პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში დავრუნდები არჩევნებამდეც" - სააკაშვილი ევროპულ გამოცემასთან უხალოეს პოლიტიკურ გეგმებს ამხელს
"საქართველოში დავრუნდები არჩევნებამდეც" - სააკაშვილი ევროპულ გამოცემასთან უხალოეს პოლიტიკურ გეგმებს ამხელს

"მე დავ­ბრუნ­დე­ბი", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა New Eastern Europe ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან.

რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ მას ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა დიდი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ, უარი თქვა ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე.

"ერთი მხრივ, მარ­თლაც მინ­დო­და დავ­ხმა­რე­ბო­დი უკ­რა­ი­ნას და ვეხ­მა­რე­ბი კი­დეც, რამ­დე­ნა­დაც შე­მიძ­ლია. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, უარს ვერ ვი­ტყო­დი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, რად­გან დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­საც სჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კარ­გავს ძა­ლა­უფ­ლე­ბას და ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დად ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აკონ­ტრო­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს დაბ­რუ­ნე­ბას ვე­რა­ფე­რი აღ­კვეთს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რუნ­დე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც კი. ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნაა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ვიდ­რე რუ­სეთ­ში. ასე, რომ არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა რე­ჟიმ­მა შე­ა­ჩე­როს ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი. ჩვენ ამის მცდე­ლო­ბა არას­დროს გვქო­ნია და რო­დე­საც ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტა, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი სურ­დათ, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­ვა­ბა­რეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ასე­ვე მო­უ­წევს ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა და რომ ქვე­ყა­ნა მას ეკუთ­ვნის, მო­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბა, რო­დე­საც მისი დრო მოვა", - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი New Eastern Europe-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"საქართველოში დავრუნდები არჩევნებამდეც" - სააკაშვილი ევროპულ გამოცემასთან უხალოეს პოლიტიკურ გეგმებს ამხელს

"საქართველოში დავრუნდები არჩევნებამდეც" - სააკაშვილი ევროპულ გამოცემასთან უხალოეს პოლიტიკურ გეგმებს ამხელს

"მე დავბრუნდები", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა New Eastern Europe ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

როგორც ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, უარი თქვა ამ შეთავაზებაზე.

"ერთი მხრივ, მართლაც მინდოდა დავხმარებოდი უკრაინას და ვეხმარები კიდეც, რამდენადაც შემიძლია. მაგრამ მეორე მხრივ, უარს ვერ ვიტყოდი საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან დახმარება საქართველოსაც სჭირდება", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კარგავს ძალაუფლებას და ამ ეტაპზე ძირითადად ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს.

"საქართველოში ჩემს დაბრუნებას ვერაფერი აღკვეთს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში დავრუნდები, არჩევნებამდეც კი. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და უკრაინაა, სამოქალაქო საზოგადოებები გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსეთში. ასე, რომ არანაირი საშუალება არ არსებობს ავტორიტარულმა რეჟიმმა შეაჩეროს ადამიანების სურვილი. ჩვენ ამის მცდელობა არასდროს გვქონია და როდესაც ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებები სურდათ, მშვიდობიანი გზით გადავაბარეთ ხელისუფლება. ასევე მოუწევს ივანიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში იქნება და რომ ქვეყანა მას ეკუთვნის, მოუწევს ხელისუფლების დათმობა, როდესაც მისი დრო მოვა", - აღნიშნავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი New Eastern Europe-სთან ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა