"ეს ძველი ახალი წელი გაკერილ ქალიშვილებს მაგონებს და რა ვქნა! :)))
ქართული კულტურული კოდების სერიიდან", - ამ სტატუსს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ცოტნე გამსახურდია აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ძველით ახალი წელი საქართველოს გარდა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, სომხეთში, სერბეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში აღინიშნება.
ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ იულიუსის კალენდრის 1-ელ იანვარს, ახალ წელს.
XX და XXI საუკუნეებში ძველით ახალი წელი გრიგორიანული კალენდრის 14 იანვარზე მოდის, ახალი წლიდან 13 დღეში. როგორც წესი, ძველით ახალ წელს არცერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად.