დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ კლავს პატარა ბიჭი რუს აგენტებს.
"მივმართავთ ყველას, ვისაც თავში აზრად მოუვიდა უთვალთვალოს მოჯაჰედებსა და მუსლიმებს. ჩვენ არ დავინდობთ მათ", - აცხადებენ დაჯგუფების წევრები ვიდეოში. ვიდეოში ნაჩვენებია ორი მამაკაცი - ჯამბულატ მამაევი და სერგეი აშიმოვი, რომლებიც აღიარებენ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან.
როგორც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჯამბულატ მამაევი აცხადებს, მას დავალებული ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" რუსულენოვანი წევრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სერგეი აშიმოვი კი აღიარებს, რომ უნდა ეპოვნა და მოეკლა ორგანიზაციის ლიდერი. კადრებში ჩანს, თუ როგორ ესვრის და კლავს პატარა ბიჭი მძევლებს.
იხილეთ ვიდეო