Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება
ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება

ყო­ფი­ლი ელ­ბა­ქი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზის მო­ნაკ­ვე­თის ექ­სპერ­ტი­ზა და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­წყე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გზის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რე­ბი. გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­მარ­თა შპს "ლა­ბო­რა­ტო­რი­ას", რო­მელ­მაც შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო.

გზის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის, ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­დი­სა და მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საყ­რდე­ნი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა.

"უახ­ლო­ე­სი 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გზა მთლი­ა­ნად უნდა ჩავ­კე­ტოთ, რათა ხი­მინ­ჯე­ბის ჩას­ხმა და­ვი­წყოთ, შემ­დეგ და­ი­წყე­ბა კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც გზის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სწრა­ფად და­ი­წყე­ბა. თბი­ლი­სის მე­რია დღეს­ვე მი­მარ­თავს დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს, იმი­სათ­ვის, რომ მი­ვი­ღოთ გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სწრა­ფად და­წყე­ბის თან­ხმო­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, გზის და­ზი­ა­ნე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს.

თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ავ­თან­დილ სუ­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, გზის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მოქ­მე­დო გეგ­მა უკვე არ­სე­ბობს. სუ­და­ძის თქმით, მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება

ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება

ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთის ექსპერტიზა და გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე გზის დაზიანებული მონაკვეთის დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია მერიის კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, თბილისის მერიამ ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართა შპს "ლაბორატორიას", რომელმაც შესაბამისი მოქმედებები უკვე დაიწყო.

გზის დაზიანების მიზეზების დადგენის, ტერიტორიის გაწმენდისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.

"უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში გზა მთლიანად უნდა ჩავკეტოთ, რათა ხიმინჯების ჩასხმა დავიწყოთ, შემდეგ დაიწყება კედლის მშენებლობა, რაც გზის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. საპროექტო სამუშაოები სწრაფად დაიწყება. თბილისის მერია დღესვე მიმართავს დედაქალაქის საკრებულოს, იმისათვის, რომ მივიღოთ გადაუდებელი სამუშაოების სწრაფად დაწყების თანხმობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, გზის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, გზის აღდგენასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს. სუდაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია