საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ნომინაცია 27 წლის შემდეგ და საპატიო ადგილი საუკეთესო ხუთეულში - ქართული წარმატება "ოქროს გლობუსზე"
პირველი ნომინაცია 27 წლის შემდეგ და საპატიო ადგილი საუკეთესო ხუთეულში - ქართული წარმატება  "ოქროს გლობუსზე"

დღეს, 12 იან­ვარს ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში "ოქ­როს გლო­ბუ­სის" რი­გით 72-ე ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. გარ­და იმი­სა, რომ მე­გა­ვარ­სკვლა­ვე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო შოუ და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მო­ლო­დი­ნი იზი­დავ­და მა­ყუ­რე­ბელს, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცალ­კე ინ­ტე­რე­სის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და წლე­ვან­დე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბა. სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მას შემ­დეგ, რაც 1984 წელს ამა­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ში თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "მო­ნა­ნი­ე­ბა" იყო წარ­დგე­ნი­ლი, "გლო­ბუს­ზე" ქარ­თუ­ლი ფილ­მი მოხ­ვდა ნო­მი­ნან­ტთა შო­რის.

ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნე­ბი" მარ­თა­ლია ეს­ტო­ნე­თის სა­ხე­ლით იყო წარ­დგე­ნი­ლი, რად­გან ფილ­მის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დუ­სე­რე­ბი ეს­ტო­ნუ­რი კი­ნო­კომ­პა­ნი­ის მეს­ვე­უ­რე­ბი გახ­ლდნენ, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, ქარ­თუ­ლი ფილ­მი ამე­რი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე მოხ­ვდა. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ ჯილ­დო რუ­სულ ფილ­მს, ან­დრეი ზვი­ა­გინ­ცე­ვის "ლე­ვი­ა­თანს" გა­და­ე­ცა, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად რე­ჟი­სორ­მა ზაზა ურუ­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ჩვენ უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვართ - მსოფ­ლი­ოს წლის სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­ში ვართ, ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა და დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის".თუმ­ცა წინ "ოს­კა­რია", რომ­ლის ნო­მი­ნან­ტე­ბიც 15 იან­ვარს გა­მო­ცხად­დე­ბა და იქ სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად ორი ქარ­თუ­ლი ფილ­მი "მან­და­რი­ნე­ბი" და გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" იბ­რძო­ლებს. იმე­დია, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სა­ბო­ლოო ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვდე­ბა და თუ გაგ­ვი­მარ­თლა, ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­ნოპ­რე­მი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ი­ტანს.

პირველი ნომინაცია 27 წლის შემდეგ და საპატიო ადგილი საუკეთესო ხუთეულში - ქართული წარმატება "ოქროს გლობუსზე"

პირველი ნომინაცია 27 წლის შემდეგ და საპატიო ადგილი საუკეთესო ხუთეულში - ქართული წარმატება  "ოქროს გლობუსზე"

დღეს, 12 იანვარს ბევერლი ჰილზში "ოქროს გლობუსის" რიგით 72-ე ცერემონია გაიმართა. გარდა იმისა, რომ მეგავარსკვლავების თავშეყრის ადგილი, საინტერესო შოუ და გამარჯვებულების გამოვლენის მოლოდინი იზიდავდა მაყურებელს, ქართული საზოგადოებისთვის ცალკე ინტერესის საგანს წარმოადგენდა წლევანდელი დაჯილდოება. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში პირველად მას შემდეგ, რაც 1984 წელს ამავე კატეგორიაში თენგიზ აბულაძის "მონანიება" იყო წარდგენილი, "გლობუსზე" ქართული ფილმი მოხვდა ნომინანტთა შორის.

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" მართალია ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი, რადგან ფილმის აღმასრულებელი პროდუსერები ესტონური კინოკომპანიის მესვეურები გახლდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ქართული ფილმი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებაზე მოხვდა. ჩვენდა სამწუხაროდ ჯილდო რუსულ ფილმს, ანდრეი ზვიაგინცევის "ლევიათანს" გადაეცა, მაგრამ როგორც თავად რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, "ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ - მსოფლიოს წლის საუკეთესო ხუთეულში ვართ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა და დიდი პატივია ჩემთვის". თუმცა წინ "ოსკარია", რომლის ნომინანტებიც 15 იანვარს გამოცხადდება და იქ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად ორი ქართული ფილმი "მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" იბრძოლებს. იმედია, რომელიმე მათგანი საბოლოო ხუთეულში მოხვდება და თუ გაგვიმართლა, ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიას საქართველოში ჩამოიტანს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება