პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანმა კოტე კუბლაშვილს "ნაციონალების" მარიონეტი უწოდა
თეა წულუკიანმა კოტე კუბლაშვილს "ნაციონალების" მარიონეტი უწოდა

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­ხა­რუ­ლია, რომ პრე­ზი­დენ­ტი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა­ზე მის მო­წო­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ამის შე­სა­ხებ წუ­ლუ­კი­ან­მა "ქრო­ნი­კის" პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ბევ­რი ით­ქვა იმა­ზე, რომ მას არ ავალ­დე­ბუ­ლებს კონ­სტი­ტუ­ცია, ეს აკე­თოს, მაგ­რამ მე მგო­ნი, პრე­ზი­დენტს და რო­გორც ჩანს, ისიც ასე თვლის, აქვს მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ იმ ძა­ლი­ან დიდი კოშ­მა­რის შემ­დეგ, რაც კუბ­ლაშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში ტრი­ა­ლებ­და, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თოს", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან უნდა გა­ი­მარ­თოს, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი, პირ­ველ რიგ­ში, კო­ა­ლი­ცი­ას ნიშ­ნავს და, სხვა წრე­ებ­თა­ნაც.

წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ჰყავ­დეს კუბ­ლაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი თავ­მჯდო­მა­რე, "ვი­ნა­ი­დან ეს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი უპა­ტი­ე­ბე­ლი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა". იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლოს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დეს.

"არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი პრინ­ცი­პი, რო­მელ­საც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოც ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ხორ­ცი­ელ­დე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად, ეს ასე­თა­დაც უნდა იქ­ნას და­ნა­ხუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მან, ასე­ვე, უპა­სუ­ხა კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატს პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი არ უნდა ჰქონ­დეს. "თქვენ­მა მზემ, თქვენ იყა­ვით პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი ან პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი. ის იყო და დღე­საც არის მა­რი­ო­ნე­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­ში", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანმა კოტე კუბლაშვილს "ნაციონალების" მარიონეტი უწოდა

თეა წულუკიანმა კოტე კუბლაშვილს "ნაციონალების" მარიონეტი უწოდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხარულია, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციების გამართვაზე მის მოწოდებას გამოეხმაურა. ამის შესახებ წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ბევრი ითქვა იმაზე, რომ მას არ ავალდებულებს კონსტიტუცია, ეს აკეთოს, მაგრამ მე მგონი, პრეზიდენტს და როგორც ჩანს, ისიც ასე თვლის, აქვს მორალური ვალდებულება, რომ იმ ძალიან დიდი კოშმარის შემდეგ, რაც კუბლაშვილის პირობებში სასამართლოში ტრიალებდა, კონსულტაციები გამართოს", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს კონსულტაციები უმრავლესობასთან უნდა გაიმართოს, უმრავლესობა კი, პირველ რიგში, კოალიციას ნიშნავს და, სხვა წრეებთანაც.

წულუკიანის შეფასებით, უზენაეს სასამართლოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰყავდეს კუბლაშვილისნაირი თავმჯდომარე, "ვინაიდან ეს ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი უპატიებელი შეცდომა იქნება". იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს.

"არის ძალიან მარტივი, მაგრამ ცნობილი პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, რომ როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება რეალურად, ეს ასეთადაც უნდა იქნას დანახული საზოგადოების მიერ", - აღნიშნა წულუკიანმა.

მან, ასევე, უპასუხა კოტე კუბლაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს. "თქვენმა მზემ, თქვენ იყავით პოლიტიკურად ნეიტრალური ან პოლიტიკურად ნეიტრალურად დანიშნული. ის იყო და დღესაც არის მარიონეტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა