პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება მსოფლიოში პარიზის ტერაქტების შემდეგ - "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება
რა ხდება მსოფლიოში პარიზის ტერაქტების შემდეგ - "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება

ჟურ­ნალ Charlie Hebdo-ს რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა და შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მსოფ­ლიო რე­ზო­ნან­სი გრძელ­დე­ბა.

პა­რიზ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი აქ­ცი­ის - ერ­თი­ა­ნო­ბის მარ­შის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ბერ­ნარ კაზ­ნე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი აქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. პა­რიზ­ში 5 500 პო­ლი­ცი­ე­ლი­სა და სამ­ხედ­როს მო­ბი­ლი­ზე­ბა იგეგ­მე­ბა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე კი სნა­ი­პე­რე­ბი გან­ლაგ­დე­ბი­ან.

მარშში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი და 40-ზე მეტი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, მათ შო­რის: გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გერ­ლა მერ­კე­ლი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­ვიდ ქე­მე­რო­ნი და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო. ერ­თო­ბის მარშში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ და პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის ლი­დერ­მა მაჰ­მუდ აბას­მა. რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ას პა­რიზ­ში და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი წარ­მო­ად­გენს. სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი, ევ­რო­კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ჟან-კლოდ იუნ­კე­რი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი მარ­ტინ შულ­ცი, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნი და სხვ.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, "ალ ქა­ი­და" საფ­რან­გეთს კვლავ ახა­ლი ტე­რაქ­ტე­ბით ემუქ­რე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "სქაი ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს.

"თქვენ­თვის­ვე უმ­ჯო­ბე­სია მუს­ლიმ­თა წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სია შე­წყვი­ტოთ, რათა უსაფრ­თხოდ იცხოვ­როთ", - აცხა­დებს "ალ ქა­ი­დას" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ჰა­რით ალ ნა­და­რი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

ჰა­რით ალ ნა­და­რი ასე­ვე აცხა­დებს, რომ ისი­ნი, ვინც მუს­ლიმ­თა წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან, უსაფრ­თხოდ ვერ იქ­ნე­ბი­ან, ვიდ­რე ალაჰს, მის წარ­გზავ­ნი­ლებ­სა და მორ­წმუ­ნე­ებს ებ­რძვი­ან.

ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი. მისი თქმით, მკვლე­ლო­ბე­ბი პა­რიზ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შე­დე­გია.

"ძალ­ზე გა­უ­ბე­და­ვად ვი­ცავ­დით ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ერთი სან­ტი­მეტ­რი­თაც უკან არ უნდა და­ვი­ხი­ოთ ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის დაც­ვა­ში. მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი ის­ლა­მიზ­მი და­სავ­ლე­თის მთა­ვა­რი საფრ­თხეა. ჩვენ ვდგა­ვართ ევ­რო­პუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც არას­წო­რი აღ­მოჩ­ნდა: არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლით მო­ვახ­დი­ნეთ ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, კა­და­ფის რე­ჟი­მის დამ­ხო­ბამ მოგ­ვი­ტა­ნა ხა­ლი­ფა­ტი და იგი­ვე ეხე­ბა ერა­ყი­დან ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნას. ახლა იგი­ვე შეც­დო­მა ავ­ღა­ნეთ­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნით", - წერს ბერ­ლუს­კო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ში თა­ვის გვერ­დზე.

აშშ კი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მყოფ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

"უკა­ნას­კნელ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა თავ­დას­ხმებ­მა, ვის მი­ე­რაც არ უნდა იყოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი - ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, აჩ­ვე­ნა, რომ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ და შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", - ნათ­ქვა­მია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

საფ­რან­გეთ­ში მძევ­ლე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მარ­თა­ლია ტე­რაქ­ტე­ბის უშუ­ა­ლო საფრ­თხე საფ­რან­გეთ­ში მოხ­სნი­ლია, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა ჯერ კი­დევ არას­ტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა.

არ წყდე­ბა არც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. სტამ­ბუ­ლის ორი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი გუ­შინ აფეთ­ქე­ბას გა­და­ურ­ჩა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ცენ­ტრებ­ში მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ორი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათ სა­ეჭ­ვო პა­კე­ტე­ბი შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცენ­ტრე­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ად­გილ­ზე გამ­ნაღმვე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, რომ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს, რომ პა­კე­ტებ­ში თვით­ნა­კე­თი გა­ზის ასა­ფე­თე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სამ­შა­ბათს სტამ­ბუ­ლის ცენ­ტრში, პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თვით­მკვლელ­მა ქალ­მა თავი აი­ფეთ­ქა, რის შე­დე­გა­დაც ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა, ერთი კი და­იჭ­რა.

ჟურ­ნალ Charlie Hebdo-ს რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმა­სა და შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს საფ­რან­გეთ­ში 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რა ხდება მსოფლიოში პარიზის ტერაქტების შემდეგ - "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება

რა ხდება მსოფლიოში პარიზის ტერაქტების შემდეგ - "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმისა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტული აქტების მსოფლიო რეზონანსი გრძელდება.

პარიზში გრანდიოზული აქციის - ერთიანობის მარშისთვის ემზადებიან. BBC-ის ინფორმაციით, ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილ აქციაში, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, მიღებული იქნება განსაკუთრებული ზომები აქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პარიზში 5 500 პოლიციელისა და სამხედროს მობილიზება იგეგმება. ქალაქის ცენტრში სახლების სახურავებზე კი სნაიპერები განლაგდებიან.

მარშში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის: გერმანიის კანცლერი ანგერლა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ერთობის მარშში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვ.

ამის მიუხედავად, "ალ ქაიდა" საფრანგეთს კვლავ ახალი ტერაქტებით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ "სქაი ნიუსი" ავრცელებს.

"თქვენთვისვე უმჯობესია მუსლიმთა წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოთ, რათა უსაფრთხოდ იცხოვროთ", - აცხადებს "ალ ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, ჰარით ალ ნადარი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში.

ჰარით ალ ნადარი ასევე აცხადებს, რომ ისინი, ვინც მუსლიმთა წინააღმდეგ იბრძვიან, უსაფრთხოდ ვერ იქნებიან, ვიდრე ალაჰს, მის წარგზავნილებსა და მორწმუნეებს ებრძვიან.

ტერორისტულ აქტებს ეხმაურება იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. მისი თქმით, მკვლელობები პარიზში წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგია.

"ძალზე გაუბედავად ვიცავდით ჩვენს ღირებულებებს. ერთი სანტიმეტრითაც უკან არ უნდა დავიხიოთ ჩვენი ცივილიზაციის დაცვაში. მილიტარისტული ისლამიზმი დასავლეთის მთავარი საფრთხეა. ჩვენ ვდგავართ ევროპული საგარეო პოლიტიკის წინაშე, რომელიც არასწორი აღმოჩნდა: არაბული გაზაფხულით მოვახდინეთ ჩრდილოეთ აფრიკის დესტაბილიზაცია, კადაფის რეჟიმის დამხობამ მოგვიტანა ხალიფატი და იგივე ეხება ერაყიდან ჯარების გამოყვანას. ახლა იგივე შეცდომა ავღანეთში არ უნდა დავუშვათ ჯარების გამოყვანით", - წერს ბერლუსკონი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე.

აშშ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"უკანასკნელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, ვის მიერაც არ უნდა იყოს განხორციელებული - ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების, მხარდამჭერებისა თუ ცალკეული ადამიანების, აჩვენა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთში მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართალია ტერაქტების უშუალო საფრთხე საფრანგეთში მოხსნილია, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.

არ წყდება არც ტერორისტული აქტების მცდელობები. სტამბულის ორი სავაჭრო ცენტრი გუშინ აფეთქებას გადაურჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრებში მომხმარებლებმა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მათ საეჭვო პაკეტები შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცენტრების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პაკეტებში თვითნაკეთი გაზის ასაფეთებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, სამშაბათს სტამბულის ცენტრში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა