''ნიჭიერი'' აკრობატის რთული და ტკივილით სავსე ცხოვრება - ''იმედია, ქვეყნიდან გაქცევა ისევ არ მომიწევს...''

''ნიჭიერი'' აკრობატის რთული და ტკივილით სავსე ცხოვრება - ''იმედია, ქვეყნიდან გაქცევა ისევ არ მომიწევს...''

27 წლის აკრობატმა გიორგი გოგობერიშვილმა ორჯერ გააოცა მთელი საქართველო. ''ნიჭიერში'' დადგმულმა ექსტრემალურმა ნომრებმა, განსაკუთრებულად ნახევარფინალში, ყველა მონაწილე დაჩრდილა.

გუდაუთაში დაიბადა, მაგრამ ომის გამო მშობლიური ქალაქის დატოვებამ მოუხდა. მანამდე გარდაიცვალა მამაც და ობლად დარჩენილი სამი შვილი დედამ მარტომ გაზარდა. დღეს გიორგი წარმატებული აკრობატია და იმედი აქვს, ამ სპორტს საქართველოში სათანადო ყურადღება მიექცევა.

- აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში დავიბადე და 5 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ქუთაისში მოგვიწია გადმოსვლამ. ომამდე ერთი თვით ადრე, მამა გარდაიცვალა. დედა მაშინ ფეხმძიმედ იყო ჩემს ძმაზე. ქუთაისში დევნილის სტატუსით ვცხოვრობდით, მაგრამ ბებია-ბაბუასთან დავსახლდით. კიდევ ერთი დედმამიშვილი მყავს – და. ძალიან მძიმედ მახსენდება ომის წლები და შემდგომი პერიოდი. დედა სამი შვილით დაქვრივდა. ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ წავიდა სამსახურის საძიებლად. ახლაც თურქეთში მუშაობს და ოჯახს გვეხმარება.

- აკრობატიკაზე რა ასაკში შეგიყვანეს?

- 6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ ქუთაისში აკრობატიკის სპორტულ დარბაზში მიმიყვანა. ჯანმრთელობის კუთხით ძალიან კარგი სპორტია და მისი მიზანიც ის იყო, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით მეცხოვრა. საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. საქართველოს ნაკრებში ვიყავი და კარგი შედეგები მქონდა. 12 წლის ვიყავი, როდესაც ქუთაისში ცირკი ''შაპიტო'' ჩამოვიდა და მათგან შეთავაზება მივიღე. რამდენიმე თვე ერთად ვმუშაობდით. შემდეგ რუსულმა ცირკმა გამიფორმა კონტრაქტი, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობდა და ორი წლის განმავლობაში ჰოლანდიაში, ბელგიასა და გერმანიაში ვმართავდით წარმოდგენებს. გამორჩეული ბავშვი ვიყავი და მათი შეთავაზება გამოწვევად მივიღე. ყველაზე პატარა გახლდით, რადგან ჩემ გარშემო გამოცდილი აკრობატები მუშაობდნენ. ბავშვი ვიყავი და ძალიან მიჭირდა ოჯახის, დედის გარეშე.

- კონტრაქტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაბრუნდი?

- კი, თუმცა მალე მივიღე შემოთავაზება კრასნოდარიდან. კასტინგებზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან მოეწონათ ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ ბოლოს ასაკის გამო დამიწუნეს, მაშინ 14 წლის ვიყავი. ორ წელიწადში ისევ დამირეკეს, კონტრაქტის გაფორმება უნდოდათ, მაგრამ მე უკვე ამერიკაში ვიყავი.

- შტატებში როგორ მოხვდი?

- მიწვევა მქონდა ცირკიდან, მაგრამ ვერ ავეწყვეთ. რამედენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ჯგუფი დაიშალა და სხვა პროფესიის ძებნა დამჭირდა. ერთი ქართველი გავიცანი და მის კომპანიაში მძღოლად ვმუშაობდი. იმ ბიჭმა შემიფარა და ყველანაირად დამეხმარა. ექვსი წელი ვცხოვრობდი შტატებში. აქედან სამი წელი ლეგალურად და სამი არალეგალურად, ბოლოს ისევ საქართველოში მომიწია დაბრუნებამ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება