რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა

რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა

რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ 6 თვის ჩვილი, თუმცა ექიმები მის მდგომარეობას უმძიმესად აფასებენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობა ქალაქ გიუმრიში მოხდა. ეჭვმიტანილი, გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე რიგითი ვალერი პერმაკოვი რამდენიმე საათის წინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს. ინფორმაციას სომხეთის შსს-ს პრესსამსახური ადასტურებს. რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტის განცხადებით, მკვლელობა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.

მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცმა ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც მან ავტომატი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, ქალაქში სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა და მიიმალა. მომხდარმა ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია, ქალაქში დროებით დახურეს სკოლები და ბაღები.

"როგორც გავიგე დამნაშავე ვალერი პერმიაკოვი რუსეთიდან არის. ის დეკემბრიდან 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობს. ჯერჯერობით არ საუბრობენ მიზეზებზე თუ რატომ ჩაიდინა მან დანაშაული. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსი ჯარისკაცი ჩვენ ქალაქში დანაშაულშია ბრალდებული. წლების წინ ორმა ჯარისკაცმა ქალაქის ცენტრში რამდენიმე ადამიანი მოკლა. გიუმრიში გამოძიების მიზნით რუსეთიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. ინფორმაციას გვაწვდიან, რომ პერმაკოვი სხვადასხვა ქალაქში დაინახეს", - განაცხადა რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს კორესპოდენტმა სათენიკ კაღზვანციანმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა