მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გეგმავს სალომე ბაკურაძის მეუღლე ქორწინების ათი წლისთავზე
რას გეგმავს სალომე ბაკურაძის მეუღლე ქორწინების ათი წლისთავზე

მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე და პრო­დი­უ­სე­რი ლაშა ბას­ლან­ძე გა­სულ წელს და­ქორ­წინ­დნენ. ორი­ვე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც პრო­ექ­ტი "ერთი-ერ­თში" და­ი­წყო. სა­ლო­მე ხში­რად ხდე­ბა ლი­დე­რი და ზო­გი­ერთ მა­ყუ­რე­ბელს გა­უჩ­ნდა ეჭვი, ხომ არ არის ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ლაშა "ჯი­დი­ეს­ზე" მუ­შა­ობს. წყვილს ინ­ტერ­ვი­უს­თვის შევ­ხვდით.

- ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ექ­ტია. თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე დიდ შრო­მას ვდებთ ნომ­რებ­ში, ამი­ტო­მაც გა­მო­დის ასე­თი კარ­გი და ად­რე­ნა­ლი­ნი­ა­ნი შოუ. რო­გორც დუტა ამ­ბობს, ყო­ველ გა­მოს­ვლა­ზე ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს პრე­მი­ე­რა­ზე გა­მოვ­დი­ვარ.

- ლაშა, ხომ არ ნა­ნობ, რომ სა­ლო­მე და­თან­ხმდა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, ალ­ბათ, ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან ცოტა დრო აქვს.

- არ ვნა­ნობ, პი­რი­ქით მი­ხა­რია. თა­ვი­დან ცოტა ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვიცი, რო­გო­რი პრო­ექ­ტი­ცაა. წინა სე­ზო­ნებ­ში ჩემი მე­გობ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და თავს იკ­ლავ­დნენ, იმ­დენს შრო­მობ­დნენ. ახლა სალო სულ გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი და დაღ­ლი­ლია, მაგ­რამ მუ­ღამ­ში შე­ვე­დით.

- სა­ლო­მე ხში­რად ხდე­ბა ტუ­რის ლი­დე­რი. ელო­დით ასეთ შე­დეგს?

სა­ლო­მე:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას ესე­მეს­ში არ გა­მო­ხა­ტა­ვენ ხოლ­მე. მი­ხა­რია, რომ მე­სი­ჯე­ბი­თაც მიდ­გა­ნან გვერ­დით და ეს ყვე­ლა ტურს ეტყო­ბა, აშ­კა­რაა, რომ მარ­ტო ჩე­მი­ა­ნე­ბი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ მი­მე­სი­ჯე­ბენ.

ლაშა:

- ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რო. ოთხშა­ბა­თო­ბით ვი­დე­ორ­გოლს ვტვირ­თავ "ფე­ის­ბუქ­ზე", რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი რეკ­ლა­მაა, რომ სა­ლო­მეს და­უ­მე­სი­ჯონ. სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან გვი­რე­კა­ვენ და დახ­მა­რე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ.

სა­ლო­მე:

- ასეთ აქ­ტი­უ­რო­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. მთა­ვა­რი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია და კი­დევ ის, რომ სა­კუ­თა­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ბო­ლომ­დე გა­ა­კე­თო. თუ ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ შენი ნამ­ღე­რის სიძ­ლი­ე­რე სხვა­მაც და­ი­ნა­ხა და ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სა, ამას არა­ფე­რი სჯობს.

- თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არის ხოლ­მე კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბიც.

- მსგავს კო­მენ­ტა­რებს არას­დროს ვეც­ნო­ბი. მეც ვყო­ფილ­ვარ სხვი­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მაგ­რამ ამას ესე­მე­სი­თა და სხვაგ­ვა­რი რეკ­ლა­მის გა­კე­თე­ბით გა­მოვ­ხა­ტავ­დი და არა იმით, რომ ვი­საც ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, იმის კონ­კუ­რენ­ტი ან დავ­ჩაგ­რო, ან გავ­ლან­ძღო.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, ესე­მეს­ლი­დე­რი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ლაშა "ჯი­დი­ეს­ში" მუ­შა­ობ­სო.

ლაშა:

- სა­ლო­მეს ჩემი ასე­თი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა და არც მე ვი­კად­რებ მსგავს რა­მეს.

სა­ლო­მე:

- ამა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ჩემი მხრი­დან აბ­სურ­დუ­ლია. მე არ მი­მაჩ­ნია, რომ შო­უ­ში ვინ­მე ვინ­მე­ზე ნაკ­ლე­ბია. დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა, ბრძო­ლა თა­ნა­ბა­რია და ლაშა რომ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, ამით ორი­ვეს კომ­პლექ­სი გვაქვს. ლა­ში­კო თა­ვი­დან ამ­ბობ­და, ლა­ი­ვებ­ზე სა­ერ­თოდ არ მო­ვალ, თავი და­მა­ნე­ბეო.

- ახლა და­დის?

- მე დარ­ბაზ­ში ვერ ვხე­დავ ხოლ­მე, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბი­ან, შენ რომ გა­მო­დი­ხარ, გა­თეთ­რე­ბუ­ლი დგას ბო­ლო­ში, ისე გის­მენს და თან, თავს მაღ­ლა არ სწევ­სო.

ლაშა:

- ლა­ი­ვი­დან რომ მოვ­დი­ვარ, წნე­ვა მაქვს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას გეგმავს სალომე ბაკურაძის მეუღლე ქორწინების ათი წლისთავზე

რას გეგმავს სალომე ბაკურაძის მეუღლე ქორწინების ათი წლისთავზე

მომღერალი სალომე ბაკურაძე და პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასულ წელს დაქორწინდნენ. ორივე ძალიან დაკავებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი ''ერთი-ერთში'' დაიწყო. სალომე ხშირად ხდება ლიდერი და ზოგიერთ მაყურებელს გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ არის ეს იმის დამსახურება, რომ ლაშა ''ჯიდიესზე'' მუშაობს. წყვილს ინტერვიუსთვის შევხვდით.

- ძალიან რთული პროექტია. თითოეული მონაწილე დიდ შრომას ვდებთ ნომრებში, ამიტომაც გამოდის ასეთი კარგი და ადრენალინიანი შოუ. როგორც დუტა ამბობს, ყოველ გამოსვლაზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პრემიერაზე გამოვდივარ.

- ლაშა, ხომ არ ნანობ, რომ სალომე დათანხმდა პროექტში მონაწილეობაზე, ალბათ, ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს.

- არ ვნანობ, პირიქით მიხარია. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, ვიცი, როგორი პროექტიცაა. წინა სეზონებში ჩემი მეგობრები მონაწილეობდნენ და თავს იკლავდნენ, იმდენს შრომობდნენ. ახლა სალო სულ გამოუძინებელი და დაღლილია, მაგრამ მუღამში შევედით.

- სალომე ხშირად ხდება ტურის ლიდერი. ელოდით ასეთ შედეგს?

სალომე:

- საქართველოში გულშემატკივრობას ესემესში არ გამოხატავენ ხოლმე. მიხარია, რომ მესიჯებითაც მიდგანან გვერდით და ეს ყველა ტურს ეტყობა, აშკარაა, რომ მარტო ჩემიანები და ჩემი ოჯახის წევრები არ მიმესიჯებენ.

ლაშა:

- ვცდილობ, ყველანაირად დავეხმარო. ოთხშაბათობით ვიდეორგოლს ვტვირთავ ''ფეისბუქზე'', რომელიც ერთგვარი რეკლამაა, რომ სალომეს დაუმესიჯონ. სხვადასხვა ორგანიზაციიდან გვირეკავენ და დახმარებას გვთავაზობენ.

სალომე:

- ასეთ აქტიურობას ნამდვილად არ ველოდი. მთავარი ხალხის სიყვარულია და კიდევ ის, რომ საკუთარი გასაკეთებელი ბოლომდე გააკეთო. თუ ამას ემატება ისიც, რომ შენი ნამღერის სიძლიერე სხვამაც დაინახა და ადეკვატურად შეაფასა, ამას არაფერი სჯობს.

- თუმცა სოციალურ ქსელში არის ხოლმე კრიტიკული შეფასებებიც.

- მსგავს კომენტარებს არასდროს ვეცნობი. მეც ვყოფილვარ სხვისი გულშემატკივარი, მაგრამ ამას ესემესითა და სხვაგვარი რეკლამის გაკეთებით გამოვხატავდი და არა იმით, რომ ვისაც ვგულშემატკივრობ, იმის კონკურენტი ან დავჩაგრო, ან გავლანძღო.

- სოციალურ ქსელში წერდნენ, ესემესლიდერი იმიტომ ხდება, რომ ლაშა ''ჯიდიესში'' მუშაობსო.

ლაშა:

- სალომეს ჩემი ასეთი დახმარება არ სჭირდება და არც მე ვიკადრებ მსგავს რამეს.

სალომე:

- ამაზე ლაპარაკიც კი ჩემი მხრიდან აბსურდულია. მე არ მიმაჩნია, რომ შოუში ვინმე ვინმეზე ნაკლებია. დიდი კონკურენციაა, ბრძოლა თანაბარია და ლაშა რომ ამ ტელეკომპანიაში მუშაობს, ამით ორივეს კომპლექსი გვაქვს. ლაშიკო თავიდან ამბობდა, ლაივებზე საერთოდ არ მოვალ, თავი დამანებეო.

- ახლა დადის?

- მე დარბაზში ვერ ვხედავ ხოლმე, მაგრამ მეუბნებიან, შენ რომ გამოდიხარ, გათეთრებული დგას ბოლოში, ისე გისმენს და თან, თავს მაღლა არ სწევსო.

ლაშა:

- ლაივიდან რომ მოვდივარ, წნევა მაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება