სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელნაკეთი ბიბლია - ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა "პალიტრა L"-სგან
ხელნაკეთი ბიბლია - ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა "პალიტრა L"-სგან

მსოფ­ლიო დო­ნის მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი, მწერ­ლე­ბი, მე­ცი­ე­რე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი მას კა­ცობ­რი­ო­ბის უმ­თავ­რეს სა­გან­ძუ­რად აღი­ა­რე­ბენ. "ის ერ­თა­დერ­თი წიგ­ნია მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რია!", - წერ­და ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნი. ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტე­ბი კი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა სწო­რედ ბიბ­ლი­ას ეფუძ­ნე­ბა - "შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ხელ­მწი­ფო სწო­რად მარ­თო ღმერ­თი­სა და ბიბ­ლის გა­რე­შე", - ამ­ბობ­და ჯორჯ ვა­შინგტო­ნი.

ბიბ­ლია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნია მსოფ­ლი­ო­ში. იგი 500-მდე ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. მსოფ­ლი­ოს ორი­გი­ნა­ლურ გა­მო­ცე­მა­თა ნუს­ხას გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის წყა­ლო­ბით კი­დევ ერთი შე­ე­მა­ტა. "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მუ­ლი ბიბ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შე­უ­ფა­სე­ბე­ლი და ამა­ვე დროს, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა მხო­ლოდ 399 ეგ­ზემპლა­რად და­ი­ბეჭ­და. ყო­ვე­ლი წიგ­ნი უნი­კა­ლუ­რია და სა­კუ­თა­რი ნო­მე­რი აქვს. გა­მო­ცე­მას უნი­კა­ლუ­რო­ბას სძენს აგ­რეთ­ვე ის, რომ იგი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბულ მო­ვა­რა­ყე­ბულ კა­რედ­შია ჩას­მუ­ლი - 1000 გვერ­დი­ან წიგნ­ზე ყდა ხე­ლით არის გა­დაკ­რუ­ლი. ბიბ­ლი­ის ყდა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი სტე­ლე­ბი­დან, ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა შემ­კუ­ლი.

წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ 2009 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ბიბ­ლი­ის ტექ­სტის მი­ხედ­ვით მომ­ზად­და. ამას­თან, ტექ­სტი ძვირ­ფას ქა­ღალ­დზეა და­ბეჭ­დი­ლი. გა­მო­ცე­მა­ში და­ტა­ნი­ლია ხელ­ნა­წერ­თა მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ფე­რა­დი ილუსტრა­ცია.

წიგ­ნე­ბის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან გა­მო­ცე­მებ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მა­ღა­ლი დო­ნის გა­მომ­ცემ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხვე­ლის ნდო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, წიგ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ლი­მი­ტი­რე­ბულ ტი­რაჟს, სპე­ცი­ა­ლურ სა­სა­ჩუქ­რე ვერ­სი­ებს ყი­დი­ან. გა­მო­ცე­მე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არის გათ­ვლი­ლი.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი მი­იჩ­ნევ­და, რომ "ბიბ­ლია - ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც ღმერ­თმა გა­უ­კე­თა კა­ცობ­რი­ო­ბას". "რაც უფრო ადრე და­ი­წყე­ბენ ჩემი შვი­ლე­ბი ბიბ­ლის კი­თხვას, მით უფრო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რომ ისი­ნი თა­ვან­თი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან", - ამ­ბობ­და ჯონ ადამ­სი. ფი­ლო­სო­ფო­სი იმა­ნუ­ელ კან­ტი კი წმინ­და წე­რილს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას წიგ­ნად მი­იჩ­ნევ­და, რო­ე­ლიც "სა­კუ­თარ ღვთა­ებ­რივ წარ­მო­შო­ბას სა­კუ­თა­რი ში­ნა­არ­სით ადას­ტუ­რებს".

ბიბ­ლია მარ­თლაც რომ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია საყ­ვა­რე­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­ი­ა­ნის­თვის. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში დღე­ში 168 000 ადა­მი­ა­ნი ან ყი­დუ­ლობს, ან სა­ჩუქ­რად იღებს ბიბ­ლი­ას.

"პა­ლიტ­რა L"-ის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ 500 ლარი იქ­ნე­ბა. წიგ­ნი "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში", ასე­ვე სა­ეკ­ლე­სიო და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნივ­თე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" სა­მო­მავ­ლოდ, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ტი­რა­ჟით "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გა­მო­ცე­მა­საც გეგ­მავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის "50+ბიბ­ლია+49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" ფარ­გლებ­ში "პა­ლიტ­რა L"-მა 2013 წელს ბიბ­ლი­ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ტი­რა­ჟი გა­მოს­ცა. წიგ­ნის შე­ძე­ნა მსურ­ვე­ლებს 14 ლა­რად შე­ეძ­ლოთ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ხელნაკეთი ბიბლია - ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა "პალიტრა L"-სგან

ხელნაკეთი ბიბლია - ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა "პალიტრა L"-სგან

მსოფლიო დონის მოაზროვნეები, მწერლები, მეციერები და პოლიტიკური მოღვაწეები მას კაცობრიობის უმთავრეს საგანძურად აღიარებენ. "ის ერთადერთი წიგნია მთელს მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერია!", - წერდა ალექსანდრე პუშკინი. ამერიკის პრეზიდენტები კი მიიჩნევდნენ, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა სწორედ ბიბლიას ეფუძნება - "შეუძლებელია, სახელმწიფო სწორად მართო ღმერთისა და ბიბლის გარეშე", - ამბობდა ჯორჯ ვაშინგტონი.

ბიბლია ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიოში. იგი 500-მდე ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ორიგინალურ გამოცემათა ნუსხას გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის წყალობით კიდევ ერთი შეემატა. ”პალიტრა L”-ის მიერ ლიმიტირებული ტირაჟით გამოცემული ბიბლია, შეიძლება ითქვას, რომ შეუფასებელი და ამავე დროს, ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

განსაკუთრებული გამოცემა მხოლოდ 399 ეგზემპლარად დაიბეჭდა. ყოველი წიგნი უნიკალურია და საკუთარი ნომერი აქვს. გამოცემას უნიკალურობას სძენს აგრეთვე ის, რომ იგი ხელით დამზადებულ მოვარაყებულ კარედშია ჩასმული - 1000 გვერდიან წიგნზე ყდა ხელით არის გადაკრული. ბიბლიის ყდა ხელოვნების მუზეუმში დაცული სტელებიდან, ხელით შესრულებული ძველი ქართული ორნამენტებითაა შემკული.

წიგნი საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2009 წელს გამოცემული ბიბლიის ტექსტის მიხედვით მომზადდა. ამასთან, ტექსტი ძვირფას ქაღალდზეა დაბეჭდილი. გამოცემაში დატანილია ხელნაწერთა მუზეუმში დაცული ფერადი ილუსტრაცია.

წიგნების ლიმიტირებული ტირაჟით გამოცემა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში აპრობირებული პრაქტიკაა. მსოფლიოს მასშტაბით მაღალი დონის გამომცემლები, რომლებიც მკითხველის ნდობით სარგებლობენ, წიგნების სხვადასხვა ლიმიტირებულ ტირაჟს, სპეციალურ სასაჩუქრე ვერსიებს ყიდიან. გამოცემები ძვირადღირებულია და საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის არის გათვლილი.

აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მიიჩნევდა, რომ "ბიბლია - ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ღმერთმა გაუკეთა კაცობრიობას". "რაც უფრო ადრე დაიწყებენ ჩემი შვილები ბიბლის კითხვას, მით უფრო დარწმუნებული ვიქნები, რომ ისინი თავანთი ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები იქნებიან", - ამბობდა ჯონ ადამსი. ფილოსოფოსი იმანუელ კანტი კი წმინდა წერილს ყველაზე ძვირფას წიგნად მიიჩნევდა, როელიც "საკუთარ ღვთაებრივ წარმოშობას საკუთარი შინაარსით ადასტურებს".

ბიბლია მართლაც რომ საუკეთესო საჩუქარია საყვარელი და პატივსაცემი ადაიანისთვის. მაგალითად, აშშ-ში დღეში 168 000 ადამიანი ან ყიდულობს, ან საჩუქრად იღებს ბიბლიას.

”პალიტრა L”-ის უნიკალური გამოცემის ღირებულება, სავარაუდოდ 500 ლარი იქნება. წიგნი ”ბიბლუსი გალერეაში”, ასევე საეკლესიო და საიუველირო ნივთების მაღაზიებში გაიყიდება.

გარდა ამისა, გამომცემლობა ”პალიტრა L” სამომავლოდ, ლიმიტირებული ტირაჟით ”ვეფხისტყაოსნის” გამოცემასაც გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის "50+ბიბლია+49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში ”პალიტრა L”-მა 2013 წელს ბიბლიის მრავალრიცხოვანი ტირაჟი გამოსცა. წიგნის შეძენა მსურველებს 14 ლარად შეეძლოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია