პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 ტყუილი და 2 სიმართლე ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით" - დიმიტრი შაშკინი
"2 ტყუილი და 2 სიმართლე ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით" - დიმიტრი შაშკინი

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოკ­ლა ბა­თუ­მის ამე­რი­კულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტი", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი.

"ამ უდი­დეს მავ­ნებ­ლო­ბის "გა­საპ­რა­ვებ­ლად" სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუდ­მი­ვად ეს­მის 2 ტყუ­ი­ლი:

ტყუ­ი­ლი N 1

ამე­რი­კე­ლებ­მა (Millennium Challenge Corporation) თა­ვად უარი თქვეს ამ პრო­ექ­ტზე.

სი­მარ­თლე:

ამე­რი­კე­ლებ­მა მოგ­ვცეს თან­ხმო­ბა ამ პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ჯერ კი­დევ 2011 წლის ბო­ლოს, მაგ­რამ რად­გან ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარი თქვა ამ პრო­ექ­ტზე, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­და­ე­მი­სა­მარ­თად სხვა პრო­ექ­ტებ­ზე ის 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რაც მი­დი­ო­და სპე­ცი­ა­ლურ ფონდში, რომ­ლით და­ფი­ნანსდე­ბო­და ქარ­თვე­ლე­ბის სწავ­ლა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ხაზს ვუს­მევ- ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სწავ­ლა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იქ­ნე­ბო­და უფა­სო.

ტყუ­ი­ლი N 2

ბა­თუ­მის შე­ნო­ბა არ არის გათ­ვლი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის.

სი­მარ­თლე:

ბა­თუ­მის შე­ნო­ბის "მი­ნუს" 2 სარ­თულ­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, პირ­ველ 2 სარ­თულ­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კა, 3-6 სარ­თუ­ლებ­ზე აუ­დი­ტო­რი­ე­ბი, 7-10 სარ­თუ­ლებ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცია, 11-14 სარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­ტუმ­რო ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის, ამის ზე­ვით კი იქ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა ოფი­სე­ბი. შე­ნო­ბა იყო აშე­ნე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და მის შიდა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაპ­რო­ექ­ტე­ბის დროს იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი MIT უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა.

იმის­თვის, რომ მხო­ლოდ ჩემ სი­ტყვებს არ ენ­დოთ მინ­და მო­ვიყ­ვა­ნოთ რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი და ფაქ­ტი ჩვე­ნი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

ფაქ­ტი N 1

ამე­რი­კულ­მა მხა­რემ და­ა­ფი­ნან­სა და ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რომ­ლი­თაც დამ­ტკიც­და, რომ ბა­თუ­მის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტს ექ­ნე­ბო­და დიდი მო­მა­ვა­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რი კვლე­ვა იგი­ვე შე­დე­გით ჩა­ა­თა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დაკ­ვე­თით ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა. ორი­ვე დას­კვნა დევს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს არ­ქი­ვებ­ში. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ნახ­ვა ვინ არის მარ­თა­ლი - გა­მო­აქ­ვეყ­ნონ ეს 2 კვლე­ვა.

ფაქ­ტი N2

ამე­რი­კულ­მა მხა­რემ ჩა­ა­ტა­რა კონ­კურ­სი და გა­მო­ავ­ლი­ნა 2 ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რობ­ლე­ბიც პარტნი­ო­რად და­ა­სა­ხე­ლეს თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ამ 3 უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შექ­მნა კონ­სორ­ცი­უ­მი. თუ ამე­რი­კე­ლებს არ უნ­დო­და ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაშ რა­ტომ ჩა­ა­ტა­რეს კონ­კურ­სი?

ფაქ­ტი N3

2012 წლის გა­ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ ბა­თუმ­ში და ად­გილ­ზე აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მათი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცესს. ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი დევს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს web გვერ­დზე.

ფაქ­ტი N4

შე­ნო­ბის "მი­ნუს" 2 სარ­თუ­ლი არის აშე­ნე­ბუ­ლი ფი­ზი­კის, ქი­მი­ის და ბი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის გან­თავ­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, ია­ტა­კი არის რე­ზი­ნის, დენი შე­მო­დის მრა­ვალ­ფა­ზი­ა­ნი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ჰა­ე­რის გაწ­მენ­დის და კონ­დი­ცი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტით შეყ­ვა­ნი­ლია წყა­ლი და კა­ნა­ლი­ზა­ცია, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია MIT უნი­ვერ­სი­ტე­ტის ანა­ლო­გი­უ­რი ან­ტი­სა­ხან­ძრო სის­ტე­მა და ასე შემ­დეგ.

ფაქ­ტი N5

ამ შე­ნო­ბის გარ­და იგეგ­მე­ბო­და კი­დევ 3 კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და და­ბალ სარ­თუ­ლი­ა­ნი და სა­დაც გან­თავ­სდე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და აუ­დი­ტო­რი­ე­ბი. თქვენ თუ გა­და­ხე­დავთ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ნა­ხავთ, რომ ყველ­გან არის 1 ცენ­ტრა­ლუ­რი კორ­პუ­სი და მის გარ­შე­მო მერე ვი­თარ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ნიკა გი­ლა­ურ­მა, კახა ბენ­დუ­ქი­ძემ და მე გა­ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტის ოც­ნე­ბა 2013 წლი­დან უფა­სოდ ეს­წავ­ლათ და მი­ე­ღოთ ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მი აგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ის, რაც დღეს ხდე­ბა ამ ოც­ნე­ბას გა­და­წევს რამ­დე­ნი­მე წლით. მაგ­რამ მე მა­ინც დარ­წყმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის ას­რულ­დე­ბა", - წერს დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი.

"2 ტყუილი და 2 სიმართლე ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით" - დიმიტრი შაშკინი

"2 ტყუილი და 2 სიმართლე ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით" - დიმიტრი შაშკინი

"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოკლა ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის პროექტი", - წერს ”ფეისბუქის” პირად გვერდზე განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი.

”ამ უდიდეს მავნებლობის "გასაპრავებლად" საზოგადოებას მუდმივად ესმის 2 ტყუილი:

ტყუილი N 1

ამერიკელებმა (Millennium Challenge Corporation) თავად უარი თქვეს ამ პროექტზე.

სიმართლე:

ამერიკელებმა მოგვცეს თანხმობა ამ პროექტის დაფინანსებაზე ჯერ კიდევ 2011 წლის ბოლოს, მაგრამ რადგან ახალმა ხელისუფლება უარი თქვა ამ პროექტზე, იძულებულები იყვნენ გადაემისამართად სხვა პროექტებზე ის 60 მილიონი დოლარი, რაც მიდიოდა სპეციალურ ფონდში, რომლით დაფინანსდებოდა ქართველების სწავლა ამ უნივერსიტეტში. ხაზს ვუსმევ- ქართველებისთვის სწავლა ამ უნივერსიტეტში იქნებოდა უფასო.

ტყუილი N 2

ბათუმის შენობა არ არის გათვლილი უნივერსიტეტისთვის.

სიმართლე:

ბათუმის შენობის "მინუს" 2 სართულზე უნდა ყოფილიყო ლაბორატორიები, პირველ 2 სართულზე ბიბლიოთეკა, 3-6 სართულებზე აუდიტორიები, 7-10 სართულებზე ადმინისტრაცია, 11-14 სართული იქნებოდა საუნივერსიტეტო სასტუმრო ამერიკელი და ქართველი პროფესორებისთვის, ამის ზევით კი იქნებოდა სხვადასხვა ოფისები. შენობა იყო აშენებული უშუალოდ ამერიკული უნივერსიტეტების სპეციალისტების მოთხოვნების საფუძველზე და მის შიდა ინფრასტრუქტურის დაპროექტების დროს იყო გამოყენებული MIT უნივერსიტეტის გამოცდილება.

იმისთვის, რომ მხოლოდ ჩემ სიტყვებს არ ენდოთ მინდა მოვიყვანოთ რამდენიმე არგუმენტი და ფაქტი ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად.

ფაქტი N 1

ამერიკულმა მხარემ დააფინანსა და ჩაატარა კვლევა, რომლითაც დამტკიცდა, რომ ბათუმის ამერიკულ უნივერსიტეტს ექნებოდა დიდი მომავალი. პარალელური კვლევა იგივე შედეგით ჩაათარა საქართველოს მთავრობის დაკვეთით ტეხასის უნივერსიტეტების კონსორციუმმა. ორივე დასკვნა დევს საქართველოს მთავრობის და განათლების სამინისტროს არქივებში. ძალიან მარტივია ნახვა ვინ არის მართალი - გამოაქვეყნონ ეს 2 კვლევა.

ფაქტი N2

ამერიკულმა მხარემ ჩაატარა კონკურსი და გამოავლინა 2 ამერიკული უნივერსიტეტი, რობლებიც პარტნიორად დაასახელეს თავისუფალი უნივერსიტეტი და ამ 3 უნივერსიტეტმა შექმნა კონსორციუმი. თუ ამერიკელებს არ უნდოდა ამ პროექტის განხორციელება, მაშ რატომ ჩაატარეს კონკურსი?

ფაქტი N3

2012 წლის გაზაფხულის დასაწყისში ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლები იყვნენ ბათუმში და ადგილზე აკვირდებოდნენ მათი მოთხოვნების შესრულების პროცესს. ამის ამსახველი კადრები დევს ტელევიზიებში და განათლების სამინისტროს web გვერდზე.

ფაქტი N4

შენობის "მინუს" 2 სართული არის აშენებული ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორიების განთავსების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მაგალითად, იატაკი არის რეზინის, დენი შემოდის მრავალფაზიანი, დამონტაჟებულია ჰაერის გაწმენდის და კონდიცირების სპეციალური სისტემები, სპეციალური პროექტით შეყვანილია წყალი და კანალიზაცია, დამონტაჟებულია MIT უნივერსიტეტის ანალოგიური ანტისახანძრო სისტემა და ასე შემდეგ.

ფაქტი N5

ამ შენობის გარდა იგეგმებოდა კიდევ 3 კორპუსის აშენება, რომელიც იქნებოდა დაბალ სართულიანი და სადაც განთავსდებოდა დამატებითი ლაბორატორიები და აუდიტორიები. თქვენ თუ გადახედავთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს, ნახავთ, რომ ყველგან არის 1 ცენტრალური კორპუსი და მის გარშემო მერე ვითარდება უნივერსიტეტის სხვა ინფრასტრუქტურა.

მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გილაურმა, კახა ბენდუქიძემ და მე გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ათასობით სტუდენტის ოცნება 2013 წლიდან უფასოდ ესწავლათ და მიეღოთ ამერიკული დიპლომი აგვესრულებინა. სამწუხაროდ, ის, რაც დღეს ხდება ამ ოცნებას გადაწევს რამდენიმე წლით. მაგრამ მე მაინც დარწყმუნებული ვარ, რომ ის ასრულდება”, - წერს დიმიტრი შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს