ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ირაკლი კაკაბაძის მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება.
"ბოდიში, მე თვალს არ ვადევნებ და ამან ჩემზე თუ არ დაწერა რამე, ისე არ მიაქვს სააგენტოებს ამისი პოსტები და ამიტომ არ დაასრულა ეს მარაზმი?
მაპატიეთ, ძალიან კულტურულად უკვე დიდი ხანია თავს ვიკავებ და ძალიან უკულტუროდ ყელშია უკვე! :))
ისე არ აქცევენ ეტყობა ყურადღებას :((
გამოხატვის თავისუფლებას პატივს რომ ვცემ, ამიტომ ვარ ჩუმად, თორემ რომ დაფიქრდე ვის აქვს უფლება, შენს მაგივრად ბოდიშები იხადოს? :))
ძალიან მარტივი გზა მონახა ყურადღების მისაქცევად და ამაზე მწყდება გული, თორემ რა, წეროს ღმერთმა შეარგოს ეს სააგენტოები და მათი მკითხველის ყურადღება ამას ისევ ცოტა ჯაფა, ფუნის შეგროვება და იმის სროლა ჯობდა :)))...
"ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში კაკაბაძე ამბობს"... )))
ჰო, თან ლოცვებშიც მომიხსენიებს, ვიცი", - წერს ნინია კაკაბაძე.
მწერალი ირაკლი კაკაბაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბარში სოციალურ ქსელში დის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
ინტერვიუში კაკაბაძე ამბობს, რომ პატრიარქის მისალოც წერილში, სადაც ის მას დაბადების დღეს ულოცავს, ბოდიშსაც უხდის იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც "ნებსით თუ უნებლიეთ ეკლესიას ტალახს ესვრის და ძალადობრივი განცხადებებით სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს". კაკაბაძე დის მაგივრად ბოდიშს იხდის. მისი თქმით, დასთან ზოგადად ამ თემების შესახებ საუბარი არაერთხელ ჰქონია: "იგი დაახლოებით 10 წლის წინ გადავიდა ამ რელსებზე, ჩემი და ცუდი ადამიანი არ არის, ის, უბრალოდ, ზომბირებულია იმ წრეების მიერ, ვისაც არ მოსწონს მშვიდობის მოყვარული პატრიარქი და ყოველდღიურად ცდილობს საქართველო ახალ ომში ჩაითრიოს. სამწუხაროდ, ნინია არ არის მთავარი მოქმედი პირი, ბევრად უფრო გონიერი მანქანა მუშაობს, რომელიც ზოგადად რწმენასა და მართლმადიდებლობას ებრძვის", - აცხადებს კაკაბაძე.
იხილეთ ასევე: "ბოდიში, რომ ამდენი ყურადღება წაგართვით" - ნინია კაკაბაძე