პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალ "შარლი ებდოს" ახალი ნომერი უკვე იყიდება
ჟურნალ "შარლი ებდოს" ახალი ნომერი უკვე იყიდება

ფრან­გუ­ლი სა­ტი­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნო­მე­რი უკვე იყი­დე­ბა. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ, "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნო­მე­რი გა­რე­კან­ზე წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რით გა­მო­ვი­და, რო­მელ­საც ხელ­ში უჭი­რავს პლა­კა­ტი, წარ­წე­რით "მე ვარ შარ­ლი" (Je Suis Charlie). კა­რი­კა­ტუ­რის ზედა მხა­რეს კი და­ტა­ნი­ლია წარ­წე­რა "ყვე­ლა­ფე­რი ნა­პა­ტი­ე­ბია" (Tout est pardonné).

კა­რი­კა­ტუ­რის ავ­ტო­რი ჟურ­ნა­ლის კა­რი­კა­ტუ­რის­ტია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მეტ­სა­ხე­ლით "ლუზ".

"ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­ლექტსა და იუ­მო­რის გრძნო­ბა­ში. ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ეს თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, არ გა­აჩ­ნი­ათ იუ­მო­რის გრძნო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის კა­რი­კა­ტუ­რის­ტმა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჟურ­ნა­ლის ამ ნო­მერ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და კა­რი­კა­ტუ­რის ბოლო ნა­მუ­შევ­რე­ბი. "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, ჟურ­ნა­ლის შიდა გვერ­დებ­ზე ის­ლა­მის­ტი ექ­სტრე­მის­ტე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბია. ერთ-ერთ მათ­გან­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ორი ტე­რო­რის­ტი, რომ­ლე­ბიც სა­მო­თხე­ში ხვდე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბი­ან - "სად არის 70 ქალ­წუ­ლი?", უკა­ნა ფონ­ზე კი ჩა­ნან "შარ­ლი ებ­დოს" და­ღუ­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქალ­წუ­ლებ­თან ორ­გი­ას აწყო­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლი გა­ყიდ­ვა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი 60-ათა­სი­ა­ნი ტი­რა­ჟის ნაც­ვლად, 3-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცა. "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნო­მე­რი ხელ­მის­წავ­დო­მია ექვს ენა­ზე, მათ შო­რის ინ­გლი­სუ­რად, არა­ბუ­ლად და თურ­ქუ­ლად.

7 იან­ვარს, პა­რიზ­ში "შარ­ლი ებ­დოს" რე­დაქ­ცი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გა­სულ კვი­რას საფ­რან­გეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტებს სა­ერ­თო ჯამ­ში, 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ჟურნალ "შარლი ებდოს" ახალი ნომერი უკვე იყიდება

ჟურნალ "შარლი ებდოს" ახალი ნომერი უკვე იყიდება

ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" ახალი ნომერი უკვე იყიდება. "ბიბისის" ინფორმაციით, ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, "შარლი ებდოს" ახალი ნომერი გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურით გამოვიდა, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით "მე ვარ შარლი" (Je Suis Charlie). კარიკატურის ზედა მხარეს კი დატანილია წარწერა "ყველაფერი ნაპატიებია" (Tout est pardonné).

კარიკატურის ავტორი ჟურნალის კარიკატურისტია, რომელიც ცნობილია მეტსახელით "ლუზ".

"ჩვენ დარწმუნებული ვართ ადამიანების ინტელექტსა და იუმორის გრძნობაში. ადამიანებს, რომელთაც ეს თავდასხმა განახორციელეს, არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა", - აღნიშნა ჟურნალის კარიკატურისტმა.

მისივე განცხადებით, ჟურნალის ამ ნომერში წარმოდგენილია ტერაქტის შედეგად დაღუპული ყველა ჟურნალისტისა და კარიკატურის ბოლო ნამუშევრები. "ბიბისის" ცნობით, ჟურნალის შიდა გვერდებზე ისლამისტი ექსტრემისტების კარიკატურებია. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ორი ტერორისტი, რომლებიც სამოთხეში ხვდებიან და ერთმანეთს ეკითხებიან - "სად არის 70 ქალწული?", უკანა ფონზე კი ჩანან "შარლი ებდოს" დაღუპული ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქალწულებთან ორგიას აწყობენ. არსებული ინფორმაციით, ჟურნალი გაყიდვაში ტრადიციული 60-ათასიანი ტირაჟის ნაცვლად, 3-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. "შარლი ებდოს" ახალი ნომერი ხელმისწავდომია ექვს ენაზე, მათ შორის ინგლისურად, არაბულად და თურქულად.

7 იანვარს, პარიზში "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს საერთო ჯამში, 17 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა