დონეცკში სამგზავრო ავტობუსისთვის ნასროლმა ჭურვმა ათი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა

დონეცკში სამგზავრო ავტობუსისთვის ნასროლმა ჭურვმა ათი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა

დონეცკში ვოლნოვახთან "ბოევიკებმა" სამგზავრო ავტობუსს საარტილერიო ჭურვი ესროლეს, რის შედეგადაც ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შსს-ს პრესსამსახური იუწყება. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 13 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ზუსტდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ექვსს შეადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია