Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კარიკატურას დაბეჭდავს "შარლი ებდო" ტრაგედიის შემდეგ 3 მილიონიანი ტირაჟით
რა კარიკატურას დაბეჭდავს "შარლი ებდო" ტრაგედიის შემდეგ 3 მილიონიანი ტირაჟით

7 იან­ვარს ფრან­გულ სა­ტი­რულ ჟურ­ნალ "შარ­ლი ებ­დო­ზე" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქტს 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. თავ­დას­ხმამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე, ჟურ­ნალ­მა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დე­რის აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის კა­რი­კა­ტუ­რა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ტე­რო­რის­ტულ­მა აქ­ტმა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი ლო­ზუნ­გით "მე ვარ შარ­ლი" მსოფ­ლი­ოს თით­ქმის, ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­და. პა­რიზ­ში და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად ერ­თი­ა­ნო­ბის მარ­ში გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­უ­ძღვნენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან ეროვ­ნულ მო­ედ­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 3-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მარ­შრუ­ტი გა­ი­ა­რეს.

ერ­თო­ბის მარშში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა და 40-ზე მეტი ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა, მათ შო­რის გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ვიდ ქე­მე­რონ­მა. სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჟურ­ნა­ლის მო­რი­გი ნო­მე­რი წი­ნას­წარ დად­გე­ნილ ვა­დებ­ში გა­მო­ვი­დო­და. დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "შარ­ლი ებ­დოს" ახა­ლი ნომ­რის გა­რე­კან­ზე წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რა იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მელ­საც ხელ­ში ეჭი­რე­ბა ქა­ღალ­დი, წარ­წე­რით "მე ვარ შარ­ლი"."ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც ჟურ­ნა­ლის ად­ვო­კატ­მა რი­ჩარდ მალ­კამ რა­დიო France Info-ს გა­ნუ­ცხა­და, ჟურ­ნალ­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა კა­რი­კა­ტუ­რე­ბი რე­ლი­გი­ის თე­მა­ზე.

"ჩვენ არ დავ­ნებ­დე­ბით. "მე ვარ შარ­ლი" ნიშ­ნავს დაგ­მო­ბის უფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ მალ­კამ.

ჟურ­ნა­ლის ახა­ლი ნო­მე­რი გა­ყიდ­ვა­ში ხვალ სამ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­ვა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჟურ­ნა­ლის ტი­რა­ჟი 60 ათასს შე­ად­გენ­და. გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იგი 16 ენა­ზე იქ­ნე­ბა ნა­თარ­გმნი და მსოფ­ლი­ოს 25 ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა კარიკატურას დაბეჭდავს "შარლი ებდო" ტრაგედიის შემდეგ 3 მილიონიანი ტირაჟით

რა კარიკატურას დაბეჭდავს "შარლი ებდო" ტრაგედიის შემდეგ 3 მილიონიანი ტირაჟით

7 იანვარს ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ჟურნალმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. ტერორისტულმა აქტმა მთელი მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია. მრავალათასიანი აქციები ლოზუნგით "მე ვარ შარლი" მსოფლიოს თითქმის, ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ერთიანობის მარში გაიმართა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გაუძღვნენ. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიანი მარშრუტი გაიარეს.

ერთობის მარშში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველმა პირმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები.

მიუხედავად განხორციელებული ტერაქტისა, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალის მორიგი ნომერი წინასწარ დადგენილ ვადებში გამოვიდოდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შარლი ებდოს" ახალი ნომრის გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა იქნება გამოსახული, რომელსაც ხელში ეჭირება ქაღალდი, წარწერით "მე ვარ შარლი"."ბიბისის" ინფორმაციით, როგორც ჟურნალის ადვოკატმა რიჩარდ მალკამ რადიო France Info-ს განუცხადა, ჟურნალში ასევე იქნება კარიკატურები რელიგიის თემაზე.

"ჩვენ არ დავნებდებით. "მე ვარ შარლი" ნიშნავს დაგმობის უფლებას", - განაცხადა რიჩარდ მალკამ.

ჟურნალის ახალი ნომერი გაყიდვაში ხვალ სამმილიონიანი ტირაჟით გამოვა. ტრადიციულად, ჟურნალის ტირაჟი 60 ათასს შეადგენდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ იგი 16 ენაზე იქნება ნათარგმნი და მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა