თბილისში, სარაჯიშვილის ქ. #40-ში მდებარე იტალიურ ეზოში ერთსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა . ხანძარი 60-65 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა.
ადგილზე სახანძრო სამსახურის მანქანები გავიდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.