­წე­ულ­ზე არას­დროს ჩერ­დე­ბო­და. 2006 წლის 8 თე­ბერ­ვალს ის კა­ნა­ვე­არ­ლის კონცდი­ხან აფ­რინ­და და 76 სთ-ის შემ­დეგ ინ­გლის­ში და­ეშ­ვა. ფო­სეტ­მა 41,5 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი და­ფა­რა.

2007 წლის 3 სექ­ტემ­ბერს ფო­სე­ტი ერ­თძ­რა­ვი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვით ჰა­ერ­ში უკა­ნას­კნე­ლად აფ­რინ­და. მის გვამს და თვითმფრი­ნა­ვის ფრაგ­მენ­ტებს მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ, კა­ლი­ფორ­ნი­ის მთებ­ში მი­აგ­ნეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მე ვარ ლეგენდა - ისტორიაში შესული მარტოხელა მოგზაურები

მე ვარ ლეგენდა - ისტორიაში შესული მარტოხელა მოგზაურები

მარტოხელა მოგზაურები და უცნობი გმირები. ამ ადამიანებმა ოფისის კომფორტული სავარძელი იალქნების ხმაურში, ფანჯრის მიღმა არსებული პეიზაჟი კი - პოლარულ ციალზე გაცვალეს. ამ არაორდინარულმა და გაბედულმა ადამიანებმა საკუთარი ცხოვრების სტილი დამოუკიდებლად აირჩიეს.

თომას სტივენსი

1884 წლის 22 აპრილს სან-ფრანცისკოელი მუშა თომას სტივენსი საკუთარ ველოსიპედზე დაჯდა და უცნობი სამყაროს აღმოსაჩენად გაეშურა. სულ მალე სტივენსი და მისი ორთვლიანი მეწყვილე, რომლის წინა ბორბალი უკანაზე 5-ჯერ დიდი იყო, ისტორიაში შევიდნენ. მოგზაურმა მოიარა ჩრდილო ამერიკის კონტინენტის ნახევარი, ესტუმრა ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. მცირე შესვენების შემდეგ სტივენსმა და მისმა ველოსიპედმა მოიარეს სომხეთი, ირანი, ერაყი. ზამთარი მან თეირანში გაატარა. ციმბირში შესვლაზე უარის მიღების შემდეგ, თავზეხელაღებული ამერიკელი ველოსიპედისტი კასპიის ზღვით ინდოეთში მოხვდა. მისი ველო-მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო 1886 წლის 17 დეკემბერს იოკოჰამაში დასრულდა. მან ველოსიპედით 30,000 კმ გაიარა. საქვეყნოდ ცნობილი მოგზაური სან-ფრანცისკოში დაბრუნდა და საკუთარ მოგზაურობაზე წიგნი დაწერა.

რობერტ ნოქს-ჯონსონი

თავგადასავლების ამ მაძიებელს წყალი და ზღვა ბავშობიდან იზიდავდა. საკუთარი ხელით პირველი მცურავი საშუალება მან 5 წლის ასაკში ააგო. თუმცა მუყაოს ტივის "სიცოცხლე" ხანმოკლე აღმოჩნდა. სამხედრო ფლოტში სამსახურის შემდეგ მისი სიყვარული ზღვის მიმართ გაძლიერდა. საკუთარი იახტით - "სუაჰილი", ის დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა. ჯონსონთან ერთად სტარტი კიდევ 8 იალქნიანმა გემმა აიღო. მაგრამ ფინიშამდე მხოლოდ მან მიაღწია. რეგატის წესები მარტივი იყო. იახტებს ეკრძალებოდათ პორტებში შესვლა, საკვები მარაგის შევსება და რემონტი. 312 დღის შემდეგ "სუაჰილის" კაპიტანმა მიზანს მიაღწია. ისტორიაში რობერტ ჯონსონი პირველი ადამიანია, რომელმაც დედამიწის გარშემო შეუჩერებლივ იცურა.

რობერტ გარსაიდი

რობერტ გარსაიდს ანუ "მორბენალ ადამიანს" საქვეყნო დიდება მისმა ფეხებმა მოუტანეს. კაცობრიობის ისტორიაში ის პირველი ადამიანია, რომელმაც დედამიწის გარშემო ფეხით ირბინა. 1997 წლის 20 ოქტომბერს ბრიტანელმა გერსაიდმა ინდურ ნიუ დელიდან სტარტი აიღო, რომ 2003 წლის 13 ივნისს ისევ ამ ქალაქში დაბრუნებულიყო. მან პრაქტიკულად შეჩერების გარეშე ექვსი წელი ირბინა და ექვსი კონტინენტის 29 ქვეყანა გაირბინა. 6 წლის განმავლობაში "ფორესტ გამპმა" თითქმის 48,000 კმ გაირბინა და 50-ზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი გამოიცვალა. უცნაურ მოგზაურობაში მისი განუყრელი მეგზური ჯიბის კომპიუტერი იყო, რომელზეც ის თავის ნაბიჯებს არეგისტრირებდა. საგულისხმოა, რომ გინესის რეკორდების წიგნმა გარსაიდის მიღწევა მხოლოდ სამი წლის შემდეგ დააერგისტრირა.

ფიოდორ კონიუხოვი

რუსმა ფიოდორ კონიუხოვმა თავი ზღვებსა და ოკეანეებში მარტოხელა მოგზაურობით გაითქვა. მის ანგარიშზეა 5 მოგზაურობა დედამიწის გარშემო, ატლანტიკის ოკეანის 17 გადაკვეთა, 50-ზე მეტი უნიკალური საზღვაო ექსპედიცია. ნიჩბიანი ნავით ატლანტიკის ოკეანის მარტო გადაცურვას მან 46 დღე და 4 საათი მოანდომა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სტიფ ფოსეტი

ამ ექსცენტრიულ ამერიკელ მილიონერს დიდი ხნით ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. მსოფლიომ მის შესახებ სხვადასხვა რეკორდების დამყარებით შეიტყო. 61 წლის ასაკში ის თვითმფრინავ Virgin Atlantic Global Flyer-ის კაბინაში ჩაჯდა და მარტომ დედამიწას შემოუფრინა. ფრენა 67 საათს 2 წუთსა და 38 წამს გაგრძელდა. ისტორიაში ეს დედამიწის გარშემო პირველი ფრენა იყო, რომელიც დაჯდომისა და საწვავით გაწყობის გარეშე შესრულდა. ფოსეტი მიღწეულზე არასდროს ჩერდებოდა. 2006 წლის 8 თებერვალს ის კანავეარლის კონცდიხან აფრინდა და 76 სთ-ის შემდეგ ინგლისში დაეშვა. ფოსეტმა 41,5 ათასი კილომეტრი დაფარა.

2007 წლის 3 სექტემბერს ფოსეტი ერთძრავიანი თვითმფრინავით ჰაერში უკანასკნელად აფრინდა. მის გვამს და თვითმფრინავის ფრაგმენტებს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, კალიფორნიის მთებში მიაგნეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა