პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თხოვნა, რომელიც სიკვდილის წინ ზაქარია ფალიაშვილს არ შეუსრულეს
თხოვნა, რომელიც სიკვდილის წინ ზაქარია ფალიაშვილს არ შეუსრულეს

ფა­ლი­აშ­ვი­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან, მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხე­თი­დან იყ­ვნენ. მისი ოჯა­ხი იმ ქარ­თველ კა­თო­ლი­კე­თა რი­ცხვს ეკუთ­ვნო­და, რომ­ლე­ბიც ახალ­ცი­ხი­დან ქუ­თა­ის­ში და­სახ­ლდნენ. ქარ­თუ­ლი ოპე­რის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი სწო­რედ იქ, 1871 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­ბა­და. პეტ­რე ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და მა­რი­ამ მე­სარ­ქიშ­ვი­ლის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში ზა­ქა­რია მე­სა­მე ბავ­შვი იყო...

პეტ­რე ქუ­თა­ი­სის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, მა­რი­ა­მი ბავ­შვე­ბის აღ­ზრდით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. უჭირ­დათ, 11 შვი­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა არ იყო მარ­ტი­ვი. ცოლ-ქმარს შვი­დი შვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს მცი­რე­წლო­ვან ასაკ­ში გარ­და­ეც­ვა­ლა.

რო­გორც ჩანს, ცოლ-ქმარს მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი ჰქონ­და - პეტ­რეც მღე­რო­და და მა­რი­ა­მიც. ოჯა­ხის უფ­როსს ჩვე­ვად ჰქო­ნია, ჩუმი ღი­ღი­ნის დროს, მარ­ჯვე­ნა ხე­ლის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თის ქნე­ვა, რის გა­მოც ნა­თე­სავ-მე­გობ­რე­ბი "პეტ­რე ღი­ღი­ნას" ეძახ­დნენ.

ბავ­შვო­ბა­ში ზა­ქა­რია და მისი ძმა კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­დნენ. ზა­ქა­რი­ას წკრი­ა­ლა ხმა (დის­კან­ტი) ჰქო­ნია. იქვე სწავ­ლობ­და ორ­გან­ზე დაკ­ვრა­საც. და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბაც ეკ­ლე­სი­ას­თან არ­სე­ბულ სამ­რევ­ლო სკო­ლა­ში მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის და ივა­ნე (ვანო) თბი­ლი­სის კა­თო­ლი­კე­თა მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა ალ­ფონ­სო ხი­თა­რიშ­ვილ­მა დე­და­ქა­ლაქ­ში წა­იყ­ვა­ნა.

"...პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მთელს ჩვენს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ოჯახ­ში და-ძმებს ბუ­ნე­ბი­თად მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი დაგ­ვყვა. ეს, ჩემი აზ­რით, იმით უნდა აიხ­სნე­ბო­დეს, რომ რო­გორც კა­თო­ლი­კე­ნი, ხში­რად მო­სი­ა­რუ­ლე­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც სა­ეკ­ლე­სიო ორ­გა­ნის ნაზი ხმე­ბი სმე­ნას ატ­კბობს და ან­ვი­თა­რებს, ჩვენც, და მო­მე­ტე­ბუ­ლად მე და ჩემს უფ­როს ძმა ივა­ნეს, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად თა­ვის უმ­ცროს და-ძმებს ჩაგ­ვი­ნერ­გა სიყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კი­სად­მი, ერ­თთა­ვად ეკ­ლე­სი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით და ნელ-ნელა, შე­უმ­ჩნევ­ლად ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნაც ვი­თარ­დე­ბო­და", - იგო­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით კომ­პო­ზი­ტო­რი.

თბი­ლის­ში ზა­ქა­რია სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში ლი­თო­ნის ჩა­სა­ბერ ინ­სტრუ­მენ­ტთა ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, მან 40-კა­ცი­ა­ნი გუნ­დიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რო­მელ­საც თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მარ­თავ­და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო­ებს. თბი­ლი­სის მო­წი­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ასე გა­იც­ნო წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა და მალე, მათი დახ­მა­რე­ბი­თა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­შე­წყო­ბით, სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა.

რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­კომ­პო­ზი­ციო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას, სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ამ ასე შე­ა­ფა­სა: "ხუ­თი­ა­ნი მი­მა­ტე­ბით". 1903 წელს ზა­ქა­რი­ამ იუ­ლია უტ­კი­ნა­ზე იქორ­წი­ნა და მას­თან ერ­თად თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. მალე წყვილს ვა­ჟიც შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ირაკ­ლი და­არ­ქვეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თხოვნა, რომელიც სიკვდილის წინ ზაქარია ფალიაშვილს არ შეუსრულეს

თხოვნა, რომელიც სიკვდილის წინ ზაქარია ფალიაშვილს არ შეუსრულეს

ფალიაშვილები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან, მესხეთ-ჯავახეთიდან იყვნენ. მისი ოჯახი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ახალციხიდან ქუთაისში დასახლდნენ. ქართული ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი სწორედ იქ, 1871 წლის ზაფხულში დაიბადა. პეტრე ფალიაშვილისა და მარიამ მესარქიშვილის მრავალშვილიან ოჯახში ზაქარია მესამე ბავშვი იყო...

პეტრე ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა, მარიამი ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. უჭირდათ, 11 შვილის მოვლა-პატრონობა არ იყო მარტივი. ცოლ-ქმარს შვიდი შვილი სხვადასხვა დროს მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა.

როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს მუსიკალური ნიჭი ჰქონდა - პეტრეც მღეროდა და მარიამიც. ოჯახის უფროსს ჩვევად ჰქონია, ჩუმი ღიღინის დროს, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ქნევა, რის გამოც ნათესავ-მეგობრები ''პეტრე ღიღინას'' ეძახდნენ.

ბავშვობაში ზაქარია და მისი ძმა კათოლიკურ ეკლესიაში გალობდნენ. ზაქარიას წკრიალა ხმა (დისკანტი) ჰქონია. იქვე სწავლობდა ორგანზე დაკვრასაც. დაწყებითი განათლებაც ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. მოგვიანებით ის და ივანე (ვანო) თბილისის კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის წინამძღვარმა ალფონსო ხითარიშვილმა დედაქალაქში წაიყვანა.

''...პატარაობიდანვე მთელს ჩვენს მრავალრიცხოვან ოჯახში და-ძმებს ბუნებითად მუსიკალური ნიჭი დაგვყვა. ეს, ჩემი აზრით, იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ როგორც კათოლიკენი, ხშირად მოსიარულენი ეკლესიაში, სადაც საეკლესიო ორგანის ნაზი ხმები სმენას ატკბობს და ანვითარებს, ჩვენც, და მომეტებულად მე და ჩემს უფროს ძმა ივანეს, რომელმაც პირველად თავის უმცროს და-ძმებს ჩაგვინერგა სიყვარული მუსიკისადმი, ერთთავად ეკლესიაში ვიმყოფებოდით და ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ჩვენი მუსიკალური სმენაც ვითარდებოდა'', - იგონებდა მოგვიანებით კომპოზიტორი.

თბილისში ზაქარია სამუსიკო სასწავლებელში ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ფაკულტეტზე სწავლობდა. პარალელურად, მან 40-კაციანი გუნდიც ჩამოაყალიბა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს. თბილისის მოწინავე საზოგადოებამ ასე გაიცნო წარჩინებული ახალგაზრდა და მალე, მათი დახმარებითა და ფინანსური ხელშეწყობით, სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.

რუსეთის დედაქალაქის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლის დასრულებისას, საგამოცდო კომისიამ ასე შეაფასა: ''ხუთიანი მიმატებით''. 1903 წელს ზაქარიამ იულია უტკინაზე იქორწინა და მასთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მალე წყვილს ვაჟიც შეეძინა, რომელსაც ირაკლი დაარქვეს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება