პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში სოლიდარობის აქციას დაესწრება
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში სოლიდარობის აქციას დაესწრება

პა­რიზ­ში კვი­რას ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­გეგ­მილ ერ­თი­ა­ნო­ბის მხარ­და­სა­ჭერ მი­ტინგს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ეს­წრე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პა­რიზ­ში, Charlie Hebdo-ს რე­დაქ­ცი­ა­ზე მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის გამო მწუ­ხა­რე­ბას კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვამს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს საფ­რან­გეთს და ფრანგ ხალ­ხს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ–მი­ნის­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ ეს დიდი ტრა­გე­დია არის არა მხო­ლოდ საფ­რან­გე­თის, არა­მედ ზო­გა­დად, მთე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს პრობ­ლე­მა და მას ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ბრძო­ლა სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ–მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ ტე­რო­რიზმს გა­მარ­თლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა მო­ე­ძებ­ნოს. სი­ტყვი­სა და პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის უზე­ნა­ე­სი უფ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ყველ­გან და ყო­ველ­თვის სა­თა­ნა­დოდ უნდა იყოს და­ცუ­ლი.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პა­რიზს ხვალ ეწ­ვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ფრანგ ხალ­ხს პი­რა­დად მი­უ­სამ­ძიმ­რებს.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რიზ­ში, სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი, ევ­რო­კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ჟან-კლოდ იუნ­კე­რი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი მარ­ტინ შულ­ცი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­ვიდ ქე­მე­რო­ნი, ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ე­რი მა­რი­ა­ნო რა­ხოი, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი, იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­ტეო რენ­ცი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნი და სხვა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი.

პა­რი­ზის აქ­ცი­ა­ზე 1 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ანს ელო­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში სოლიდარობის აქციას დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში სოლიდარობის აქციას დაესწრება

პარიზში კვირას ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მიტინგს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთს და ფრანგ ხალხს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს დიდი ტრაგედია არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება. საქართველოს პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს ხვალ ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში, სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა ქვეყნის პირველი პირები.

პარიზის აქციაზე 1 მილიონამდე ადამიანს ელოდებიან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა