სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასონთა მთავარი მიზანი საქართველოს განადგურებაა!" - ცნობილი აკადემიკოსი თბილისში "ჩინური სოფლის" მშენებლობაში
"მასონთა მთავარი მიზანი საქართველოს განადგურებაა!" - ცნობილი აკადემიკოსი თბილისში "ჩინური სოფლის" მშენებლობაში

ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შენ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ აქ ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი შენ­დე­ბა, ხალ­ხში მა­ინც მუ­სი­რებს აზრი, რომ იქ ჩი­ნუ­რი და­სახ­ლე­ბა უნდა აშე­ნე­დეს. რამ­დე­ნად სწო­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი და­სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბა, ამა­ზე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას აკა­დე­მი­კო­სი, "სა­ხალ­ხო კრე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელიზ­ბარ ჯა­ვე­ლი­ძე გა­მოთ­ქვამს:

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, თემა, რომ იქ ჩი­ნე­ლე­ბი უნდა და­სახ­ლდნენ, კარ­გა ხა­ნია მუ­სი­რებს და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ არის მი­ღე­ბუ­ლი. ჩემი აზ­რით, ცაკ­ლე ჩი­ნუ­რი და­სახ­ლე­ბა, ანუ ცალ­კე ჩი­ნუ­რი სო­ფე­ლი არ იქ­ნე­ბა სწო­რი, განა აკ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ჩი­ნე­ლე­ბი?! აგერ ცალ­კე და­სახ­ლე­ბუ­ლი სომ­ხე­ბი და აზ­რე­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ახლა ჩი­ნე­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან და დამ­თავ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. აღ­სრულ­დე­ბა ის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ არის და­გეგ­მი­ლი მა­სო­ნუ­რი წრე­ე­ბის მიერ, ეს პო­ლი­ტი­კა კი მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბო­ლოო გა­ნად­გუ­რე­ბას.

- ანუ მა­სო­ნე­ბი სხე­დან და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ? მეტი საქ­მე არ აქვთ?

- ეგ მა­გა­თი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია. ზო­გა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნია ერ­თპო­ლუ­სი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც უნდა იყოს აშშ და ამ გზა­ზე მთა­ვარ პრობ­ლე­მას ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ და მათი მო­შო­რე­ბა უნ­დათ. ესაა და ეს. ეს არის აღი­ა­რე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ამის შე­სა­ხებ არა­ვინ ლა­პა­რა­კობს.

- ბა­ტო­ნო ელიზ­ბარ, რო­გორ ფიქ­რობთ, თუ მარ­თლა მოხ­და ჩი­ნელ­თა და­სახ­ლე­ბა, ეს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლი იქ­ნე­ბა, თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის?

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა, ხოლო ახალ­მა დას­რუ­ლე­ბის, ანუ ორი­ვე დამ­ნა­შა­ვე გა­მო­დის, მაგ­რამ არა მგო­ნია, არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის მომ­ხრე იყოს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის იმე­დი მაქვს.

- ბა­ტო­ნო ელიზ­ბარ, მი­იჩ­ნე­ვა, რომ ჩი­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ხალ­ხი არი­ან, აა­ყა­ვა­ვეს ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კა და რა­ტომ არის მათი აქ ჩა­მოს­ვლა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი?

- ჩი­ნუ­რი კულ­ტუ­რა თუ მათი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. დღე­ვან­დე­ლი ჩი­ნე­თი არის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო და თუ პირ­ველ სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის არის რუ­სე­თი და აშშ, ჩი­ნე­თიც მათ გვერ­დი­თაა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვს, დღეს, ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კა აყ­ვა­ვე­ბუ­ლია. ჩი­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა უმუ­შევ­რო­ბას არ გა­ნიც­დის, იქ ეს პრობ­ლე­მა არ დგას.

- მით უფრო გა­სა­ო­ცა­რია, მა­შინ რა­ტომ მო­უნ­დე­ბათ აქ ჩა­მოს­ვლა, სა­დაც უმუ­შევ­რო­ბა უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მაა...

- ჰოდა, ამი­ტო­მაც არ მი­მაჩ­ნია მარ­თე­ბულ აზ­რად, რომ ჩი­ნე­ლე­ბი აქ სა­კუ­თარ სო­ფელს აა­შე­ნე­ბენ. ჩვენ­თან რამ­დე­ნი თვა­ლებ­მო­ჭუ­ტულ ადა­მი­ანს და­ი­ნა­ხა­ვენ, ყვე­ლა ჩი­ნე­ლი ჰგო­ნი­ათ, არა­და მათი უმე­ტე­სო­ბა ვი­ეტ­ნა­მე­ლია, არი­ან კო­რე­ე­ლე­ბიც და სხვა, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ სამ­სა­ხურს. თუ ჩი­ნე­ლებ­მა მა­ინც და­ა­ფუძ­ნეს სა­კუ­თა­რი და­სახ­ლე­ბა, ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ ჩი­ნეთ­საც უჩ­ნდე­ბა იმ­პე­რი­უ­ლი ზრახ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სხვა ახ­სნა ამას არ მო­ე­ძებ­ნე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: ვი­დე­ორ­გო­ლი "ჩი­ნუ­რი სოფ­ლის" შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მასონთა მთავარი მიზანი საქართველოს განადგურებაა!" - ცნობილი აკადემიკოსი თბილისში "ჩინური სოფლის" მშენებლობაში

"მასონთა მთავარი მიზანი საქართველოს განადგურებაა!" - ცნობილი აკადემიკოსი თბილისში "ჩინური სოფლის" მშენებლობაში

ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. შენდება საცხოვრებელი კორპუსები, მიუხედავად არაერთგზის გავრცელებული განცხადებისა, რომ აქ ოლიმპიური სოფელი შენდება, ხალხში მაინც მუსირებს აზრი, რომ იქ ჩინური დასახლება უნდა აშენედეს. რამდენად სწორი იქნება საქართველოში ჩინური დასახლების აშენება, ამაზე საკუთარ მოსაზრებას აკადემიკოსი, "სახალხო კრების" წარმომადგენელი ელიზბარ ჯაველიძე გამოთქვამს:

- რამდენადაც ვიცი, თემა, რომ იქ ჩინელები უნდა დასახლდნენ, კარგა ხანია მუსირებს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩემი აზრით, ცაკლე ჩინური დასახლება, ანუ ცალკე ჩინური სოფელი არ იქნება სწორი, განა აკლია საქართველოს ჩინელები?! აგერ ცალკე დასახლებული სომხები და აზრებაიჯანელები, ახლა ჩინელებიც გამოჩნდებიან და დამთავრებულია ყველაფერი. აღსრულდება ის პოლიტიკა, რომელიც საზღვარგარეთ არის დაგეგმილი მასონური წრეების მიერ, ეს პოლიტიკა კი მიზნად ისახავს საქართველოს საბოლოო განადგურებას.

- ანუ მასონები სხედან და საქართველოს განადგურებაზე ფიქრობენ? მეტი საქმე არ აქვთ?

- ეგ მაგათი უმთავრესი მიზანია. ზოგადად, თანამედროვე გლობალური პოლიტიკის მიზანია ერთპოლუსიანი სახელმწიფოს შექმნა, რომლის სათავეშიც უნდა იყოს აშშ და ამ გზაზე მთავარ პრობლემას ეროვნული სახელმწიფოები წარმოადგენენ და მათი მოშორება უნდათ. ესაა და ეს. ეს არის აღიარებული ჭეშმარიტება, მაგრამ რატომღაც ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს.

- ბატონო ელიზბარ, როგორ ფიქრობთ, თუ მართლა მოხდა ჩინელთა დასახლება, ეს ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალი იქნება, თუ წინა ხელისუფლების?

- წინა ხელისუფლებამ აშენების უფლება მისცა, ხოლო ახალმა დასრულების, ანუ ორივე დამნაშავე გამოდის, მაგრამ არა მგონია, არსებული ხელისუფლება ამის მომხრე იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს.

- ბატონო ელიზბარ, მიიჩნევა, რომ ჩინელები ძალიან მშრომელი ხალხი არიან, ააყავავეს ჩინეთის ეკონომიკა და რატომ არის მათი აქ ჩამოსვლა საფრთხის შემცველი?

- ჩინური კულტურა თუ მათი ფილოსოფიური აზროვნება აუცილებლად დასაფასებელია. დღევანდელი ჩინეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო და თუ პირველ სახელმწიფოთა შორის არის რუსეთი და აშშ, ჩინეთიც მათ გვერდითაა. შეიძლება ითქვს, დღეს, ჩინეთის ეკონომიკა აყვავებულია. ჩინეთის მოსახლეობა უმუშევრობას არ განიცდის, იქ ეს პრობლემა არ დგას.

- მით უფრო გასაოცარია, მაშინ რატომ მოუნდებათ აქ ჩამოსვლა, სადაც უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა...

- ჰოდა, ამიტომაც არ მიმაჩნია მართებულ აზრად, რომ ჩინელები აქ საკუთარ სოფელს ააშენებენ. ჩვენთან რამდენი თვალებმოჭუტულ ადამიანს დაინახავენ, ყველა ჩინელი ჰგონიათ, არადა მათი უმეტესობა ვიეტნამელია, არიან კორეელებიც და სხვა, რომლებიც ეძებენ სამსახურს. თუ ჩინელებმა მაინც დააფუძნეს საკუთარი დასახლება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩინეთსაც უჩნდება იმპერიული ზრახვები საქართველოსთან მიმართებაში. სხვა ახსნა ამას არ მოეძებნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: ვიდეორგოლი "ჩინური სოფლის" შესახებ

საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა - მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

"კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას, არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი" - მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე