საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს
ირაკლი კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

პუბ­ლი­ცის­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ბოლო დროს მისი და ნი­ნია კა­კა­ბა­ძის ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტე­რესს ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს.

"მინ­და ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო პრე­სი­სათ­ვის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით.

სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას მე დიდ პა­ტივს ვცემ. უბ­რა­ლოდ ამ ბოლო ხა­ნებ­ში მი­მაჩ­ნია რომ ჩემი და ჩემი დის ნი­ნია კა­კა­ბა­ძის ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­სარ­თო­ბი აღ­მოჩ­ნდა მთე­ლი რიგი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის იმ ხრო­ვი­სათ­ვის, რომ­ლის­თვი­საც "სკან­და­ლუ­რი ნი­უ­სი" ერ­თა­დერ­თი სი­ცო­ცხლის წყა­როა. მინ­და ახ­ლა­ვე სრუ­ლი­ად გარ­კვე­ვით ვთქვა, რომ ნი­ნი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის ჩემი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მე არც ერთ სტა­ტუს­ში არცკი მიხ­სე­ნე­ბია ნი­ნია ამ ბოლო ხა­ნებ­ში. მე დავ­წე­რე ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი კულ­ტუ­რულ ძა­ლა­დო­ბა­ზე (სო­ცი­ო­ლო­გი­ის პი­კა­სოდ წო­დე­ბუ­ლი იო­ჰან გალ­ტუნ­გის ტერ­მი­ნია) ზო­გა­დად და ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დე ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მა­გი­ერ ვინც სხვის რწმე­ნას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს. ეს სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნა­წი­ლია.

ნი­ნია არის ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო ნა­თე­სა­ვი ვინც კი ცო­ცხლად დამ­რჩე­ნია. ამი­ტომ, პი­როვ­ნუ­ლად ის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რად არ მინ­და ან მე ან ვინ­მე სხვამ გული ატ­კი­ნოს. დიახ, ჩვენ გვაქვს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი - მაგ­რამ ეს არ არის არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი.

რამ­დე­ნა­დაც ნი­ნია ჩემ­თვის პი­რა­დად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოა მის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი. ზო­გად-ადა­მი­ა­ნუ­რი და მი­თუ­მე­ტეს და-ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის პრინ­ცი­პი იმას გუ­ლის­ხმობს რომ ადა­მი­ა­ნი უნდა გიყ­ვარ­დეს მისი მო­საზ­რე­ბე­ბის და მი­უ­ხე­და­ვად. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა კა­მა­თი ჩემს კო­ლე­გა და მე­გო­ბარ სალ­მან რუშ­დის­თან, ან რას­სელ ბენ­ქსთან, ან კი­დევ ალენ ბა­დი­უს­თან, ოს­ლოს მშვი­დო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის და­მა­არ­სე­ბელ იო­ჰან გალ­ტუნგთან, ცნო­ბილ ფე­მი­ნისტ-მე­მარ­ცხე­ნე ავ­ტორ­თან ჯოდი დინ­თან, აგ­რეთ­ვე დიდ მო­აზ­როვ­ნეს­თან და პო­ეტ­თან იანა ჯინ­თან, პოეტ გაგა ნა­ხუც­რიშ­ვილ­თან, იგი­ვე გოგი გვა­ხა­რი­ას­თან და ბევრ სხვას­თან (ყვე­ლას აქ ვერ ჩა­მოვ­თვლი, თუმ­ცა აქ 'ფრენ­დებ­ში' ეგე­თი ცოტა არაა). მოკ­ლედ, მე ჩემს სტა­ტუ­სებ­საც და სტა­ტი­ებ­საც ვწერ ხოლ­მე სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ლიბ­რის მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის ან პა­სუ­ხად ან კრი­ტი­კად. მოკ­ლედ, იმ ადა­მი­ა­ნებს ვე­კა­მა­თე­ბი ან ვე­თან­ხმე­ბი ვინც სა­კუ­თარ ნა­აზ­რევს ქმნის და აქვს ეს სა­კუ­თა­რი აზ­როვ­ნე­ბა. ხოლო ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად სხვი­სი ნა­წე­რე­ბის ან ნათ­ქვა­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ - მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად საქ­მე არ მაქვს. და არც არა­ნა­ი­რად არ ვე­ხე­ბი. მი­თუ­მე­ტეს თუ ეს ჩემი დაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი.

ძა­ლი­ან მინ­და ვთხო­ვო პრე­სას, რომ მორ­ჩეს ჩემი და ჩემი დის მო­საზ­რე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე ნი­უ­სე­ბის შექ­მნა. დიახ, ჩვენ გვაქვს ხში­რად სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოჯახ­ში ხდე­ბა.

დიახ, მე ვე­თან­ხმე­ბი ჟი­ჟეკს იმა­ში რომ ფა­შიზ­მი და რე­ლი­გი­უ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი არის თა­ნა­მედ­რო­ვე 'ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის' ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი თა­ნამ­დე­ვი ფაქ­ტო­რი - და ვე­თან­ხმე­ბი იო­ჰან გალ­ტუნგს იმა­ში, რომ დღეს და­სავ­ლუ­რი დის­კურ­სი შე­ი­ცავს კულ­ტუ­რულ ძა­ლა­დო­ბას პა­ტა­რა და და­უც­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ. მე­ო­რეს მხრივ არ ვე­თან­ხმე­ბი ფრენ­სის ფუ­კი­ა­მას, რომ ის­ტო­რია 'მორ­ჩა' და აღა­რა­ფე­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი არ არის.

და და­მი­ჯე­რეთ ჩემი და ნი­ნია, აქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის - კი შე­იძ­ლე­ბა ის იმე­ო­რებ­დეს ვი­ღა­ცის აზ­რებს და იყოს ზომ­ბი­რე­ბუ­ლი, რო­გორც მეტ­ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა­ნი ვართ 24-სა­ა­თი­ა­ნი ბი­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­პა­გან­დით, მაგ­რამ ნი­ნია არ არის ამ ბო­რო­ტე­ბის სა­წყი­სი და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს. აქ არ­სე­ბობს 'მორ­ჩი­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის' და ადა­მი­ა­ნე­ბის ზომ­ბი­რე­ბის ბევ­რად უფრო კარ­გად და­ზე­თი­ლი მან­ქა­ნა. ამა­ზე კარ­გად წე­რენ ჩომ­სკი და ჰერ­მა­ნი.

ჩემი ძა­ლი­ან დიდი თხოვ­ნაა, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­შიშ პრო­ცე­სებს ჩემი და ნი­ნი­ას ურ­თი­ერ­თო­ბამ­დე ნუ და­იყ­ვანთ. ეს სა­სა­ცი­ლოც არის და სა­ტი­რა­ლიც. სულ არ მინ­და ჩემს დას ნერ­ვე­ბი აე­შა­ლოს ზედ­მე­ტად - ისე­დაც არა აქვს ად­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა. ვი­ლა­პა­რა­კოთ ზო­გა­დად პრობ­ლე­მა­ზე და მისი გა­და­წყვე­ტის გზებ­ზე.

მე ნი­ნი­ას თე­მა­ზე არც აქამ­დე და­მი­წე­რია სტა­ტუ­სი და არც ამის მერე ვა­პი­რებ ჩემს დაზე ლა­პა­რაკს თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი დე­ბა­ტე­ბის ჭრილ­ში. ამას წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას.

ვი­ლა­პა­რა­კოთ საქ­მე­ზე - ქვე­ყა­ნა კულ­ტუ­რუ­ლი, სტრუქ­ტუ­რუ­ლი და პირ­და­პი­რი ძა­ლა­დო­ბის მო­რევ­შია მოქ­ცე­უ­ლი და იქი­დან არის მო­საყ­ვა­ნი.

ამის­თვის ყვე­ლა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ", - წერს ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ირაკლი კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ბოლო დროს მისი და ნინია კაკაბაძის ურთიერთდაპირისპირების შესახებ ინტერესს ეხმაურება და განცხადებას აკეთებს.

"მინდა ერთი განცხადება გავაკეთო პრესისათვის დიდი პატივისცემით.

სიტყვის თავისუფლებას და აღმსარებლობის თავისუფლებას მე დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ ამ ბოლო ხანებში მიმაჩნია რომ ჩემი და ჩემი დის ნინია კაკაბაძის ურთიერთდაპირისპირება ერთ-ერთი მთავარი გასართობი აღმოჩნდა მთელი რიგი ადამიანებისათვის და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის იმ ხროვისათვის, რომლისთვისაც "სკანდალური ნიუსი" ერთადერთი სიცოცხლის წყაროა. მინდა ახლავე სრულიად გარკვევით ვთქვა, რომ ნინიას განცხადებები არ არის ჩემი განხილვის საგანი. მე არც ერთ სტატუსში არცკი მიხსენებია ნინია ამ ბოლო ხანებში. მე დავწერე ჩემი მოსაზრებები კულტურულ ძალადობაზე (სოციოლოგიის პიკასოდ წოდებული იოჰან გალტუნგის ტერმინია) ზოგადად და ბოდიშიც მოვიხადე ყველა იმ ადამიანის მაგიერ ვინც სხვის რწმენას შეურაცხყოფას აყენებს. ეს სიტყვის თავისუფლების ნაწილია.

ნინია არის ჩემი ყველაზე ახლო ნათესავი ვინც კი ცოცხლად დამრჩენია. ამიტომ, პიროვნულად ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელსაც არანაირად არ მინდა ან მე ან ვინმე სხვამ გული ატკინოს. დიახ, ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები - მაგრამ ეს არ არის არანაირი კონფლიქტის საფუძველი.

რამდენადაც ნინია ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, იმდენად უმნიშვნელოა მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ზოგად-ადამიანური და მითუმეტეს და-ძმური სიყვარულის პრინციპი იმას გულისხმობს რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს მისი მოსაზრებების და მიუხედავად. ჩემთვის საინტერესოა კამათი ჩემს კოლეგა და მეგობარ სალმან რუშდისთან, ან რასსელ ბენქსთან, ან კიდევ ალენ ბადიუსთან, ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელ იოჰან გალტუნგთან, ცნობილ ფემინისტ-მემარცხენე ავტორთან ჯოდი დინთან, აგრეთვე დიდ მოაზროვნესთან და პოეტთან იანა ჯინთან, პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან, იგივე გოგი გვახარიასთან და ბევრ სხვასთან (ყველას აქ ვერ ჩამოვთვლი, თუმცა აქ 'ფრენდებში' ეგეთი ცოტა არაა). მოკლედ, მე ჩემს სტატუსებსაც და სტატიებსაც ვწერ ხოლმე სერიოზული კალიბრის მოაზროვნეების ან პასუხად ან კრიტიკად. მოკლედ, იმ ადამიანებს ვეკამათები ან ვეთანხმები ვინც საკუთარ ნააზრევს ქმნის და აქვს ეს საკუთარი აზროვნება. ხოლო ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად სხვისი ნაწერების ან ნათქვამების თაობაზე ლაპარაკობენ - მე პროფესიონალურად საქმე არ მაქვს. და არც არანაირად არ ვეხები. მითუმეტეს თუ ეს ჩემი დაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ახლობელი ადამიანი.

ძალიან მინდა ვთხოვო პრესას, რომ მორჩეს ჩემი და ჩემი დის მოსაზრებების დაპირისპირების ფონზე ნიუსების შექმნა. დიახ, ჩვენ გვაქვს ხშირად სრულიად საპირისპირო მოსაზრებები, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ფაქტია, რომელიც ყველა ოჯახში ხდება.

დიახ, მე ვეთანხმები ჟიჟეკს იმაში რომ ფაშიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის თანამედროვე 'ლიბერალური დემოკრატიის' ძალიან ბუნებრივი თანამდევი ფაქტორი - და ვეთანხმები იოჰან გალტუნგს იმაში, რომ დღეს დასავლური დისკურსი შეიცავს კულტურულ ძალადობას პატარა და დაუცველი ქვეყნების მიმართ. მეორეს მხრივ არ ვეთანხმები ფრენსის ფუკიამას, რომ ისტორია 'მორჩა' და აღარაფერი გასაკეთებელი არ არის.

და დამიჯერეთ ჩემი და ნინია, აქ არაფერ შუაში არ არის - კი შეიძლება ის იმეორებდეს ვიღაცის აზრებს და იყოს ზომბირებული, როგორც მეტნაკლებად ყველანი ვართ 24-საათიანი ბიოპოლიტიკური პროპაგანდით, მაგრამ ნინია არ არის ამ ბოროტების საწყისი და არც შეიძლება იყოს. აქ არსებობს 'მორჩილების დამზადების' და ადამიანების ზომბირების ბევრად უფრო კარგად დაზეთილი მანქანა. ამაზე კარგად წერენ ჩომსკი და ჰერმანი.

ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა, მსოფლიოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან და საშიშ პროცესებს ჩემი და ნინიას ურთიერთობამდე ნუ დაიყვანთ. ეს სასაცილოც არის და სატირალიც. სულ არ მინდა ჩემს დას ნერვები აეშალოს ზედმეტად - ისედაც არა აქვს ადვილი ცხოვრება. ვილაპარაკოთ ზოგადად პრობლემაზე და მისი გადაწყვეტის გზებზე.

მე ნინიას თემაზე არც აქამდე დამიწერია სტატუსი და არც ამის მერე ვაპირებ ჩემს დაზე ლაპარაკს თეორიულ-პრაქტიკული დებატების ჭრილში. ამას წერტილი უნდა დაესვას.

ვილაპარაკოთ საქმეზე - ქვეყანა კულტურული, სტრუქტურული და პირდაპირი ძალადობის მორევშია მოქცეული და იქიდან არის მოსაყვანი.

ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ", - წერს ირაკლი კაკაბაძე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს