სსრ კავშირის ყოფილი ლიდერი და ნობელის პრემიის ლაურეატი მიხეილ გორბაჩოვი გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" ბირთვული ომის საშიშროებაზე საუბრობს.
"უკრაინის კრიზის გამო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის გაჩენილმა დაძაბულობამ შეიძლება არათუ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებამდე, არამედ ბირთვულ ომამდეც მიგვიყვანოს. მომავალ წლებს მშვიდად ვერ გადავიტანთ, თუ შექმნილ ვითარებაში ვინმეს ნერვები უღალატებს", - განაცხადა გორბაჩოვმა და გერმანიას მოუწოდა, არ ჩაერიოს უკრაინის კრიზისში.
"ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, რომელსაც ევროპაში ახალი დივიზიონის შექმნა შეუძლია", - დასძინა მან.
გორბაჩოვის აზრით, დასავლეთის მცდელობები, რომ რუსეთში ვლადიმერ პუტინის გავლენა შეასუსტოს, ძალიან სულელურად და სახიფათოდ გამოიყურება.
"გერმანიამ უკვე სცადა აღმოსავლეთზე გავლენის დამყარება მეორე მსოფლიო ომის დროს. ნუთუ მათ კიდევ ერთხელ სჭირდებათ ასეთი მწარე გაკვეთილი?", - განაცხადა ყოფილმა სსრ ლიდერმა და დასავლეთი ანტირუსული სანქციების გამო გააკრიტიკა.
გარდა ამისა, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ თუ აშშ უკრაინაში იარაღის შეტანას დაიწყებს და "შორს წავა", შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
"აშშ უკრაინას სიგნალს უგზავნის, რომ მისგან გადამჭრელ ზომებს ელის. თუ იარაღის პირდაპირი მიწოდება დაიწყება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ბირთვული ომის საშიშროება, ვფიქრობ, წარსულში დავტოვეთ", - განაცხადა პუშკოვმა.