რატომ – 36... ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მხოლოდ რუსულ საიტ ტოპ-ანტროპოს.კომ-ის ჟურნალისტს აქვს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში გადაწყვიტა, 38 ქართველ ლამაზმანზე სტატია მოემზადებინა.
ეს მასალა კიდევ დიდხანს დარჩებოდა ქართველების ყურადღების მიღმა, რომ არა ტელეწამყვანი გიორგი მოსიძე, რომელმაც გასულ კვირას სოციალურ ქსელში შემთხვევით ნაპოვნი მასალა გააზიარა და გვანცა დარასელიას პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა.
სია ერთი შეხედვით უცნაურია, ალბათ იმიტომ, რომ გარდა რამდენიმე გამორჩეული ქართველი ქალბატონისა, იქ ისეთი სახეებიც არიან მოხვედრილი, რომლთა ნაწილსაც ქართველი საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ასევე მოდელები, რომლებმაც წლების წინ სილამაზის კონკურსებზე გაიელვეს და მას შემდეგ არსად აღარ აქტიურობენ. სოციალურ ქსელში სიამ გაღიზიანება გამოიწვია და იუმორნარევი კომენტარებიც არ დაიშურეს.
პირველი ადგილი რუსებმა ჟურნალისტ გვანცა დარასელიას მიანიჭეს, ბოლოზე კი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინე მწითურიძე გავიდა.
საპატიო მე-10 ადგილი ერგო თურქული კინოს მსახიობ ნებაჰათ ჩეჰრეს, რომელსაც მამის მხრიდან ქართული ფესვები აქვს, დედა კი ლაზი გახლდათ. როგორც ჩანს, რუსული მედია აქტიურად ეცნობა ქართულ საიტებს, რადგან რამდენიმე თვის წინ სწორედ მათ ახარეს საზოგადოებას, რომ ''დიდებული საუკუნის'' ერთ-ერთი მთავარი გმირი ქართველი იყო.
იხილეთ გაგრძელება